თავი მეთექვსმეტე

65 6 5
                                    

მეომრებმა როგორც კი ილიანის ბრძანება მოისმინეს, მაშინვე გაეცალნენ არსებულ ტერიტორიას. ვარსკვლავებით გადაჭედილ ცისქვეშ, ორი მარტოსული არსება მოსვენებას ვერ ჰპოულობდა. ვგრძნობდი თუ ჩემი თვალები როგორ სველდებოდა ცრემლებით.

- ნაიარა, არ ისვენებ ხომ? როგორც ყოველთვის, ყველგან ცხვირს ყოფ.

- რა გინდა? - მკაცრი ხმით მივუგე და მშვილდს უფრო მჭიდროდ ვიჭერდი.

- ის, რომ ამ საქმეში არ გაერიო.

- საერთოდ ვინ ხარ, რომ რამე მიბრძანო? გგონია შენს ბინძურ ბანდას ვეკუთვნი?

ილიანი ხმლით ხელში წინ და უკან დადიოდა. ჩვენ შორის არსებული ჰაერი იმდენად მძიმე იყო, სუნთქვაც კი შეუძლებელი ხდებოდა.

- ნაიარა, ბანდას არ ვიცი რამდენად ეკუთვნი, მაგრამ იმედია გახსოვს ჩვენ შორის რა მოხდა.

- რას გულისხმობ?

- სწორედ ამ ადგილას მოხდა ყველაფერი. ნუთუ დაგავიწყდა?

- გგონია ეგ ჩემი ინიციატივით გახორციელდა?

ილიანი ნელ-ნელა მომიახლოვდა და შეეცადა ჩემი სახიდან ნიღაბი ჩამოეხსნა.

- არც კი გაბედო ხელის შეხება. - მშვილდში ისარი მყარად დავამაგრე და მძიმედ ჩემკენ მოვზიდე. ერთი მოძრაობა და ისარი ილიანის გულმკერდში მოხვდებოდა.

მკაცრი თვალებით ვუყურებდი, მას კი სახეზე ღიმილი დასთამაშებდა. მისკენ დამიზნულ ისარს ხელი ჩასჭიდა, მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა:

- თუ ბედისწერა წინ სისხლიან მდელოს მიმზადებს, მირჩევნია ჩემი სიკვდილის ანგელოზი შენ იყო, ნაიარა.

ტირილს ვეღარ ვიკავებდი. არ შემეძლო ამას შევწინააღმდეგებოდი.

- შენ... შენ! ალისებრთა წევრი ხარ! მათი ლიდერი ხარ! როგორ ბედავ ჩემთან ასეთ საუბარს?! ვინ მიგდიხარ?! რატომ გადამეკიდე?!

ილიანს ძლიერად ვკარი ხელი და ისარი ისევ მისკენ მივმართე.

- ნაიარა, ნება მომეცი ყველაფერი აგიხსნა.

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now