თავი მეოთხე

82 15 13
                                    

როდესაც ორგანიზაციის წევრი ხარ, შენი სიცოცხლე სხვას ეკუთვნის. ამ შემთხვევაში, ჩემი არსებობის მიზანი მშვიდობიანი გარემოს შექმნაა ამ ქვეყნისთვის. ჩვენს ორგანიზაციას „ლოტუსი" ჰქვია. დღემდე ვერ ვხვდები, თუ რატომ დაარქვა ჩვენმა ლიდერმა ასეთ სახიფათო სისტემას „ლოტუსი". ალბათ, ოდესღაც ამის გაგებას შევძლებ. ჩვენი ლიდერი, ალვარო, არის ადამიანი, რომელმაც ჩემი სიცოცხლე იხსნა. ბავშვობაში, როდესაც მშობლები დავკარგე, ცხრა წლის ვიყავი. შავებში ჩაცმული მამაკაცი მომიახლოვდა. მეშინოდა, რადგან ვისაც ჩემი ოჯახი მთელი ცხოვრება ენდობოდა, სწორედ ის აღმოჩნდა მთავარი მოღალატე. ამიტომაც, გადაწყვეტილი მქონდა, რომ არავის ვენდობოდი. როდესაც ალვაროს პირველად შევხვდი, ის თვრამეტი წლის ბიჭი იყო, რომელიც თავისუფლებისთვის იღწვოდა. დამეხმარა, მესწავლა ბრძოლა, მშვილდის გამოყენება. ფაქტობრივად, მან აღმზარდა და მასში როგორც ლიდერს, ასევე მამას, ძმას და საუკეთესო მეგობარს ვხედავ. დღეს კი მისი წყალობით, საუკეთესო მეომრად ჩამოვყალიბდი. ჩემი ტაქტიკაა ვიბრძოლო შორიდან, სწორედ ამიტომ, ქალაქში „იდუმალი ღამის სული" მიწოდეს. წარმოდგენა არ აქვს ხალხს, რომ ეს მეომარი არა მამაკაცი, არამედ ქალია. იდუმალებაც სწორედ ამაში მდგომარეობს.

სახელი ალვარო, ყველას დამცველს ნიშნავს. ვფიქრობ, ის ამართლებს თავის სახელს. კილიანი, მისი საუკეთესო მეგობარია, რომელიც მეომართან ერთად მწერალიცაა. ძირითადად ლექსებს წერს, მაგრამ დღემდე ვთვლი, რომ საინტერესო არაფერი დაუწერია. ამას პირდაპირ ვეუბნები ხოლმე. ზედმეტად პირდაპირი ადამიანი ვარ, მაგრამ ვერ გამირკვევია ეს კარგი თვისებაა, თუ ცუდი. მაინც, ისიც ჩემი ოჯახის წევრია, რომელიც უძლიერესს მეომრად ჩამოყალიბდა. ჩვენს ორგანიზაციას გოგოებიც ჰყავს. ჰებე და სელმა. დები, რომლებიც ოჯახმა მიატოვა, მაგრამ დღეს საამაყო საქმეს აკეთებენ. ჰებე ჩვენს ლიდერზე, ალვაროზეა შეყვარებული. რა თქმა უნდა, უამრავი გოგოს გულს იპყრობს ჩვენი ლიდერი. მაღალი, ყავისფერი თმებით, მწვანე თვალებით, ხელში კალმით და თავისი დღიურით, რომელიც ყველგან დააქვს, რათა აღწეროს ის მდგომარეობა, რაც ქვეყანაში ხდება. ამის შემდეგ კი იწყებს გეგმების გახორციელებას. მართლაც რომ საამაყო ოჯახი მყავს. კილანი არის ერთ-ერთი ბარის მფლობელი, რომელიც ჩვენი ქალაქის ცენტრში დგას. ამ ბარს „კაპერსი" ჰქვია. როგორც თქვა, ის მამამ დაუტოვა და არ აპირებს ამ ადგილის ვინმესთვის დათმობას. უამრავი მამაკაცი, თუ ქალბატონი სტუმრობს ამ ბარს. სელმა კი აქ მღერის. ულამაზესი ხმა აქვს. ერთადერთი გოგონაა, რომელიც ნამდვილად იმსახურებს იცხოვროს ისე, როგორც ნამდვილ ქალს შეშვენის.

ცხოვრება ჩემთვის წარმავალია. ვიცი, რომ ვერასდროს შევძლებ ვიყო ჩვეულებრივი ადამიანი, რომელსაც ექნება მშვიდი, ლაღი ცხოვრება. რომელიც შეძლებს დაინახოს ამ სამყაროს მომნუსხველი ფერები. თითქოს, ჩემი სული ოთხკედლიან კლიტულშია გამოკეტილი, სადაც არ არსებობს მანათობელი ვარსკვლავებით მოჭედილი ცა.

ღამის პირველი საათია და უკვე დროა, რომ ჩემი მისია შევასრულო. თმებს ვიკრავ, ვიმოსები შავ ტანსაცმელში. შავი ნიღაბი და ლაბადა, რომელიც ყველანაირად ფარავს ჩემს ვინაობას. მოვიმარჯვე ჩემი მშვილდი და ახალი ისრები, რომლებიც ბაბუა ბერნარდმა დიდი სიყვარულით დამიმზადა. ჩვენი მტერი მთლიანი ქვეყნის მტერია. დღეს ამ ქვეყანას სათავეში უდგას, რომელიც ტირანიით მართავს თავის ვითომ სახელმწიფოს. ჩემთვის ეს სახელმწიფო არ არის. მოღალატეების ბანდა, რომლებიც ფულის სანაცვლოდ საკუთარ მშობლებსაც კი გაწირავენ. და მაინც, რატომ არის ადამიანი ასეთი გაუმაძღარი არსება. კილანი და ჰებე დათქმულ ადგილზე მოვიდნენ. ამ ღამესაც, ორ სექტემბერს ნადირობას ვიწყებთ ჩვენს მტრებზე, რომლებსაც ჯოჯოხეთში გავამწესებთ ამ რუხისფერი საპყრობილის შექმნისთვის.

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now