თავი მეორე

140 16 6
                                    

ყოველი დღე ჩემთვის განსხვავებულად იწყება. მუდამ სხავდასხა ნიღბის ქვეშ ამოფარებული არსება, რომელიც ოქროსფერი სასწაულის მოლოდინშია.

ღამის პირველი საათიდან ჩემს პირვანდელ სახეს ვუბრუნდები, ხოლო დილის შვიდი საათიდან სახეზე ნიღაბს ვირგებ, ვცდილობ დავმალო ის სამყარო, რომელშიც ყველაზე კომფორტულად ვგრძნობ თავს, სადაც არ მინდა ვინმემ შემაწუხოს. დღისით ყავისფერი კაბით, თეთრი ბაბთით, გაშლილი, გრძელი, ტალღოვანი თმებით... დღემდე ვერ გამირკვევია, თუ რა ფერის თვალები მაქვს. ზოგიერთი ამბობს ნაცრისფერს, ზოგიერთი კი ყავისფერს. თავად მე ვთვლი, რომ შავი თვალები მაქვს. იმდენად ბნელი, თითქოს მათ სინათლე არასდროს უნახავთ. ღამით ჩემი სახე იცვლება, შავ ნიღაბქვეშ ამოფარებული, ბიჭის ტანისამოსში, ხელში მშვილდით, ვცდილობ დავიცვა ქვეყანა, რომელსაც მუდამ თან დასდევს რუხი ელფერი.

სახელგანთქმული მხატვარი დღეს არ გამოჩენილა. თავიდან ვიფიქრე, რომ ჩვენი შეხვედრა ბედისწერა იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ზედმეტად დრამატული ვარ. გრძნობები? სიყვარული? მებრძოლ გოგონას ეს არ შეშვენის.

ყველა სადღაც მიიჩქარის. ზოგიერთი სამუშაოდ მიდის და ფიქრობს, თუ როგორ მიაწოდოს ლუკმა-პური თავის ოჯახს. ზოგიერთი ბარში მიიჩქარის, რათა ცოტახნით მაინც მოშორდეს იმ ტყუილ გარემოს, სადაც თავადვე ჩაიგდო თავი. მე კი მოხუც კაცთან მიდვივარ, რომლისგანაც ახალი ისრების შეძენას ვაპირებ.

ამინდი დღეს ძალიან კარგია. ამ ქვეყანას მხოლოდ მზე ალამაზებს. შემოდგომის ფოთლები, მოყვითალო-მოყავისფრო ფერებში ღებავს გარემოს. ჩურჩულებენ, თითქოს თითოეული ადამიანის ბედნიერებასა და მწუხარებას გიამბობდნენ. შემოდგომა ჩემთვის ყველაზე შესაფერისი სეზონია, სიმშვიდეა, თანაც ხმაური. პერიოდია, რომელშიც უამრავი ფერები იყრის თავს. ჩემს ქვეყანასაც სწორედ ეს სჭირდება, ფერადი გარემო, რომელსაც ადამიანის სულიერებაში სიახლის შეტანა შეეძლება.

ბაზარში ყოველთვის ბევრი ხალხი იყრის თავს. ხშირ შემთხვევაში არისტოკრატი საზოგადოებაა, რომლებიც ოქროსა და ვერცხლის სამკაულებს არჩევენ, ძვირფას და ძვირადღირებულ ნივთებს, ფაიფურის ჭურჭლებს, ფერად ქსოვილებს ახალი ნიღბის შესაკერად. მე კი აქ იარაღის შესაძენად ვიყავი მოსული.

დიდ პატივს ვცემ მოხუც კაცს ბერნარდს, რომელიც იცნობს ჩემი სულის ჭურჭელის ნახევარს. სწორედ ის მიმზადებს მშვილდებს იმისთვის, რომ დავიცვა ეს ქვეყანა. შეიძლება ითქვას, მხოლოდ მე და ჩემს თანამოძმეებს აღელვებს ეს ტერიტორია. სხვებს გამდიდრების სურვილი კლავს, იწამლებიან ამ ტკბილი საწამლავით, საბოლოოდ კი უფსკრულში ამოყოფენ ხოლმე თავს.

მხოლოდ ერთადერთი აბრა ამშვენებს ამ კარებს, რომელსაც ნებისმიერი პიროვნების მიზიდვა შეუძლია. „მინის სამყარო". მართლაც, ეს ისეთი ადგილია, რომელიც ნებისმიერ დროს შეიძლება გაიბზაროს. შევაღე ყავისფერი, იდუმალებით მოცული კარები.

- გამარჯობა, ნაიარა. კეთილი იყოს შენი ფეხი!

და ისიც, ადამიანი, რომელსაც როგორც უკვე ვთქვი, უდიდესს პატივს ვცემ.

- გამარჯობა, ბაბუა ბერნარდ. როგორ ხართ?

- როგორ უნდა ვიყო, როცა ცხენიც კი აღარ ცდილობს თავისუფლებისკენ ლტოლვას. შენ როგორ ხარ?

- დღეს კარგად ვგრძნობ თავს. შემოდგომა სულს სხვანაირ ელფერს სძენს.

და უცებ, ვხედავ სახეს, რომელიც აქამდე უკვე მინახავს. ნუთუ ამ სახისთვის ეს ადგილი შესაფერისია?

ნიღბების სამყაროWhere stories live. Discover now