22.

494 50 24
                                    

y/n სახლში დაბრუნდა და შვებით ამოისუნთქა როდესაც ყველა მისაღებში დახვდა.

- მოვედი! - დაიძახა გოგონამ და ბიჭები წამოცვივდნენ.

- ყველაფერი რიგზეა,არაფერი მომხდარა,მხოლოდ ჯიმინმა გაიღვიძა და ჩუმად წევს მის ოთახში. - აცნობებს იუნგი y/n-ს და ეხუტება.

- კარგად ხარ იუნგი? - ეკითხება დაბნეული y/n და თავადაც ეხუტება.

- გთხოვ,მალე დააბრუნე ჩვენი ჯიმინი. - ჩურჩულებს იუნგი y/n-ს ყურთან და ხელებს უშვებს.

გოგონა თვალებით ანიშნებს აუცილებლადო და შუგასაც თვალები უბრწყინდება.

- ანუ უბრალოდ წევს? - იკითხა y/n-მ როდესაც ფეხსაცმელების გახდას მორჩა.

- კი,მხოლოდ წყალი მოითხოვა.

- დაალევინეთ არა? - აგრძელებს y/n.

- არ უნდა მიგვეცა?მწყურიაო.. - ლუღლუთებს დაბნეული ჯონგქუქი.

- აბა ხომ არ დაახრჩობდით. - იღიმის y/n.უკვე ორი დღეა მის სახეზე ბედნიერი ღიმილი არ გამოჩენილა,არც ეს იყო გამონაკლისი.ეს ღიმილი არ იყო ნამდვილი,მისი სიცილი და ბედნიერება ჯიმინს უკავშირდებოდა.
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდა იუნგი,თუ რაოდენ ძლიერია y/n-ს სიყვარული ჯიმინის მიმართ.

- მირაც კარგადაა,ღვიძავს და ფანჯარას გაჰყურებს. - ამბობს თეჰიონი,რომელიც კიბეებზე ჩამოდის.

- კარგი,ორივე ვნახავ. - ამბობს y/n და მაღლა ადის.პირველად მირას ოთახში შედის და გოგონას მხარზე ხელს ადებს,გვერდით უჯდება და ლოყაზე კოცნის.

- მოხვედი?მომენატრე. - ჩუმად ამბობს მირა და გოგონას იხუტებს.

- მეც მომენატრე. - ასევე ჩუმად პასუხობს y/n-ც და უფრო ძლიერ ეხუტება.

- კარგად ხარ? - მოულოდნელ კითხვას უსვამს მირა მეგობარს და
y/n-ც გულწრფელად პასუხობს.

- კი,უბრალოდ დავიღალე. - ოხრავს
y/n  და უნებურად ცრემლები ჩამოსდის.

ნაძვების ხეივანი/Spruce alleyOù les histoires vivent. Découvrez maintenant