25.

538 56 29
                                    

- იუნგიი რა კარგია,რომ ჩვენთან ჯდები შენი იუმორი ისე მიყვარს!! - აღტაცებით აღნიშნავს y/n,როდესაც სახლიდან გადიან.

- მეც მიხარია,ორ არაჩვეულებრივ გოგონასთან ერთად ვარ მანქანაში. - გაიცინა იუნგიმ.

- იცი რა?შენ თუ გეძინება დაიძინე,
ჩვენ არც მუსიკებს ჩავრთავთ და არც ვიხმაურებთ. - პირდება მირა და ახლად ჩართულ მუსიკებს თიშავს.

- შენ რა მასეთი უჟმური გგონივარ? - სიცილით განაგრძობს იუნგი და როდესაც მირა მორიდებით უქნევს თავს სერიოზულდება - არა,მე სულაც არ ვარ უჟმური,უბრალოდ ხანდახან ვარ...მიხვდი?? - ღიმილით უხსნის იუნგი და წინ იხრება.

გოგონები წინ ზიან,იუნგის კი უკან დაუთმეს ადგილი დასაძინებლად,
თუმცა იუნგის გეგმაში ძილი საერთოდაც არ შედიოდა.

- მოდი ახლა ბოლო ხმაზე ჩავრთოთ რაიმე მუსიკა,რაზეც მაგრად ვიგიჟებთ და თან ვიცეკვოთ. -
შესთავაზა გოგონებს იუნგიმ,
რომელმაც მოიწყინა.

- მართლა? - ეკითხება y/n,რომელსაც ხუმრობა ჰგონია. - თუ ღადაობ?

- ვგავარ ახლა მე მოღადავეს?

- კი. - მირაც და y/n-ც ერთხმად ამბობენ და იუნგის უკმაყოფილო სახეს უყურებენ.

- სანამ გადავიფიქრებ ჩართავთ?სიმღერის ხასიათზე ვარ. - ბუზღუნებს იუნგი,შემდეგ ტელეფონს მანქანაზე აკავშირებს და თავად რთვს სიმღერას რომელზეც მანქანაში მყოფი ყველა მგზავრი ცეკვას იწყებს.

***
- დავიღალე კიდე ბევრი დარჩა? - წუწუნებენ მეორე მანქანაში.

- ჯინ ჯერ ახლა დავძარი მანქანა! - უკმაყოფილოდ პასუხობს ჯიმინი და აგრძელებს. - თუ რომელიმე თქვენგანი წუწუნს გააგრძელებთ,
გეფიცებით მანქანიდან გადაგაგდებთ.

- ჯინ გაჩუმდი,თორემ ეს მართლა გადაგვაგდებს. - იცინის ჯონგქუქი,
რომელიც წინ,ჯიმინის გვერდით ზის და უკან ტრიალდება რათა უკან ჩამწკრივებულ ბიჭებს შეხედოს.

ნაძვების ხეივანი/Spruce alleyWhere stories live. Discover now