36

316 37 10
                                    

- ჯიმინში,შეიძლება დღეს შენს გვერდით დავიძინო? - კითხულობს
y/n,სანამ ჯიმინიც ოთახში შევა.

- კი პატარავ,მაგრამ სად?? - უკვირს ჯიმინს და ოთახებზე ანიშნებს,
რომლებიც უკვე დაკავებულია.

- მირა თანახმაა რომ ბიჭებთან ერთად დაიძინოს... - უხსნის y/n და საყვარლად ეღიმება.

- კარგი,მაშინ მე არანაირი პრობლემა არ მაქვს,შენც იცი ჩემთვის რამდენად სასიამოვნოა შენი ჩემს
გვრდით ყოფნა...

***
ჯიმინს ღამე ეღვიძება,აქეთ-იქით იხედება და როდესაც მის გვერდით მშვიდად მძინარე y/n-ს ხედავს სხეულში სითბო ეღვრება.არა, ნამდვილად სისრულეში უნდა მოიყვანოს ბიჭებთან ნალაპარაკები...

ბიჭი y/n-ს ფრთხილად უახლოვდება,
შუბლზე ნაზად კოცნის,გვერდიდან ეხუტება და მშვიდად განაგრძობს ძილს გოგონას სურნელოვან თმებში ჩაფლული.

..............

დილით y/n-ს ჩახუტებულ ჯიმინთან ერთად ეღვიძება და ცდილობს ისე წამოდგეს რობ ბიჭი არ გააღვიძოს.

- ღმერთო,როგორ მიყვარხარ.. - თავისთვის ჩურჩულებს y/n და დგება,როდესაც ჯიმინი მაჯაში ავლებს ხელს და თავისკენ იზიდავს.

- მეც მიყვარხარ y/n. - ღიმილით პასუხობს ჯიმინი. - და ასევე დილამშვიდობისა.

- დილა..მშვიდობისაა.. - ენის ბორძიკით ამბობს y/n და წამოდგომას სცდილობს,თუმცა ჯიმინი კიდევ უფრო იზიდავს მისკენ,ისე რომ გოგონამ ვერ შეძლოს გათავისუფლება.

- კარგიი გეყოს ახლა. - იბუზღება y/n.

- რა მეყოს?შენი სილამაზით დატკბობა?არასდროს მეყობა და ეს შენც კარგად იცი.. - იღიმის ჯიმინი და გოგონას შუბლზე კოცნის. - მაგრამ ახლა შეგვიძლია ავდგეთ.

- ოჰ ჯიმინიში! - სიცილით დგება y/n და ჩაცმას იწყებს.

- დღეს სახლში ვბრუნდებით,შენ რამდენ ხანს აპირებ მირასთან დარჩენას? - იწყებს ჯიმინი,როდესაც საწოლიდან დგება და აქეთ-იქით თავის მიყრილ ტანსაცნელებს აგროვებს.

ნაძვების ხეივანი/Spruce alleyWhere stories live. Discover now