39

307 38 28
                                    

დიდ ხნიანი გართობის შემდეგ დაღლილები სასტუმროში ჩავიდნენ და კარგად გამოიძინეს,რადგან ხვალ უკან დაბრუნებას აპირებდნენ.

..............................

დილას y/n-ს მზის სხივები ნერვებს უშლიან, ისიც თავისი ბუზღუნით იღვიძებს და ჯიმინიც ახელს თვალებს.

- ჩემო ლამაზო ნუ ბუზღუნებ,ან იბუზღუნე,ეგრეც გიხდება. - იღიმის ჯიმინი და გვერდიდან ეხვევა შეყვარებულს.

- ჯიმინ,როგორი საყვარელი ხარ ახალგაღვიძებულზე. - ათვალიერებს ბიჭის აჩეჩილ თმებს y/n და ეღიმება.

- ახალგაღვიძებულზე შენი დახმარებაც მჭირდება. - იცინის ჯიმინი და მომთხოვნად კოცნის y/n-ს ვარდისფერ,რბილ ტუჩებს.

- ჰეიი!არა. - იცინის y/n და საჩქაროდ შორდება ბიჭს.

- კარგი რაა,ნუ მაწვალებ. - იბუზღება ჯიმინი.

- მაშინ მხოლოდ კოცნა,ისედაც ყველაფერი მტკივა გუშინდელს მერე. - პირობას აყენებს y/n და ჯიმინის ბედნიერი თანხმობის შემდეგ თავად იწყებს ღრმა კოცნას.

- მიყვარხარ..ძალიან მიყვარხარ. - კოცნებს შორის ჩურჩულებს ჯიმინი.

- მეც ძალიან მიყვარხარ ჯიმინ.

................................

დღე სასიამოვონდ იწყება,ბიჭებსაც მალე ეღვიძებათ და ყველანი წასვლას გეგმავენ.

- კარგი,ამჯერად გოგონები,ნამჯუნი და იუნგი ჯდებიან ერთად. - ანაწილებს ჯიმინი.

- კარგი კარგი,მაგას დიდი მნიშვნელობა არ აქვს,მთავარია წავიდეთ. - ამბობს ჩვეულებრივ ჯინი და თან ჩემოდნების ჯიმინის საბარგულში ჩაწყობას იწყებს.

- როგორ არა,მაგასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ჯინ. - იცინის y/n და ჯინის წინადადებას უარყოფს. - აბა მითხარი ისეთი მეგზური მოგეწონება,რომელიც მთელი გზის განმავლონაში წუწუნებს,ბუზღუნებს და არაფრისმთქმელი სახით გიყურებს?

- არა რა თქმა უნდა. - პასუხობს ჯინი და საბარგულს კეტავს.

- მაგრამ მადლობა ღმერთს აქ ასეთი არავინაა. - ამბობს y/n. - ნუ ხანდახან მირას თუ არ ჩავთვლით. - ამატებს გოგონა და თან უკმაყოფილო დაქალისკენ აპარებს თვალს.

ნაძვების ხეივანი/Spruce alleyWhere stories live. Discover now