28.

436 57 47
                                    

დილით y/n-ს ჯიმინზე მიკრობილს ეღვიძება,ფრთხილად იშორებს ბიჭს და საწოლიდან დგება,ტანსაცმელს იცვამს,თმებს ივარცხნის და უკვე ოთახიდან უნდა გავიდეს,როდესაც ჯიმინის ახალგაღვიძებული ხმა ესმის.

- ჩემო პატარა რატომ არ გამაღვიძე? -თითქოს წყრომით კითხულობს ჯიმინი და როდესაც y/n მის გვერდით,საწოლზე უჯდება სახეზე ღიმილი ეფინება.

- რატომ უნდა გამეღვიძებინე?ისე ტკბილად გეძინა..თანაც ჯერ ადრეა,დილის შვიდი საათია. - ეხუტება ბიჭს y/n და ჯიმინისგანაც საპასუხო ჩახუტებას იღებს.

დღე თბილად იწყება,მიუხედავად იმისა,რომ გარეთ ცივა,წვიმს.თუმცა როცა დღეს საყვარელ ადამიანთან ერთად იწყება,ვერაფერი შეძლებს შენი ხასიათის გაფუჭებას....

- ქვემოთ ჩავალ,წვიმს და აკვაპარკში ვერ ჩავალთ,კაფეში ვიქნები და ყველანი ჩამოდით მერე. - y/n ჯიმინს უღიმის და ოთახიდან გადის.

გოგონა კიბეებზე ჩარბის,სასტუმროს კაფეში შედის,ცივა ამიტომ ცხელ ყავას უკვეთავს და იქვე კუთხეში,
ფანჯარასთან ჯდება.

წვიმის წვეთები ნელ-ნელა მოძრაობენ ფანჯარაზე და გოგონაც თვალს ადევნებს თითოეულის მოძრაობას.უცებ მხარზე შეხებას გრძნობს,ცბება და ტრიალდება,მის წინ კი მირა დგას,ყავით ხელში.

- შეიძლება შემოგიერთდე? - ღიმილით კითხულობს მირა.

- იდიოტო,რა კითხვას სვამ?მოდი დაჯექი. - იცინის y/n და სკამისკენ ანიშნებს მირას,რომ დაჯდეს.

- აბა?რას აკეთებ დილის შვიდ საათზე კაფეში? - ინტერესდება მირა და კედლის საათს შეჰყურებს,
რომელიც რვის ათ წუთს აჩვენებს.

- უბრალოდ ადრე გამეღვიძა..თან წვიმს.. - ორთქლიან ფანჯარას შეჰყურებს გოგო,რომელიც სითბოს გამო დაორთქლილა.

- როგორ მიყვარს შენთან ერთად.. - თავისთვის ამბობს მირა და ხელს ეყრდნობა,შემდეგ კი მის მეგობარს უყურებს,რომელიც კვლავ ფანჯრითაა გატაცებული.

ნაძვების ხეივანი/Spruce alleyWhere stories live. Discover now