30.

492 57 36
                                    

- ჯიმინ უკვე გითხარი!გამეორებას აღარ ვაპირებ! - ყვირიან ტელეფონში.

- რაც არ უნდა თქვა,გითხარი რომ,არასდროს დავდებ მაგ კონტრაქტს!მე ვალდებული არ ვარ,ეს მამას საქმეა და მან მიხედოს!მე მშვიდი ცხოვრება მინდა...საკმარისია. - წყნარად პასუხობენ ტელეფონს.

- მაინც არ მესმის,უბრალოდ ხელი მოაწერე ამ წყეულ კონტრაქტს!- არ ნებდებიან ტელეფონის მეორე მხარეს.

- დედა...გთხოვ.... - ტელეფონს თიშავენ.

***

- დილამშვიდობის y/n! - ესალმება ჯიმინი y/n-ს,რომელიც საწოლზე ჯდება და თვალებს ისრესს.

- როგორ ხარ ჯიმინიში! - იღიმის y/n და საწოლიდან დგება.გარდერობთან მიდის და პირველ ნომრალურ ტანსაცმელს იღებს,რომელიც ხელში ხვდება.

- შენ რო დაგინახე კარგად გავხდი პატარავ!შენ როგორ გეძინა? - ფართოდ უღიმის ჯიმინი გოგონას,რომელმაც გამოცვლა დაამთავრა და თმებს ივარცხნის.

- მანამდე ცუდად იყავი? - იბნევა y/n და ჯიმინი გვერდით სავარძელში ჯდება.

- საქმე ისაა..რომ დედაჩემი მაიძულებს კონტრაქტს ხელი მოვაწერო,რომ მამას ნაცვლად გავცე ხოლმე ბრძანებები,ეს არ მინდა..მამაჩემი ჯერ ძალიან ახალგაზრდაა,უყვარს მისი საქმე და არ მინდა მას ეს სიამოვნება წავართვა,დედამ დამირეკა და მითხრა რომ უბრალოდ ხელი მოვაწერო,მე ეს არ მინდა! - სახეს ხელებში რგავს ,შემდეგ კი თმებში იცურებს.

- იცი...ვხვდები დედაშენს რაც უნდა.. - იწყებს ყოყმანით y/n.

- რა? - იბნევა ჯიმინი.

- უნდა რომ თავისუფალი დრო შეგიზღუდოს,შენ თუ მამაშენის საქმეს გააკეთებ სულ კომპანიაში ყოფნა მოგიწევს,შემდეგ კი მისი მემკვიდრე დაუკითხავად გახდები. - უხსნის y/n. - მაგრამ რაში შჭირდებს დედაშენს ეს ყველაფერი..?

- მას არასდროს ვყვარებივარ..
ბავშვობაში სულ მიყვიროდა,როცა მამა სამსახურში იყო..მე კი ისეთი სულელი ბავშვი ვიყავი,რომ მაინც მიყვარდა,რომ მეგონა ამას იმიტომ აკეთებდა,რომ ყველა დედას ასე უნდა ექნა...

ნაძვების ხეივანი/Spruce alleyWhere stories live. Discover now