3

385 22 0
                                    

ოთხაში გამაყრუებელმა სიჩუმემ დაისადგურა, მას შემდეგ, რაც მიშომ ძმებს ყველაფერი უამბო, თითოეული იმაზე ფიქრობდა თუ ვინ ემტერებოდათ მათ ოჯახს.
-ჩემი აზრით, ეს ამბავი მამასაც უნდა ვუამბოთ, იქნებ წარსულში რაიმე ისეთი მოხდა, რაზედაც ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს? - ჯერ კიდევ განრისხებული საუბრობდა ნიკოლა.
-გეთანხმები ძმაო, ეს უკვე სახუმარო თემა არ არის. ბოლოს და ბოლოს ისეთი არაფერი ჩაგვიდენია, რომ ვინმე უსამართლოდ გაგვენაწყენებინა, ესე იგი საქმე ჩვენში კი არა, ჩვენს წარსულშია - თქვა დემეტრემ.
-კარგით, რადგან ყველას ასე გსურთ, მაშინ მამაც საქმის კურსში ჩავაყენოთ, მაგრამ ჯობს დედას და მატილდას ჯერ არ ვუთხრათ, არ მინდა ტყუილად ვანერვიულოთ ორივე - მშვიდი ბარიტონით წარმოთქვა მიშომ და კვლავ ფიქრს მიეცა.
* * *
უკვე საკმაოდ მოსაღამოვებულიყო, თუმცა მარიტა წასვლას ჯერ კიდევ არ ჩქარობდა, იმდნეად ჩაითრია საქმემ რომ არა ტელეფონის ზარი, ალბათ ღამესაც ოფისში გაათევდა. ტელეფონს დახედა და გაეღიმა, როდესაც მისი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარი ურეკავდა.
-გისმენ, თამთა.
-გოგო სად ხარ აქამდე? რამდენი ხანია შენთან დაკავშირებას ვცდილობ და ძლივს დაგიკავშირდი. ნორმალური თუ ხარ საერთოდ? ტელეფონის დანიშნულება არ იცი? როცა ასე გაგვიანდება ხომ უნდა დაგვიკავშირდე რომელიმეს? რა აღარ ვიფიქრე - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა გაცხარებულმა თამთამ.
მატილდა კი მთელი ამ დროის განმავლობაში იღიმოდა. ბედნიერი იყო, რადგან იცოდა, რომ მის გვერდით ასეთი ერთგული მეგობრები ჰყავდა, რომლებსაც ოჯახისგან არაფრით განასხვავებდა. ბაღიდან ერთად მოდიოდნენ ის, თამთა, ჯინა, საბა და გიგი. ოთხივე განუყრელები იყვნენ და კვირა არ გავიდოდა ისე, რომ ერთად არ წასულიყვნენ სადმე. განსაკუთრებით კლუბებში უყვარდათ სიარული და გართობა, თუმცა სახლში დარჩენასა და ერთად ფილმის ყურებაზეც არასდროს ამბობდნენ უარს. განა დასაფასებელი არ იყო ასეთი ოჯახი და მეგობრები, რომელიც ღმერთმა გოგონას არგუნა? რა თქმა უნდა, იყო და ეს მატილდამაც ძალიან კარგად იცოდა. ფიქრებიდან კვლავ თამთას ხმამ გამოაფხიზლა.
-ჯაფარიძე! ხმა ამოიღე თორემ ვერ გადამირჩები, როდესაც გნახავ.
-კარგი დამშვიდდი თამ. ხომ იცი არა რამდენი საქმეა ოფისში, პირველად ხომ არ ვმუშაობ ამ დრომდე არა? - ტკბილი ხმით დაუყვავა მატილდამ, ყოველთვის იცოდა, რომ თამთასთან ასეთი მიდგომა ჭრიდა და ახლაც სრულებით დარწმუნებული იყო ამაში. არც შემცდარა გოგონა მაშინვე მოლბა.
-კარგი მთავარია შენი ხმა გავიგე, ახლა კი გეტყვი რისთვისაც ვრეკავდი ასე გამწარებული, მოკლედ დღეს ჩვენი კურსელის დაბადების დღეა იმედია გახსოვს და კაბაც არჩეული გაქვს რის ჩაცმასაც აპირებ.
-ეგ როგორ დამავიწყდება, დღეს იმდენჯერ გამაფრთხილა ნიამ.
-მოკლედ, მალე მორჩი საქმეებს და მოემზადე, იცოდე ორ საათში გამოგივლი და მზად დამხვდი - გააფრთხილა თამთამ და ყურმილი დაკიდა.
ჯაფარიძის ქალბატონმაც მალევე დაამთავრა თავისი საქმეები და სახლისკაენ გზას გაუყვა, რომელიც არც ისე შორს იყო, ამიტომაც ფეხით წასვლა გადაწყვიტა. რატომღაც მთელი გზა ვიღაცის დაჟინებულ მზერას გრძნობდა, მაგრამ ეს ოდნავადაც არ უფორიაქებდა მის გულს, პირიქით, თავს უფრო დაცულად გრძნობდა. როგორც კი თავი საკუთარ ოთახში დაიგულა ეგრევე სააბანოს მიაშურა. ზუსტად 10 წთ-ში დაბრუნდა და მომზადებას შეუდგა. არ უყვარდა გამომწვევად ჩაცმა თუმცა დღეს რატომღაც მოკლე წითელ კაბაზე შეაჩერა არჩევანი. მაკიაჟს საერთოდ არ ატარებდა მხოლოდ წითელი ტუჩსაცხი გადაისვა და დაბლა ჩავიდა, სადაც უკვე მეგობარი უცდიდა.
თამთამ როგორც კი მატილდა დაინახა ერთი კარგად დაუსტვინა და თავისი თეთრი რაში ადგილს მოწყვიტა. კლუბში როგორც ყოველთვის იგივე სიტუაცია დახვდათ: ხმამაღალი მუსიკა, ერთმანეთში ახლართული სხეულები, ალკოჰოლისა და სიგარეტის სუნი. მართალია, ეს ყველაფერი დიდად მატილდას არ ხიბლავდა, თუმცა მისთვის მთავარი მეგობრებთან ერთად გართობა იყო.
-გამარჯობათ გოგონებო, უკვე იმედიც კი გადაგვეწურა, რომ მოხვიდოდით - თქვა საბამ.
-საბა, ხომ იცი მატილდას ამბავი, სანამ თავის საქმეს არ მორჩება არაფერი ახსოვს.
-კარგი გვეყო ყოველთვის ერთი და იგივე თემაზე საუბარი, აქ გასართობად მოვედით - თქვა ჯინამ.
-მართალია, ყველანი გადღლილები ვართ სამსახურის საქმეებით, გართობისთვის დრო თითქმის აღარ გვრჩება. დღეს ბოლომდე ვსვამთ იცოდეთ, უარი არ მიიღება - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი ყველას გიგიმ.
-კარგით, ამჯერად იყოს ისე, როგორც გინდათ ბოლომდე დავლიოთ და ცოტა ხნით გამოვეთიშოთ ამ სამყაროს - კვერი დაუკრა მატილდამ.
* * *
სანამ მეგობრები ერთმანეთში საუბრობდნენ, მანამდე შორიდან ათვალიერებდათ ორი შავებში ჩაცმული მამაკაცი მათ მაგიდას, თითქოს არ სურდათ რაიმე გამორჩენოდათ.
-თორნიკე, იმედია კარგად დაფიქრდი შენს გეგმაზე, რადგან ეს გოგო მართლაც მეცოდება შენს ხელში. შენც მშვენივრად ხვდები იმას, რომ ის ამ ყველაფერში არაა დამნაშავე.
-ალექს! ერთი და იგივეს თქმით უკვე დავიღალე, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ის დამნაშავე არის თუ არა, მაინც დაისჯება, რადგან მასში იმ ნაბი***რი მამამისის სისხლი ჩქეფს. ასე, რომ ჩემს გეგმას არ შევცვლი. ყველა ისე უნდა დავტანჯო და ვატკინო, როგორც თვითონ მოექცნენ ჩემს ოჯახს.
-მე ამ გოგოს ცოდვაში ფეხის ჩადგმას არ ვაპირებ იცოდე - კიდევ ერთხელ გააფრთხილა ალექსმა.
-ძალიან კარგი, მარტოც მშვენივრად მოვაგვარებ ყველაფერს - კმაყოფილმა ჩატეხა ტუჩის კუთხე და კვლავ გოგონას სხეულს დაუწყო ურცხვად თვალიერება.
-მოკლედ, მე წავედი. საქმეები მაქვს მოსაგვარებელი - თქვა ალექსმა და შენობა მალევე დატოვა. დარჩა მხოლოდ თორნიკე და მისი ფიქრები, რომელიც მხოლოდ მატილდას გარშემო ტრიალებდა. იმდენად ლამაზი იყო გოგონა ნებისმიერ ფორმაში, რომ სურვილს ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა, თუმცა კარგად იცოდა, რომ აჩქარება მის საქმეს წარმატებას არ მოუტანდა.

მატილდაWhere stories live. Discover now