5

342 11 0
                                    

მატილდა მეორე დღეს ჩვეულებრივ სამსახურში გამოცხადდა და თავის საქმეს შეუდგა. ბატონ თეიმურაზს მასში სწორედ მისი ასეთი შრომისუნარიანობა მოსწონდა და ბუნებრივია, არ ეთმობოდა ასეთი კადრი გასაშვებად. თუმცა რა ექნა, საუკეთესო მეგობრის შვილს ამ მცირედ თხოვნას თუ არ შეუსრულებდა. არ ახსოვს თორნიკესგან ამ ხნის განმავლობაში რაიმე მცირედი თხოვნაც კი. ასე, რომ რა თქმა უნდა, დათანხმდა მის მოთხოვნას იმის თაობაზე, რომ ასეთი კარგი კადრი გერლიანების კომპანიაში გადასულიყო, მაგრამ მთავარი მაინც მატილდას აზრი იყო, რადგან მისი თანხმობის გარეშე არ აპირებდა გადაწყვეტილების მიღებას. ასე, რომ როგორც კი გოგონა კომპანიაში დაიგულა მალევე მასთან დაიბარა და საქმის ვითარებაც გააცნო. თავიდან ჯაფარიძე მშვიდად და აუღელვებლად უსმენდა უფროსის წინადადებას თუმცა, როგორც კი სახელი და გვარი გაიგო, აშკარად ვერ დამალა გაოცება, რაც არც თეიმურაზს გამორჩენია თვალთახედვის არიდან.
-არ ვიცი, ბატონო თემურ. ძალიან კარგად ვგრძნობ აქ თავს, ხელფასიც სრულებით მაკმაყოფილებს და რაც მთავარია, თქვენზე კარგ უფროსს, ვერც კი ვინატრებდი. - კვლავ ორჭოფობდა მატილდა.
-ვიცი ჩემო კარგო, რომ რთულია ახალ გარემოსთან შეჩვევა და აქ თავს კარგად გრძნობ, მაგრამ ჯობია კარგად დაფიქრდე და გადაწყვეტილება ისე მიიღო. მშვენივრად იცი, რომ ჩემისთანა პატარა კომპანია წარმატებაში ვერ დაგეხმარება. გერლიანებთან მუშაობა კი ბევრისთვის ოცნებაა. იქ კადრებს დიდი გულმოდგინებით არჩევენ, გასაუბრებას პირადად გენერალურ დირექტორთან გადის თითოეული თანამშრომელი. ასე, რომ გირჩევ კიდევ ერთხელ დაფიქრდე, თან ხელფასიც ბევრად უფრო მაღალი გექნება.
-კარგით ბატონო თემურ, თანახმა ვარ.
-დარწმუნებული ვარ ამ გადაწყვეტილებას არ ინანებ ჩემო ლამაზო. - გახარებული ეუბნებოდა თემური.
-თუ სხვა საქმე არ გაქვთ, მაშინ მე დაგტოვებთ. - თავი ღიმილით დაუკრა და კაბინეტიდან აღელვებული გამოვიდა. ჯერ კიდევ არ იცოდა რატომ გადაწყვიტა თორნიკემ მისი პირად მდივნად აყვანა, ის ხომ სულ რაღაც 2 დღეა, რაც გოგონას იცნობდა. თან ეს ცუდი წინათგრძნობაც თავს არ ანებებდა მატილდას და სულ ცუდის მოლოდინში იყო.
* * *
გერლიანმა, როგორც კი სასურველი პასუხი მოისმინა, განწყობა ეგრევე გამოუკეთდა და ერთი სული ჰქონდა მისი სათამაშო, რაც შეიძლება მალე ჩაეგდო ხელში, რათა მისთვის სიცოცხლე გაემწარებინა. თუმცა, როდესაც ეს გაიფიქრა, განწყობა კვლავ გაუფუჭდა, არადა წესით პირიქით უნდა ყოფილიყო და ეს უკანასკნელი ყველაზე მეტად უნდა გახარებოდა. ფიქრებიდან კარზე კაკუნის ხმამ გამოიყვანა.
-მობრძანდით. - გაისმა, თორნიკეს ბოხი ბარიტონი.
-უკაცრავად, ბატონო თორნიკე. მიხეილ ჯაფარიძეს სურს თქვენთან შეხვედრა და შემოვუშვა თუ არა?
-შემოუშვი ნანო და თან ორი ყავაც გამოიყოლიე.
-კარგით.
-მიბრძანდით, ბატონო მიხეილ. -აღელვებულმა და მიშოთი მოხიბლულმა გასცა პასუხი ნანომ, რაც რა თქმა უნდა, ბიჭს არ გამორჩენია და ტუჩის კუთხე შეუმჩნევლად ჩატეხა. შემდეგ კი თორნიკეს კაბინეტისკენ დაიძრა და დაუკაკუნებლად კაბინეტში შეაჭრა.
-რამ შეაწუხა თვით ბატონი მიშო ჯაფარიძე, რომ გადაწყვიტა გერლიანების კოპანიას სტუმრებოდა. -ცინიზმით იყო თორნიკეს სიტყვები გაჯერებული.
-არ ვიცი, აქ სწორედ მეც იმიტომ ვარ, რომ რაც მაწუხებს იმ კითხვებზე პასუხები მივიღო, რომელიც მოსვენებას არ მაძლევს არც მე და არც ჩემს კომპანიას. -ცინიზმში არ ჩამორჩა მიშოც და ჯიქურ მიაშტერდა მის წინ მჯდომს თვალებში.
-წარმოდგენა არ მაქვს რას გულისხმობ. -აუღელვებლად გასცა პასუხი თორნიკემ.
-აი მე კი ვფიქრობ, რომ მშვენივრად იცი და ეს ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ბოლო პერიოდია ხდება, მასშიც შენ მიგიძღვის ბრალი. - შეტევაზე გადავიდა ჯაფარიძე.
-ჯობს ტონი აკონტროლო მიშო. - ხმას ოდნავ აუწია გერლიანმა ჯერ კიდევ არ იცოდა როგორ იკავებდა თავს, მაგრამ როგორღაც მოახერხა.
-რადგან არაფრის თქმა არ გსურს მაშინ, ყველაფერს ჩემით გავარკვევ და ილოცე, რომ არაფერში იყო გარეული. -გააფრთხილა მიშომ და კაბინეტი ჩქარი ნაბიჯებით დატოვა. გამოსულს არ გამორჩენია თანამშრომლების დაჟინებული მზერა, თუმცა იმ ერთადერთის მზერას ვერსად გადააწყდა, რაც დასანანი იყო თუმცა იმაში ნამდვილად იყო დარწმუნებული, რომ ამ გოგონასთან კიდევ ბევრჯერ მოუწევდა შეხვედრა და თავის ფიქრებზე კვლავ შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
თორნიკე კი მთელი ამ დროის განმავლობაშ უზომოდ კმაყოფილი გასცქეროდა თბილისის ხედს, რადგან ყოველთვის აფასებდა ღირსეულ მოწინააღმდეგეს და მათ რიგებში მიშო ჯაფარიძეც მოხვდა. ალბათ, რომ არა ეს შურისძიება, ისინი ერთმაეთისთვის განუყრელი ძმებივით იქნებოდნენ, რადგან ხასითებით ძალიან ჰგავდნენ ერთმანეთს. ორივე ძალიან ჯიუტი და ამაყი იყო, თუმცა მათი ოჯახისა და ახლობლების გამო ამ სიჯიუტესაც და სიამაყესაც დაივიწყებდნენ. თან კიდევ ერთი ბედნიერების მიზეზიც ჰქონდა, რომელსაც მატილდა ჯაფარიძე წარმოადგენდა, ხვალიდან ხომ ყოველდღე მოუწევდა მისი ამ კომპანიაში ხილვა და წამება. შემდეგ მოზომილი ნაბიჯებით გავიდა კომპანიიდან და მანქანაც ადგილს დიდი სისწრაფით მოწყვიტა.
* * *
მატილდას კი იმ ღამეს მოსვენება დაეკარგა. ვერაფრით შეძლო აღელვებული გულის დამშვიდება, როდესაც მოსალოდნელი შეხვედრა ახსენდებოდა. ეგონა, რომ მის ფიქრებს თორნიკე გადაშლილი წიგნივით კითხულობდა. რა არ სცადა, ხან მუსიკას უსმინა, ხან წიგნის წაკითხვას შეეცადა, თუმცა არაფერმა გაჭრა და მთელი ღამე მთვარეულივით დადიოდა ოთახში, თან ფრთხილობდა, არ უნდოდა ოჯახის წევრების გაღვიძება და ანერვიულება, არც ახალი სამსახურის თაობაზე უსაუბრია მათთან, ის ხომ არასდროს არაფერს უმალავდა, არც მშობლებს და არც ძმებს, ამიტომ ამის გამოც წუხდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ მხოლოდ მას შემდეგ ეტყოდა, რაც თვითონც სრულებით დარწმუნებული იქნებოდა საკუთარ გადაწყვეტილებაში. დილით, როდესაც სარკეში ჩაიხედა და ჩაშავებული თვალის უპეები ნახა არ გაჰკვირვებია, ამიტომ შხაპის მიღების შემდეგ, მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა და შემდეგ ტანსაცმლის კარადასაც მიაკითხა. აქ კი ცოტა შეყოვნდა არ იცოდა რა ჩაეცვა, ბოლოს კი არჩევანი ტყავის კაბასა და თეთრ ტოპზე შეაჩერა, რაც საოცრად უხდებოდა მის გარუჯულ კანს, გარედან თხელი პიჯაკი მოიცვა, ფეხზე შავი მაღლები მოირგო და ზუსტად 10სთ-ზე უკვე გერლიანების კომპანიასთან იდგა.

მატილდაWhere stories live. Discover now