17

321 19 1
                                    

საკმაოდ გვიანი იყო, როდესაც ბინის დალაგება-დასუფთავებას მორჩა. ასეთ დაღლილს კი ძილის გარდა არაფერი არ უნდოდა, ამიტომ წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორ მოახერხებდა კლუბში წასვლასა და გართობას. ბოლოს, როდესაც წასვლამდე 1სთ ჰქონდა დარჩენილი, სასწრაფო წესით მიიღო აბაზანა და შემდეგ მაკიაჟისა და თმის გაკეთებას შეუდგა. როგორც ყოველთვის მსუბუქი მაკიაჟით შემოიფარგლა და მისი საყვარელი წითელი ტუჩსაცხის წასმაც არ დავიწყნია, თმები ლამაზად დაისწორა და უკან ზურგზე გადაიყარა, საწოლზე ლამაზად მიფენილ შავ საკმაოდ სექსუალურ კაბასაც დაავლო ხელი და ტანზე მორგებას შეუდგა. სამზადის როგორც კი მორჩა, საკუთარი ანარეკლი კიდევ ერთხელ შეათვალიერე სარკეში და თორნიკეს რეაქციის წარმოდგენისას ბოროტულად გაეღიმა.
გერლიანი კი მთელი ამ დროის განმავლობაში საჭესთან მჯდომი მშვიდად და აუღელვებლად ეწეოდა სიგარეტს და საყვარელი ქალის გამოჩენას ელოდა. საბოოლოდ, კი როდესაც მოთმინება ამოეწურა და ბინისკენ დააპირა წასვლა, სწორედ ამ დროს გამოჩნდა მისი გულისწორი და სვანის გულმაც თითქოს რამდენიმე დარტყმა გამოტოვა. იმდენად ლამაზი და ამავდროულად, სექსუალური იყო ამ კაბაში, რომ ერთი სული ჰქონდა ზედვე შემოეხია და მის მკლავებში მოექცია. შემდეგ, როგორც იქნა რეალობას დაუბრუნდა და ჩვეული სახის გამომეტყველებაც მიიღო.
-დააგვიანე. - იმის ნაცვლად, რომ კომპლიმენტი ეთქვა გოგონასთვის, პირდაპირ საყვედურზე გადავიდა და მატილდაცამაც აშკარა გულისწყენა ვერ დამალა.
-არაუშავს, როგორმე 2წთ-ს მაპატიებენ, ზოგიერთებისგან განსხვავებით. - წაკბინა ჯაფარიძემ და შენობების თვალიერება დაიწყო. თორნიკეს კი ტუჩის კუთხე ჩაუტყდა გაბუტული გოგონას ნახვაზე და დიდი მოთმინების ფასად დაუჯდა, რომ არ გაღიმებოდა.
-სხვათაშორის შენი დაქალი თამთაც არის დაპატიჟებული.
-ვიცი, ბატონო თორნიკე. - კვლავ არ უყურებდა თვალებში და ფანჯრიდან მონაბერ ჰაერს ისუნთქავდა. ამ წამს ისე უნდოდა საკუთარი მანქანა ჰქონოდა და მისით მისულიყო კლუბში, როგორც არასოდეს, ოღონდ გერლიანთან ასე ახლოს არ აღმოჩენილიყო.
ბოლოს, როგორც იქნა კლუბამდეც მიაღწიეს და ისე, რომ მატილდას უკან არც კი მოუხედავს, მაშინათვე შენობისკენ დაიძრა და მისთვის ნაცნობი სახეების ძებნას შეუდგა. ყველას მიესალმა, ცოტაოდენი ალკოჰოლიც მიიღო და ბოლოს მოცეკვავე ხალხის ბრბოსაც შეუერთდა. მშვიდად აიგნორებდა, მასზე მოშტერებული კაცების ხარბ მზერას და ცდილობდა, რომ არც თორნიკეს მზერას გადაყორდა, რადგან დარწმუნებული იყო, რომ ამდენს ვეღარ გაუძლებდა და ცრემლებად დაიღვრებოდა, ამდენი ადამიანის წინაშე.
გერლიანი კი ამ დროს ძარღვებდაჭიმული იჯდა და ყველა, ვინც მის საკუთრებას ასეთი ხარბი მზერით ათვალიერებდა, უნდოდა შუაზე გაეგლიჯა. ბოლოს თვითონაც ვეღარ გაუძლო და ჯაფარიძისკენ სწრაფი ნაბიჯებით დაიძრა. უპრობლემოდ მოიკიდა გოგონა ზურგზე, მის ყვირილსაც ყურადღება არ მიაქცია და გასასვლელისკენ დაიძრა. მანქანაშიც სულ ძალით ჩასვა და ღვედიც გაუკეთა.
-შენი ხმა არ გავიგო იცოდე, თორემ ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. - დაუღრიალა სვანმა, როდესაც გოგონამ ვერაფრით მოისვენა.
-ვერ გავიგე, რა უფლებით იქცევი ასე? ვინ ჯანდაბა ხარ, რომ ზურგზე ტომარასავით მიკიდებ და ჩემის სურვილის საწინააღმდეგოდ მიგყავარ სადღაც?! - არც მატილდამ დააკლო ყვირილი.
-აქ წესებს მე ვადგენ პატარავ. ასე, რომ უაზრო საუბარს ჯობს შეეშვა და სანამ დანიშნულების ადგილამდე მივალთ დაისვენო.
-იცოდე ამას არ შეგარჩენ! შენზე საჩივარს დავწერ. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია გოგონამ, თორნიკეს კი მის ამ საქციელზე მთელი ხმით გაეცინა. იმდენად უხდებოდა სიცილი, რომ ჯაფარიძეს გონზე მოსვლა გაუჭირდა.
-პატარავ, შენ მაინც თუ გჯერა იმის, რასაც ლაპარაკობ? შენი ლამაზი პირი ასეთი სისულელეების ლაპარაკით ჯობს არ დაღალო. ახლა კი მაცადე მანქანის მშვიდად მართვა. - ისევ მკაცრი სახის გამომეტყველება დაიბრუნდა გერლიანმა და საჭეზე კონცენტრირება მოახდინა.
ღამის 3სთ იყო, როდესაც დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ. მატილდა იმდენად დაღლილი იყო, რომ სულ არ მიუქცევია გარემოსთვის ყურადღება, თან გარეთაც საკმაოდ ბნელოდა, მაგრამ როგორც კი სახლში შეაბიჯეს, საკმაოდ მოხიბლული დარჩა მისი ინტერიერით.
-ვიცი, რომ აქაურობა მოგწონს, მაგრამ ახლა ჯობია შხაპი მიიღო და დაისვენო.
-არ მინდა დასვენება, დალევა მინდა. რაიმე სასმელი არ მოგეპოვება ამ უზარმაზარ სახლში?
-მერე არ მითხრა, რომ არ გამიფრთხილებიხარ. - სასმლების თაროს მიუახლოვდა თორნიკე და იქიდან წითელი ღვინითან და ორი ბოკალით დაბრუნდა. რამდენიმე ჭიქა ღვინომ, იმდენად გაათამამა მატილდა, რომ ფხიზელი თავით საკუთარი მეს ნახვისას, ალბათ ცხოვრებაში ასე არასდროს დათვრებოდა. სრულიად გამოეთიშა სამყაროს, როდესაც თორნიკეს კალთაში მოთავსდა და მის აჩქარებულ გულისცემას დაუგდო ყური.
-პატარავ, ჯობს წახვიდე და დაიძინო, თორემ შენ ვერც კი წარმოიდგენ ახლა როგორ მიჭირს თავის შეკავება. - აღელვება შეჰპაროვდა გერლიანის ხმას და გოგონას ერთი წამითაც კი არ აშორებდა თვალებს.
-საიდან მოიტანე, რომ მინდა თავი შეიკავო? ფიქრობ, რომ ამ ყველაფერს სასმელი მაკეთებინებს? - ცოტაც და ატირდებოდა ჯაფარიძე, რადგან აღარ შეეძლო საყვარელი მამაკაცისგან ასეთი ქცევების ატანა.
-მენდობი? - ისეთი სითბოთი ამოიჩურჩულა გერლიანმა, რომ ჯაფარიძეს სულ გადაავიწყდა მისდამი არსებული წყენა და მოსალოდნელი სიგიჟის გამო გააჟრჟოლა კიდევაც. შემდეგ კი ღიმილით დახარა თვალები და ნება მისცა მისი სხეულის მფლობელი გამხდარიყო. ზედმეტად ფრთხილი იყო იმ ღამით თორნიკე. ისეთი სინაზით ეხებოდა ჯაფარიძის სხეულის თითოეულ მონაკვეთს და ისეთი სიფრთხილით უკოცნიდა გამკვრივებულ მკერდს, რომ სულაც არ ჩქარობდა მისთვის თავს დაეტეხა სიყვარულის შესანიშნავი შერწყმა, თითქოს უცხო ხილის დაგემოვნებას აჩვევდა და ულუფებს ფრთხილად უყოფდა, რათა მასში შიში არ გამოეწვია. მშვენივრად იცოდა, რომ პირველი და ამავდროულად, უკანასკნელიც იქნებოდა, ამიტომ ცდილობდა მისთვის ეს დღე ცხოვრებაში ერთ-ერთ საუკეთესო დღედ დამახსოვრებოდა. გერლიანის სხეულს სრულად მინდობილი ჯაფარიძის სხეული ნელ-ნელა მოდუნდა, აღარც დაძაბულობას გრძნობდა და აღარც შიშს, პირიქით, ცდილობდა საყვარელი მამაკაცის ალერსითა და სითბოთი დამტკბარიყო. სწორედ ამას ელოდა თორნიკე, მისი ასეთი სახის ხილვას, ამ მუხტის ხილვით შეეძლო უფრო მეტი მიეცა საყვარელი ქალისათვის, უფრო მეტად სიღრმისეულად შეესაწავლა მისი სხეულის თითოეული სანტიმეტრი. საცვალი, როგორც კი მოაშორა, გაეღიმა მატილდას აწითლებულ ლოყებზე, თვალებიდან ხელები ფრთხილად მოაშორებინა და სიყვარულით აღსავსე თბილი გიშრებით დაიწყო მისი სხეულის ათვისება.
-მეშინია თორნიკე. - ამოიჩურჩულა მატილდამ, მაგრამ გერლიანმა გოგონას ათრთოლებული ტუჩები კოცნითვე დაადუმა. სიგიჟემდე მოსწონდა მისთვის სიამოვნების მინიჭება და სიყვარულის გაზიარება. შედარებით დამშვიდებულმა ჯაფარიძემ კი ღიმილით შეხედა მამაკაცს და აკოცა.
-მიდი. - ამჯერად უფრო მტკიცე იყო მატილდას ხმა და მამაკაცის ქმედებასაც არ დაუგვიანია. სწორედ ეს იყო ის ღამე, როდესაც ორი ერთმანეთზე სიგიჟემდე შეყვარებული ადამიანის ბედი გადაწყდა, ეს ის ღამე იყო, მათი მომავალი მათგან უკითხავად, რომ გადაწყდა. ეს ის ღამე იყო, რომელიც საუკეთესო მოგონებად დარჩებოდა მათ გონებაში.
დილით დაჟინებულ მზერას გრძნობდა, თუმცა ჯიუტად ცდილობდა მის დაიგნორებას და თავის მომძინარებას განგრძობდა.
-შე პატარა ცუღლუტო, ვიცი, რომ გღვიძავს. - ფრთხილად ამოიჩურჩულა მის ყურებთან და ქალის რეაქციამაც არ დააყოვნა, მაშინათვე თვალები ჭყიტა და საბანი ბოლომდე აიწია, რათა მისი სირცხვილისგან აწითლებული სახე თორნიკეს არ დაენახა, თუმცა მცდელობა როგორც ყოველთვის წყალში ჩაეყარა და მის ზემოდან მოქცეულ მამაკაცს ახედა. იმხელა სითბოსა და სიყვარულს ასხივებდა გერლიანის გიშრები, რომ თავი ვეღარ შეიკავა და საკუთარი ინიციატივით დაეწაფა საყვარელ ბაგეებს და მანამდე არ მოშორებია, სანამ ჟანგბადის უკმარისობამ საგრძნობლად არ შეაწუხა.
-თავს როგორ გრძნობ, რამე ხომ არ გაწუხებს?
-კარგად ვარ და ისე ნუ მექცევი თითქოს ავად ვიყო. - გადაიკისკისა მატილდამ.
-არ მაინტერსებს, დღეს მთელი დღე აქ ვიქნებით და ყველასგან და ყველაფრისგან დავისვენებთ, თუ გინდა შენს მიერ არჩეულ ნებისმიერ ფილმსაც ვუყუროთ. ახლა კი შხაპის მიღების დროა, იმედია უარს არ იტყვი ჩემთან ერთად შხაპის მიღებაზე. - ფრთხილად ააფრიალა საყავრელი სხეული და აბაზანისკენ გაღიმებული დაიძრა.

მატილდაWhere stories live. Discover now