19

327 22 3
                                    

-რა ხდება, ბატონო ალექსანდრე? - აგრძელებდა მეგობრის გამასხარავებას თორნიკე და მისი მდგომარეობით თვითონაც ბედნიერი იყო.
-თამთას სიმართლე უკვე ვუთხარი და დროც მივეცი მოსაფიქრებლად, შენ კი ჯობს საშუელი დააყენო და ცოლობა სთხოვო მაგ გოგოს, ნუთუ ვერ ხედავ როგორ უყვარხარ? შენს იქით ვერავის ამჩნევს, შენ კი როგორ ექცევი.
-ვიცი ალექს, განა ვერ ვხვდები? მეც ძალიან მიყვარს, იმდენად მიყვარს, რომ ზოგჯერ ჩემი თავი მეზიზეღება მისი გულისტკივილის მიზეზი მე რომ ვარ. მაგრამ სანამ სიმართლეს არ ვეტყვი, მანამდე ვერ დავმშვიდდები, შემდეგ თუ კვლავ ჩემთან ერთად ყოფნას მოინდომებს, ხელს ჩავკიდებ და აღარასდროს გავუშვებ.
-დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს გაპატიებს. ასე, რომ რაც მალე ეტყვი სიმართელს მით უკეთესი.
-ხვალ დაბადების დღე აქვს და ამ დღეს ვერ ჩავაშხამებ ძმაო. მინდა, რომ ეს დღე სამუდამოდ დაამახსოვრდეს და არასდროს დაივიწყოს.
-იდეები გაქვს? თუ მოიფიქრე უკვე სად წაიყვან?
-არ ვიცი, ახლა ვერაფერზე ვფიქრობ. სავარაუდოდ, ნენეს ვთხოვ დახმარებას, ის რომ არ მაყვდეს არ ვიცი რა მეშველებოდა. - გაეღიმა გერლიანის პატარა დის გახსენებაზე.
-რაც მთავარია, ის ნაბი***რი ჩვენს ხელშია და სულ მალე ოთხ კედელს შუა ამოლპება იმისათვის, რაც ჩაიდინა.
-ეგ სი*რი დღეს აუცილებლად უნდა ვნახო.
-არ გინდა თორნიკე, ხომ ხედავ მთელი ეს დრო ხმას არ იღებს, აშკარად ეტყობა, რომ თვითონაც ნანობს თავის შეცდომებს, რასაც მამამისზე ვერ ვიტყვით.
-ფეხებზე ეგ რას ნანობს და რას არა, მისი სინანული მართას ოჯახს ვეღარ დაუბრუნებს. - მკაცრად ჩაილაპარაკა სვანმა და შემდეგ სარდაფის კარისკენ დაიძრა. ოთხაში შესულმა კარგად დაინახა კუთხეში მჯდომი დუდა, რომელიც იმდენად საშინლად გამოიყურებოდა, რომ ახლობლებიც კი ძლივს იცნობდნენ. თითქოს ამხელა კაცი ამ რამდენიმე დღეში დაპატარავებულიყო და მის განაჩენს სრუილად მშვიდად ელოდა. თუმცა ეს ყოველივე თორნიკეზე საერთოდ არ მოქმედებდა, გაყინული გამომეტყველებით დაიძრა მისკენ და ძირს გართხმულს წარბშეუხრელად დააჭირა ფეხი ჭრილობაზე.
-შენისთანა ნაბო**ებს თუ იცი როგორ ექცევიან ბატონო დუდა?
-არ ვიცი და არც მაინტერესებს, თუ აქ ჩემს მოსაკლავად მოხვედი ჯობს შენი საქმე შეასრულო. შენც დაისვენებ და მეც.
-ცდები, შენისთანა ნაბი***ების სისხლში ხელს არ გავისვრი. მართას თავს უმადლოდე, რომ აქედან ცოცხალს გიშვებ. თუ კიდევ ერთხელ ჩემი ან ჩემი ოჯახის სიახლოვეს დაგინახავთ შენგელიების რომელიმე წევრს, იცოდე ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ. ახლა კი შეგიძლია აქედან მიბრძანდე.
-ესე იგი ქალბატონ მართას მადლობა უნდა გადავუხადო იმისათვის, რომ სიცოცხლე არ წამართვით არა? - ირონიას უხმო დუდამ და თვალები ამყად გაუსწორა თორნიკეს მზერას.
-მე გაგაფრთხილე, იცოდე მეტად თვალში აღარ გამეჩხიროთ არც ერთი. - ეს თქვა და ადგილი უკან მოუხედავად დატოვა.

მატილდაWhere stories live. Discover now