13

305 19 2
                                    

-ამდენი რამ გადაგხდენია თავს და მე კიდე ვფიქრობდი, რომ ეს შენი სვანი ბოლოს და ბოლოს სიყვარულში გამოგიტყდა. - შოკში მყოფმა თამთამ ერთი ამოსუნთქვით მიაყარა სათქმელი ჯაფარიძეს.
-ვერ ვხვდები საიდან მოგაქვს ის, რომ სიყვარულში უნდა გამომიტყდეს?! არასდროს შემიმჩნევია ჩემდამი მისი სიმპატია. - თვალები აატრიალა მატილდამ.
-თვალები გოგო! სულ თუ ეგრე აკეთებ, არც არავის მოეწონები. შენ ის მითხარი ბინაზე რას შვრები? ადრე ხომ ამბობდი, რომ ცალკე გადასვლა გინდოდა? - ინტერესით მიაჩერდა ჟვანია დაქალს.
-მამაჩემს ჩემს სახელზე ბინა შეუძენია 2 წლის წინ, ახლახანს მითხრა ეს ამბავი. თავიდან ძალიან გავბრაზდი, რომ აზრი არც კი მკითხა და დაუკითხავად მიყიდა. ხომ იცი როგორი დამოკიდებულებაც მაქვს მსაგვსი საკითხების მიმართ. მინდა, რომ ყველაფერს ჩემით მივაღწიო და არა მშობლების ხარჯზე. - ნაღვლიანად ჩაილაპარაკა მატილდამ და ხალხის თვალიერება დაიწყო.
-ეგ კი გასაგებია, მაგრამ რატომ არ გინდა მშობლებსაც გაუგო? იმისთვის შრომობენ და წვალობენ ამდენს, რომ მათი შვილები უზრუნველყოფილი იყვნენ ყველანაირად. შენც მათ ადგილას ასე მოიქცეოდი, ყოველთვის შვილის კეთილდღეობას დააყენებდი მთავარ პრიორიტეტად, ასე არაა?
-არ ვიცი თამთა, მსგავს საკითხზე არასდროს დავფიქრებულვარ. შვილზე საუბარი ჯერ ძალიან ადრე ხომ არ არის? - გაეღიმა ჯაფარიძეს.
-პოტენციური სასიძო თუ მალე საშველს დააყენებს მაშინ ნამდვილად არ არის ადრე. - გადაიკისკისა ჟვანიამ.
-კარგი რაა თამთა, შენსას მაინც არ იშლი რაც არ უნდა გელაპარაკო, არ მინდა მასზე საუბარი.- ისევ დასევდიანდა მატილდა უფროსის გახსენებისას, მაგრამ ცდილობდა გარეგნულად არაფერი დატყობოდა.
-ოქეი, რადგან ასე გსურს მეტად ეს თემა აღარ განვიხილოთ და შენც მაქსიმალურად შორს დაიჭირე მაგ ვაჟბატონისგან თავი გაფრთხილებ. არ მინდა ამ ლამაზ გიშრებში ცრემლები დავინახო. - ჩაეხუტა დაქალს თამთა.
-გპირდები, ასეთი რამ მეტად აღარ განმეორდება. - გაუცინა ჯაფარიძემ და შემდეგ კაფე ორივემ ერთად დატოვა.

მატილდაWhere stories live. Discover now