16

300 17 0
                                    

-შვილო, გავიგე, რომ ცალკე გადადიხარ. ძალიან მეწყინება თუ ჩემს საჩუქარს არ მიიღებ ხომ იცი არა? ამდენს იმისათვის ვშრომობდი, რომ ოჯახი ყველანაირად უზრუნველყოფილი ყოფილიყო, მაგრამ შენ რატომღაც უარს ამბობ ჩემს ყველანაირ საჩუქარზე. -ნაწყენმა ჩაილაპარაკა კოტემ, რის ყურებასაც მატილდამ, რა თქმა უნდა, ვერ გაუძლო, რადგან არავის აპატიებდა მამამისის განაწყენებას, საკუთარ თავსაც კი. ამიტომ მაშინვე მისკენ წავიდა და ძლიერად ჩაეხუტა.
-მამა, შენთვის თუ ეს ასეთი მნიშვნელოვანია, მივიღებ შენს საჩუქარს, მაგრამ დამპირდი, რომ ეს ბოლო იქნება. - გაუღიმა მატილდამ.
-კარგი შვილო, ამჯერად, როგორც შენ გინდა ისე იყოს ყველაფერი. - ბოლოს, მაინც დანებდა ქალიშვილის ნება-სურვილს უფროსი ჯაფარიძე და გაზეთის კითხვა უფრო დამშვიდებულმა გააგრძელა.
მატილდამ, როგორც კი საძინებელს მიაშურა, გადაწყვიტა ჩემოდნები ჩაელაგებინა, რათა რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადასულიყო საკუთარ ბინაში. საკმაო დრო გავიდა, ტანსაცმლებისა და სხვა საჭირო ნივთების ჩალაგებაში, თუმცა ამით საქმის ძირითადი ნაწილი გაკეთებული ჰქონდა, რითაც კმაყოფილი იყო. შემდეგ კი სააბაზანოსკენ დაიძრა და სასწრაფო წესით შხაპი მიიღო, რადგან კარგად ახსოვდა უფროსის გაფრთხილება, რომ ხვალ სამსახურში არ უნდა დაეგვიანა.
დილით, როგორც ყოველთვის მაღვიძარის ხმამ გააღვიძა და უკმაყოფილოებისგან წარბები სასაცილოდ შეჭმუხნა, ბოლოს უფროსის სიტყვებიც ჩაესმა და ფეხზე იმდენად სწრაფად წამოიჭრა, რომ იატაკთან მოუწია ჩახუტება. მალევე მოწესრიგდა, ყავაც დალია და სამსახურისკენ გზას გაუყვა. ადგილზე მისულს კი სანატრელი ხმის გაგონებისას შეაჟრჟოლა და უმალვე მზერა საყვარელ გიშრებს გაუსწორა.
-2წთ დაიგვიანე მატილდა. მემგონი გუშინ კარგად ვერ გაგაფრთხილე დაგვიანებასთან დაკავშირებით. - თორნიკე ნელი ნაბიჯებით დაიძრა გოგონასკენ და იმდენად ახლოს იყო მათი სახეები, რომ თითქმის ტუჩებით ეხებოდნენ ერთმანეთს.
-საცობები იყო, ჩემი ბრალი არ არის. - სარკაზმით ჩაილაპარაკა ჯაფარიძემ და მისი მარწუხებისგან თავი ძლივს დაიხსნა. დააიგნორა მისი ასეთი საქციელი სვანმა და საუბრი მისთვის მნიშვნელოვან თემაზე გადატანა.
-მამაშენს ხომ არ უსაუბრია შენგელიებთან?
-არა და რომც ესაუბრა, თქვენი ჩარევის საჭიროებას ვერ ვხედავ. - თორნიკეს მისი ასეთი უხეშობა უკვე ყელში ამოუვიდა და გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა, თუმცა გეგმის განხორციელება მოულოდნელი სტუმრის შემოჭრამ გადააფიქრებინა.
-შე გორილა, როგორ მომენატრე, რომ იცოდე. - კარების გაღებისთანავე დაიწყო ყვირილი ნენემ და მაშინვე ძმისკენ გაიქცა. დიდიხანს ეხუტებოდა მონატრებულ ძმას და ბოლოს მატილდაც შეამჩნია.
-უი ბოდიში, მეგონა მარტო იყავი. გამარჯობა, მე ნენე გერლიანი ვარ, თორნიკეს და. - გოგონამ თბილად გაუღიმა ჯაფარიძეს.
-სასიამოვნო, მატილდა ჯაფარიძე, ბატონი თორნიკეს პირადი მდივანი. - მატილდამაც ღიმილითვე უპასუხო, არ იცოდა რატომ, მაგრამ საოცრად მოეწონა ეს გოგონა პირველივე შეხვედრისას, თითქოს სადაც კი წავიდოდა, ირგვლივ ყველაფერს აფერადებდა. გარეგნობაც საოცრად შესაშური ჰქონდა. გრძელი შავი ხვეული თმებითა და ასევე შავი თვალებით, რითაც საოცარი მსგავსება იკვეთებოდა და-ძმას შორის. ფაქტობრივად, მოდელის პარამეტრები ჰქონდა და ჯაფარიძემაც დაასკვნა, რომ იგი ალბათ, სამოდელო სფეროში მოღვაწეობდა.
-თოკო, მართაც ჩამოვიდა, მაგრამ ვერ მოახერხა წამოსვლა, ძალიან დაღალა მგზავრობამ, ხომ იცი როგორია.
-ძალიან კარგი, მაშინ საღამოს კლუბში წავიდეთ და თქვენი დაბრუნება ავღნიშნოთ, რას იტყვი?
-აუ კიი წავიდეთ. მაშინ მე ახლა დაგტოვებთ, არ მინდა ჩემს გამო საქმეს მოგაცდინოთ. მაღაზიებშიც გავივლი საღამოსთვის რაიმე კაბას ვნახავ და მატილდა შენც დაპატაიჟებული ხარ. უარი არ მიიღება იცოდე. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია ჯაფარიძეს და შემდეგ კაბინეტიც უკანმოუხედავად დატოვა.
-არ ვიცოდი და თუ გყავდათ. - ცოტა არ იყოს ნაწყენი იყო გოგონა, რაც თორნიკეს თვალთახედვას არ გამოპარვია.
-შენ ჯერ კიდევ ბევრი რამ არ იცი. - ორაზროვნად ჩაილაპარაკა გერლიანმა და საქმეს მიუბრუნდა.
***
-როგორ მოგეწონა სვანეთი? გაგიმართალა იმედები?
-იმედები კიარ გამიმართლა, არამედ გადააჭარბა. - ძალიან ბედნიერი იყო თამთა და ვერ ხვდებოდა ასეთი მამაკაცი რით დაიმსახურა.
-ძალიან მიყვარხარ ალექს, ეს არასდროს დაივიწყო ძალიან გთხოვ. - კიდევ ერთხელ ძლიერად ჩაეხუტა გადრანს და მის მკლავებში გაიტრუნა.
-მეც ძალიან მიყვარხარ პატარავ. ახლა კი წამოდი წავიდეთ, მეშინია არ გამიცივდე. თან რაიმე ერთად მოვამზადოთ და ფილმს ვუყუროთ, რას იტყვი?
-არ მეგონა ასეთი რომანტიკული შეყვარებული თუ მყავდა. - გადაიკისკისა ჟვანიამ.
-რას ვიზამთ, სიყვარული ბრა ყოფილაო, როგორც ჩანს მართალია.
-ნამდვილად. იმდენად ძვირფასი გახდი ჩემთვის ამ მოკლე დროში, რომ შენთვის ყველაფერს გავაკეთებ, არაფერზე დავიხევ უკან, ოღონდ შენ იყო ბედნიერი. - საყვარლად ტიტინებდა თამთა და სვანს ერთი სანტიმეტრითაც კი არ შორდებოდა. ალექსს კი ეგონა, რომ გული გაუსკდებოდა, როდესაც მისი ერთადერთ სიყვარულს ასეთ ბედნიერსა და მხიარულს ხედავდა.
***
-ახალი ამბავი გაიგე შვილო?
-რა ამბავი მამა? რაც საქართველოში დავბრუნდი ყოველდღე რაღაც ახალს ვგებულობ. - მობეზრებულად აატრიალა თვალები მოსალოდნელი საუბრის გამო დუდამ და სავარძელზე კომფორტულად მოთავსდა.
-შვილო, იმიტომ მყავს ინფორმატორები ყველგან, რომ ასი თვალი და ასი ყურია საჭირო, როდესაც გარშემო ამდენი მტერი გვახვევია. შენც კარგად იცი, როგორ ცდილობენ ჩვენს ჩაძირვას, მაგრამ საწადელს ვერავითარ შემთხვევაში, რომ ვერ მიაღწევენ მაგას ვერ ხვდებიან.
-როდესაც ისეთი დიქტატორის ხელშია ყველაფერი, როგორიც თქვენ ბრძანდებით ძვირფასო მამიკო, სხვანაირად არც წარმომიდგენია.
-დუდა! გეყოფა ეს სარკაზმი. რაც დედაშენმა დაგვტოვა, ვეღარ გცნობ. რა უქენი ჩემს შვილს? აშკარად არ მოგიხდა ოჯახისგან შორს ყოფნა. თან დღემდე ვერაფერი გათქმევინე იმ დღეს მომხდარი ამბის შესახებ. გაიძახი, რომ შენ მოკალი ჯაფარიძეების ოჯახი, მაგრამ დარწმუებული ვარ, რომ რაღაცას მიმალავ. ამ ქვეყნიდან ისე არ წავალ, რომ არ გავიგო ზუსტად რა შეგემთხვა იმ დღეს. ეს კარგად დაიმახსოვრე. - განრისხდა უფროსი შენგელია და თავისი კაბინეტისკენ დაიძრა.
-ეჰ მამა, ნეტავ ასეთი მარტივი იყოს. - ნაღვლიანად გასცქეროდა გარემოს დუდა და ვინ იცის თუ გულში რამხელა დარდს იკლავდა. შემდეგ კი ტელეფონი აიღო და ნაცნობ ნომერზე დარეკა.
-რა ახალ ამბავზე საუბრობდა მამაჩემი? ან რატომ ვიგებ ყველაფერს მასზე გვიან, უკვე მერამდენე შემთხვევაა დამიანე?
-ბოდიში, უფროსო. გპირდებით ეს ბოლოა და მეტად აღარ განმეორდება.
-საქმეზე გადადი, უაზრო დაპირებების მოსმენის დრო არ მაქვს.
-მართა და ნენე გერლიანები ჩამოვიდნენ დღეს და ალბათ ამ ამბავს გულისხმობდა, ბატონი რამაზი.
-გასაგებია და კარგად დაიმახსოვრე, მსგავსი შემთხვევა თუ კიდევ ერთხელ განმეორდა, სამსახურიდან მიდიხარ.
-კარგით უფროსო.
***
-ბატონო თორნიკე, შეძლება დღეს ცოტა ადრე გამათავისუფლოთ?
-ჯერ მიზეზი მითხარი და დავფიქრდები. - უტეხად გაუშტერა მზერა მის თვალებს და პასუხს დაელოდა.
-პირადი მიზეზების გამო მინდა გათავისუფლება.
-და რა არის ეს პირადი მიზეზი? - მის წვალებას განაგრძობდა თორნიკე.
-ცალკე გადავდივარ საცხოვრებლად დღესვე და უნდა მოვემზადო.
-რას ნიშნავს ცალკე გადადიხარ საცხოვრებლად? ან მე რატომ ვიგებ ამ ყველაფერს ახლა?- მაშინათვე ფეხზე წამოიჭრა გერლიანი და გოგონას მიუახლოვდა.
-უკაცრავად, მაგრამ ეს უკვე თქვენ აღარ გეხებათ. მათავისუფლებთ თუ არა? - ცდილობდა უფროსისთვის თვალებში არ ჩაეხედა, თორმე დარწმუნებული იყო, რომ მის მზერას ვერ გაუძლებდა და იმ მცირედ გამბედაობასაც დაკარგავდა, რაც გააჩნდა.
-ყველაფერი, რაც შენ გეხება და გიკავშირდება, ის ავტომატურად მეც მეხება. ახლა კი შეგიძლია წახვიდე და არ დაგავიწყდეს, რომ დღეს კლუბში ჩემთან ერთად მოდიხარ. იმედია, ჩემს დას არ აწყენინებ. საღამოს გამოგივლი და მზად დამხვდი, არ მალოდინო.
-კარგით.

მატილდაWhere stories live. Discover now