20

610 23 8
                                    

საავადმყოფოდან გამოსულნი, უხმოდ ჩასხდნენ მანქანაში და სახლში მისვლამდე ერთხელაც არ უცდით დიალოგის წამოწყება, თუმცა ბოლოს მატილდამ მეტი ვეღარ მოითმინა და პირდაპირ შეტევაზე გადავიდა.
-ხომ იცი, რომ შენთან ძალით ვერ გამაჩერებ. აქედან აუცილებლად წავალ!
-ვერსადაც ვერ წახვალ! ხვალ ხელს მოვაწერთ და ოფიციალურად ჩემი ცოლი გახდები! ჩვენი შვილი კი თავის მშობლებთან ერთად გაიზრდება, მშვიდ და ოჯახურ გარემოში. არც კი იფიქრო, რომ მას ჩემგან შორს გაგაზრდევინებ მატილდა, თორემ კაცობას გეფიცები ბავშვს წაგართმევ. - ჭკუიდან გადავიდა გერლიანი, როდესაც წარმოიდგინა, რომ მისი შვილი შეიძლება მისგან შორს გაზრდილიყო.
-შენ, ალბათ სულ გაგიჟდი არა? ჩემს შვილს ვერავინ ვერ წამართმევს და მათ შორის ვერც შენ!
-მეც ეს მინდა ქალბატონო, ჩვენი სიყვარულის ნაყოფს ერთად გავზრდით და შემდეგ მომდევნო ბავშვებზეც ვიფიქრებთ. - წამებში მიუახლოვდა თორნიკე გოგონას და მისი გამაბრუებელი სურნელი მიაფრქვია, რომელზეც მატილდა ჭკუას კარგავდა.
-დისტანცია დაიცავი თუ შეიძლება და ოცნების კოშკებს ნუ აგებ, უკვე გაგაფრთხილე. - ძლივს გადააბა რამდენიმე სიტყვა ჯაფარიძემ და მათ შორის მანძილი მეტად გაზარდა.
-მაგასაც ვნახათ, მაგრამ დარწმუნებული იყავი, რომ ამ სიტყვებს სულ ცოტა ხანში უკან წაიღებ. - კმაყოფილმა ჩალიაპარაკა სვანმა და შემდეგ სამზარეულოს მიაშურა.
-ხო მართლა, სულ დამავიწყდა შენთვის მეთქვა, 2 დღეში ბერლინში მივფრინავ. კომპანიისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრაა, ამიტომ ვერანაირად ვერ გამოვტოვებ და ჩემს ნაცვლად, სხვას ვერ გავუშვებ. შენთან კი ჩემი არ ყოფნის პერიოდში ნენე დარჩება, დარწმუნებული ვარ ერთმანეთს თავს არ შეაწყენთ. - სარკასტულად ჩაილაპარაკა გერლიანმა და ვახშმის მომზადება გააგრძელა.
-ვერ გავიგე, ანუ შენ მიდიხარ და მე აქ მარტო მტოვებ? რომ გავიქცე მერე? - უნებურად ხმამაღლა გააჟღერა თავისი ფიქრები გოგონამ, თუმცა უარყოფა უკვე გვიანი იყო.
-არადა, ვიღაც ამბობდა, რომ ვერ მიტანს და ერთი სული აქვს ჩემგან შორს გაიქცეს.
-ასეცაა, უბრალოდ, რამე რომ მოხდეს არ მინდა ნენეს შეწუხება. - თვითონაც მშვენივრად ხვდებოდა გოგონა, რომ სისულელეებს საუბრობდა, მაგრამ როდესაც თორნიკეს დამატყვევებელ თვალებს აწყდებოდა ნორმალურად აზროვნება შეუძლებელი იყო.
-პატარავ, არ გინდა ეს უკარების როლის თამაში. საკუთარი ხუთი თითივით გიცნობ. მშვენივრად ხვდები, რომ ჩემს გარეშე დიდხანს ვერ გაძლებ და სწორედ ამის გეშინია. ნუ მიმალავ შენს რეალურ ფიქრებსა და განცდებს. მე შენი მტერი არ ვარ მატილდა, არასდროს მითამაშია შენი გრძნობებით, რაც დღემდე ერთად გამოვიარეთ ყველაფერი რეალური იყო, იმედია, მალე მიხვდები იმას თუ როგორ ძლიერად მიყვარხარ. სიტყვებიც კი ვერ აღწერს ჩემს გრძნობას შენდამი. ახლა კი მოდი ვივახშმოთ, დღეს წესიერად არაფერი გიჭამია. არ მინდა ჩვენს გოგონას საფრთხე შეექმნას. - ბოლო სიტყვები გაუაზრებლად ჩაილაპარაკა და მატილდას რეაქციას დააკვირდა.
-შენ რა იცი, რომ გოგო გვეყოლება? იქნებ ბიჭია?
-ვიცი და ახლა ამაზეც არ ვიკამათოთ ძალიან გთხოვ, დღეს ორივესთვის რთული დღე იყო. მშვიდად ვივახშმოთ და დავისვენოთ.
ვახშმობის დასრულებისთანავე თორნიკე კაბინეტში შეიკეტა და იქიდან აგვარდება ქორწილის საქმეებს. მატილდა კი მთელი ამ ხნის მანძილზე მოწყენილობისგან კვდებოდა, ერთი სული ჰქონდა როდის გადააწყდებოდა საყვარელი მამაკაცის მზერას, რომ შემდეგ მშვიდად დაეძინა. უკვე თვითონაც ხვდებოდა, რომ მისდამი ასეთ გულგრილ დამოკიდებულებას დიდხანს ვეღარ შეინარჩუნებდა, რადგან სიგიჟემდე უყვარდა ეს ადამიანი და შესაბამისად, რაც არ უნდა ჩაედინა მისთვის ყველაფრის პატიებას შეძლებდა. ფიქრებიდან, ნაცნობი ნაბიჯების ხმამ გამოაფხიზლა, რომელსაც მალე დაემატა ის სურნელი, რომელსაც ჭკუიდან გადაჰყავდა და სულ ცოტა დააკლდა, რომ არ ჩახუტებოდა. თუმცა ბოლოს თავი ხელში აიყვანა და სტუმრების საძინებლისკენ დაიძრა. ის იყო კარის სახელურს ხელი მოკიდა, მკლავში ძლიერად, რომ ჩააფრინდნენ და მთელი სხეულით ცინიკურად მომღიმარი თორნიკეს ძლიერ სხეულს აეკრო.
-საით გაგიწევია ძვირფასო?
-მშვენივრად ხედავ საითაც, მორჩი ამ თამაშებს და თავი დამანებე, დასვენება მჭირდება, ერთი დღისთვის ზედმეტი სტრესი მაქვს მიღებული, ვიღაცის დამსახურებით. - ირონიაში არ ჩამორჩა მატილდაც და გერლიანისგან წამოსულ სიმხურვალეს დიდი ძალისხმევის შედეგად აიგნორებდა.
-შენ ჩემთან ერთად, ჩვენს საძინებელში დაიძინებ და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება. - მშვიდი ბარიტონით წარმოსთქვა ქალის ბაგეებთან და სულ რომ არ მოელოდა ისე აიტაცა ხელში. ჯაფარიძე გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც ზურგზე რბილი ზედაპირის შეხება იგრძნო. თუმცა შეწინააღმდეგების თავი აღარ ჰქონდა ამიტომ ბალიშს ხელები კარგად მოხვია და სულ მალე მისი მშვიდი სუნთქვის ხმაც გაისმა საძინებელში. თორნიკე კი უყურებდა მის სიახლოვეს მყოფ ნათელ წერტილს და სიტყვებითაც კი ვერ აღწერდა იმას, თუ რას გრძნობდა მისი გული ამ დროს.
***
დილით, როგორც ყოველთვის სანამ მატილდა გაიღვიძებდა, საქმეებზე წავიდა და ყველაფერი მოაგვარა, ჯვრისწერით დაწყებული, რესტორნით დამთავრებული. ბევრი სტუმარი, არც არავინ იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე მათი ძალიან ახლო მეგობარი და ნათესავი. ჯაფარიძესთან გასვლა და მისი მომზადება კი რა თქმა უნდა, თამთას დაევალა და ქალბატონსაც მეტი რა უნდოდა, მაშინათვე მასთან გაჩნდა და მისი მომზადებას თავად შეუდგა.
-მატილდა, იჩქარე სააბაზანოდან გამოსვლა, ჯვრისწერაზე დავაგვიანებთ იცოდე!
-მოვდივარ თამ. მგონი შენ ჩემზე მეტად ღელავ. - გაეღიმა ჯაფარიძეს აჟიტირებული დაქალის ყურებისას.
-რა თქმა უნდა, მეც ვღელავ ჩემს ერთადერთ საუკეთესო დაქალს ვათხოვებ და არ უნდა ვღელავდე? დღეს უნდა ბრწყინავდე ძვირფასო ისე, რომ ბატონი სიძე კარგად მიხვდეს თუ რა გოგოს ვატან. - გადაიკისკისა თამთამ და მაკიაჟის კეთება გააგრძელა. 2სთ-ში ყველაფერს მორჩნენ და როდესაც დაბლა კიბეებზე იწყეს ჩასვლა, მათი მზერებიც ერთმანეთს გადააწყდა და რამდენიმე წამი ერთმანეთს უწყევტად არ აშორებდნენ თვალებს.
-ულამაზესი ხარ მატილდა, იმდენად ლამაზი, რომ ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ ასეთი საოცრება, რომ მალე ჩემი ცოლი გახდება ღვთის წინაშე.
-მადლობა. - მორცხვად ჩაილაპარაკა გოგონამ და აწითლებული ლოყების დასამალად არ იცოდა სად წასულიყო. სვანი კი ამაზე უფრო მეტად ხალისობდა და ერთი სული ჰქონდა მისი სახე მთლიანად დაეკოცნა.
ქორწილმა საკმაოდ მხიარულად და კარგად ჩაიარა. მაგრამ, როდესაც მატილდას ახსენდებოდა, რომ ხვალ გერლიანი ბერლინში მიფრინავდა გაურკევევლი ვადით, ამაზე ლამის გიჟდებოდა და უნდოდა ბოლო ხმაზე ეტირა, თუმცა არაფრის დიდებით დაანახებდა მის გამო დაღვრილ ცრემლებს და ისე მოიქცეოდა, როგორც აქამდე.
-თორნიკე, სახლში წავიდეთ რაა გადავიღალე და დასვენება მინდა.
-კარგი, ძვირფასო ახლავე დავბრუნდები. შენ კი მანამდე მანქანაში დამელოდე. -შუბლზე აკოცა ქალს და გასასვლელისკენ უბიძგა.
ის ის იყო თორნიკეც შენობიდან გამოვიდა და მანქანისკენ მიდიოდა, რომ გამაყრუებელი გასროლის ხმაც გაისმა და გერლიანის ბრგე სხეულიც უსულოდ დაეცა მიწაზე. მატილდას კი ლამის გული გაუსკდა სანამ საყვარელ სხეულამდე სირბილით მიაღწევდა, მთელი ეს დრო დაპროგრამებულივით მოძრაობდა და გონს მხოლოდ მაშინ მოეგო, როდესაც საავადმყოფოში შესვლისას მამაკაცის სხეულს მოაშორეს. თამთა და ალექსი კი ერთი წამითაც არ სცილდებოდნენ გვერდიდან და მის დამშვიდებას ცდილობდნენ.
-არ მჭირდება ეს დამშვიდება. რამე, რომ დაემართოს გეფიცებით თავს არ ვიცოცხლებ! რა აზრი აქვს ჩემს ცხოვრებას მის გარეშე? არანაირი! არ ვაპატიებ თუ გაბედავს და მარტოს დამტოვებს! იქაც მივწვდები და ჩემი ხელებით მივახრჩობ! - ერთიდაიგივეს იმეორებდა და შეშლილივით წინ და უკან დადიოდა.
-მატილდა, სისულელეებს ნუ ლაპარაკობ. რა თქმა უნდა, არ დაგტოვებთ, არც შენ და არც პატარას. ახლა კი დამშვიდდი ძალიან გთხოვ, ბავშვს ვნებს შენი ასეთი ნერვიულობა. ექიმი მალე გამოვა და კარგ ამბავსაც გვეტყვის ჩემო საყვარელო გესმის? - ამშვიდებდა თამთა და გული უკვდებოდა მისი შემხედვარე.
-არ ვნერვიულობ. ვიცი, რომ მარტოობისთვის არ გამიმეტებს. აი ექიმიც მოდის. - მაშინათვე ფეხზე წამოდგა ჯაფარიძე და ექიმს არც კი აცადა საუბრის დაწყება.
-ექიმო, როგორ არის ჩემი ქმარი?
-ქალბატონო, თქვენი მეუღლე ახლა კარგადაა, ძალიან გაგვიმართლა, რადგან ტყვია გულს მილიმეტრებით ასცდა, სულ მალე პალატაშიც გადავიყვანთ და შეძლებთ მის ნახვას, ოღონდ მხოლოდ რამდენიმე წუთით. ახლა კი დაგტოვებთ, ღმერთი თქვენკენ.
-მადლობა, ექიმო. - სიხარულისგან არ იცოდა სად წასულიყო და თამთას და ალექსს ძვლების ატკივებამდე ჩაეხუტა.
-ხომ გეუბნებოდით არა? ვიცოდი, რომ მარტო არ დამტოვებდა. - თან იცინოდა და თან ცრემლები ღაპაღუპით მოსდიოდა, თითქოს ამ ამბის გაგების შემდეგ თავიდან დაიბადა. ახლა დანამდვილებით იცოდა, რომ მისი ცხოვრების აზრს ერთი წუთითაც არ მოშორდებოდა და არ გაუშვებდა. რას არ დათმობდა, რომ ახლავე შესძლებოდა ნახვა და მთელი ღამე მასთან ჩახუტებულს დაძინება.
-მატილდა, ჯობს სახლში წავიდეთ და გამოვიცვალოთ, დღეს ძალიან რთული დღე იყო აქ კი ალექსი დარჩება და მაშინათვე დაგვირეკავს, როგორც კი თორნიკეს პალატაში გადაიყვანენ.
-არა, ჩემს ქმარს მარტო ვერ დავტოვებ. მეც აქ დავრჩები და მის გაღვიძებას დაველოდები. - გაჯიუტდა გერლიანის ქალი.
-რძალო, თამთა მართალია, დღეს ზედმეტად გადაიღალე და ინერვიულე, რაც ბავშვისთვის არ შეიძლება. ცოტა ხნით წადი და დაისვენე. როგორც კი გაიღვიძებს, გპირდები ეგრევე წამოვალ და წამოგიყვან. - მის დარწმუნებას ამჯერად გადრანი შეეცადა და გამოუვიდა კიდეც.
-იცოდე ყოველ საათში დამირეკავ და ამბავს გამაგებინებ. - გააფრთხილა მატილდამ და შემდეგ თამთასთან ერთად გასასვლელისკენ დაიძრა.
მათი წასვლიდან რამდენიმე საათში გერლიანმაც გაიღვიძა და პირველი რა თქმა უნდა, მისი აწ უკვე მეუღლე იკითხა.
-თქვენთვის ზედემეტი საუბარი და გადაღლა ჯერ არ შეიძლება, ბატონო თორნიკე. ექიმი, როგორც კი ნებას დაგვრთავს, ეგრევე პალატაში გადაგიყვანთ და მეუღლის ნახვასაც შეძლებთ, ოღონდ მხოლოდ 5 წთ-ით. - შეეცადა მედდას მშვიდად აეხსნა არსებული სიტუაცია გაჯიუტებული სვანისთვის, თუმცა როდესაც ვერაფერი გააწყო იძულებული გახდა ექიმისთვის დაეძახა. გერლიანი კი რისი გერლიანი იყო, რომ თავისი არ გაეტანა? სულ მალე პალატაშიც გადაიყვანეს და სულმოუთქმელად ელოდა იმ ერთადერთის შემოსვლას, ვის გამოც შეძლო და სიკვდილს არ დანებდა. ფიქრებმა ისე წაიღო, ვერც კი მიხვდა, როდის შეუძვრა ნაცნობი არომატი და როგორც კი თვალები გაახილა, საყვარელ წყლიან გიშრებსაც გადააწყდა.
-არ იტირო ძვირფასო, ხომ იცი შენს ცრემელებს ვერ ვიტან, მით უმეტეს კი მაშინ, როდესაც მისი მიზეზი მე ვარ. - ხელი ფრთხილად წაიღო ქალის სახისკენ და ნაზად მიეფერა. ჯაფარიძემ კი ამდენს ვეღარ გაუძლო და თორნიკეს ბაგეებს სუნთქვის შეკვრამდე დააკვდა.
-იცოდე არასდროს გაპატიებ ჩემს მარტო დატოვებას! აზრადაც კი არ გაივლო მსგავსი რამ! უშენოდ არაფერს არ აქვს აზრი.
-ვინც მესროლა, მას პირადად უნდა გადავუხადო მადლობა, რადგან ალბათ ამ აღიარებას დიდხანს კიდევ ვერ მოვისმენდი. - გაეღიმა გერლიანს ქალის აღიარების მოსმენისას.
-ეგ მეორედ აღარ გაიმეორო! - თვალები დაუბრიალა ჯაფარიძემ.
- კარგი, ჩუმად ვარ.
7 თვის შემდეგ
-მატილდა ცოტა სწრაფად ვაგვიანებთ.
-თორნიკე, ვცდილობ ვიჩქარო, მაგრამ მგონი, არ მერგება ეს ფეხსაცმელი. - ტირილის ნოტები შეერია ხმაში ქალს.
-ჩემო ძვირფასო, მოდი ჩემთან მოგორდი და მე თვითონ ჩაგაცმევ. - ღიმილს ვერ იკავებდა მისი შემყურე გერლიანი და უნდოდა ყოველ წამს კოცნით დაეხრჩო მისი საყვარელი ქალი.
-რას ქვია მოვგორდე, ანუ მსუქანი ვარ? ამის თქმას ცდილობ? ჯობს პირდაპირ მითხრა, რომ ასეთი ფორმებით აღარ მოგწონვარ. - და გაბუტული დაიძრა ქმრისკენ.
-გეხვეწები საიდან იგონებ ასეთ სისულელეებს? ახლა ხარ ყველაზე ლამაზი და უფრო მეტად ვგიჟდები შენზე.
-ნუ მატყუებ.
-არ გატყუებ გერლიანის ქალო. - და ძლივს ამოაცვა ფეხსაცმელი, რომელიც ქალბატონმა დაიჟინა.
-ნუ მაშტერებ თორნიკე და მომეხმარე ახლა, რომ ავდგე. მერე დედაჩვენებს (:d) უნდა დავურეკო და ვკითხო თვითონაც ამდენს ჭამდნენ თუ არა ფეხმძიმობისას.
-კარგი, ჰკითხე ეს თუ ასე დაგამშვიდებს.
-ვიცი, რომ ისევ დამცინი, მაგრამ ახლა ისე გვშია, გაბრაზების დრო არ გვაქვს მე და ჩემს შვილს.
-მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ თ! ეს არასდროს დაგავიწყდეს. - და კიდევ ერთხელ გაეღიმა მის შემხედვარე თორნიკეს.

დასასრული

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Apr 08, 2023 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

მატილდაWhere stories live. Discover now