18

331 16 0
                                    

-მატილდა, მინდა, რომ ჩემთან გადმოხვიდე საცხოვრებლად. - მოულოდნელად წარმოთქვა გერლიანმა და საყვარელი ქალის რეაქციას დააკვირდა. ჯაფარიძეს კი ლამის ჩაი გადასცდა და მოსმენილს ჯერ კიდევ ვერ იჯერებდა.
-არ ფიქრობ, რომ ჯობს ცოტა ხანს მოვიცადოთ? ხომ ხვდები ანუ ჯერ ახლა დავიწყეთ ურთიერთობა. - დაბნეულობამ თავისი ქნა და აღარ იცოდა სათქმელისთვის თავი როგორ მოება.
-მე არაფერს გაძალებ პატარავ, როდესაც საკუთარ თავში სრულებით დარწმუნებული იქნები, შეგიძლია მაშინ გადმოხვიდე. - აღელვებული გოგონა ძლიერად ჩაიკრა გულში და ღრმად შეისუნთქა მისი თმების სურნელი.
-თორნიკე, ხშირად ვეკითხები უფალს თუ რით დავიმსახურე შენი თავი ჩემს გვერდით. იმდენად მიყვარხარ, რომ ზოგჯერ მგონია გული შენდამი ამდენ სიყვარულს ვეღარ დაიტევს და გასკდება. - საყვარლად ტიტინს არ წყვეტდა მატილდა და წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ჭკუიდან გადაყავდა მისი ასეთი საუბრის მანერითა და ქცევებით სვანი.
-მეც ძალიან მიყვარხარ პატარვ. შენს გარდა, ვერც ვერავის ვამჩნევ, ყველგან შენს ულამაზეს თვალებს ვხედავ და გავგიჟდები ერთ დღესაც, რომ ვერ შევძლო ამ გიშრებში ჩახედვა და ჩემი სიყვარულის არდანახვა.
-ხომ იცი, რომ ეგ შეუძლებელია. შენ სამუდამოდ ჩემი ხარ, ისევე როგორც მე შენი. - გაუღიმა მატილდამ და მოულოდნელად დაეწაფა საყვარელი მამაკაცის ბაგეებს.

***
ჟვანიების ასული მთელი დღე სამზარეულოში ტრიალებდა და ცდილობდა საყვარელი მამაკაცისათვის გემრიელი საჭმლები დაეხვედრებინა. იმდენად იყო აზარტში შესული, რომ სულ ვერ გაიგო კარებზე ზარის ხმა და ვერც გადრანის შემოსვლა, სანამ ბიჭი უკნიდან არ მიეხუტა და ცხვირი მის ყელს არ გაუხახუნა.
-ძალიან მაბრაზებ თამთა, როდესაც ასე უყურადღებოდ იქცევი და კარებს ღიას ტოვებ. - თბილი ხმით ამოიჩურჩულა ალექსმა და საყავრელი ქალის ბაგეებს ველურივით დაეწაფა.
-მეც ძალიან მაბრაზებ ძვირფასო, როდესაც ვიცი, რომ კომპანიაში ასე ზესექსუალური დადიხარ და ყველა თანამშრომელი შენს ნახვაზე სველდება. - უთხრა ნაზი ხმით. სვანს კი მის ნათქვამზე ხმით გაეცინა და მთელი სხეულით. ეშმაკური ხერხებით შეუცურა ენა და ისედაც გონებაგაფანტული გოგონა უფრო მეტად დააბნია. ბარძაყებს ჩააფრიდნა დიდი ტორებით და მწარედ მოუჭირა. ბოლოს ტუჩებს არ დასჯერდა და თამთას სათუთ ყელზე გადავიდა. ჯერ ნაზად დაიწყო მისი ალერსი და შემდეგ კი კბილები მწარედ ჩაასო.
-ალექს. - დაიჩურჩულა თამთამ. მამაკაცი ოდნავ მოშორდა და დაჟინებით დაუწყო ყურება საყვარელი ქალის წყლიან თვალებს, ჟვანიამ კი ამდენს ვეღარ გაუძლო და ამჟამად, თვითონ მისწვდა სვანის ბაგეებს.
-თამთა, მე... - დაიწყო.
-ჯობს დაუჩქარო, თორემ ჩემი ცვალებადი ხასიათის ამბავი კარგად მოგეხსენება. - ეშმაკურად ჩაიცინა თამთამ. გადრანს ამაზე გაეღიმა, ხელები ზევით ააცურა და ტუჩებით ყელს ჩაუყვა, თან ღილების გახსნაც დაიწყო.
-შენ ვერც კი წარმოიდგენ, რამდენ ხანს ველოდი ამ მომენტს. - ჩაილაპარაკა ალექსმა და ღილების გახსნაც დაამთავრა. ხელებით მხრებს აუყვა და კაბა ერთი ხელის მოსმისთ დაეშვა იატაკზე. ახლა მხოლოდ საცვლების ამარა იდგა ჟვანია მის წინაშე და ლოყები ოდნავ შეფაკვლოდა, თუმცა ბოლოს სიმორცხვე ჯანდაბაში მოისროლა და ჰალსტუხი ძლიერად მოქაჩა. ალექსი კი მისი სხეულის ფერებას არ წყვეტდა. თვითონაც გათავისუფლდა ზედმეტი მატერიისგან და ხელები ზურგისკენ ააცურა, ლიფი მარტივი მოძრაობით გაუხსნა და გოგონას სიმორცხვემაც უფრო მაღლა აიწია.
-არ ვიცი აქამდე თავის მოთოკვა როგორ შევძელი. - ქალი საწოლზე დაანარცხა და კარგად შეათვალიერა. - ჩემს გარყვნილ გონებაში იმდენჯერ წარმოგიდგინე... - თვალს არც ერთი წამით არ აშორებდა თამთას და მისი სიტყვებით კიდევ უფრო მეტად აღაგზნებდა. მზრუნველი თვალებით უმზერდნენ ერთმანეთის ნაკვთებს. ჟვანიამ, როგორც კი იგრძნო მისი შეხება დაიძაბა.
-ალექს... -ამოიჩურჩულა მან და თავი საყვარელი მამაკაცის თმაში ჩარგო.
-ჩშშ...პატარავ, უბრალოდ მომენდე, მაგრამ თუ საკუთარ თავში ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, მითხარი და გავჩერდები. - თამთას მის ასეთ მზრუნველობაზე ტირილი მოუნდა, თუმცა ბოლოს შიშის დაძლევა მოახერხა და ტუჩებზე დააკვდა.
რამდენიმე წამში ტკივილი იგრძნო და ტუჩზე მწარედ იკბინა. თვალები მაგრად დააჭირა ერთმანეთს და გადრანის მხრებს ჩაეჭიდა. სვანი ეფერებოდა და ცრემლიან თვალებს უკოცნიდა, თან ტკბილ სიტყვებს ეჩურჩულებოდა, რითაც გოგონა უფრო მეტად მოდუნდა და მის მკლავებში გაინაბა. ტკივილის გაქრობისთანავე თვითონაც გათამამდა და მის თეძოებს ფეხები შემოხვია. ალექსს კი მის ასეთ საქციელზე გაეღიმა და თამამად დაიწყო გოგონას მკერდით ტკბობა. მკერდი და ყელი სულ დაუკბინა, რითაც თამთა მიხვდა, რომ მამაკაცს კბენა ძალიან უყვარდა. თუმცა მიუხედავად ამისა, ჟვანიას ცხოვრებაში ასეთი სასიამოვნო არაფერი განეცადა, მის ოფლით დაცვარულ შუბლს მოეფერა და აკოცა.
-პატარავ, შენ ისეთი...ისეთი კარგი ხარ, რომ ვერც კი წარმოგიდგენია. - მის ხმაზე ლამის დაიღვინთა თამთა, იმდენად ხრიწიანი ჰქონდა. ღრმად შევიდა მასში და გოგონაც ტკიპასავით მიეკრო. ფრჩხილები მტკივნეულად ჩაასო კანში და ხმამაღლა დაიკვნესა, სხეულის თითოეული ნაწილი დუღდა. ბოლოს სვანი მის სხეულს ნელ-ნელა მოშორდა და შუბლით შუბლზე მიეყრდნო. მალე კი ორივე მორფეოსის სამყაროში გადაეშვა.
***
დილით სანამ თამთა ბოლომდე გამოფხიზლდებოდა დიდხანს გრძნობდა სხეულზე შეხებას, ხან ტუჩებით, ხან თითებით, მაგრამ გაღვიძება არ უნდოდა, რადგან საშინლად ეძინობდა, ამიტომ ყველანაირად ცდილობდა მის დაიგნორებას. რამდენიმე წამს სიჩუმე ჩამოვარდა, როდესაც ჟვანიამ არაფრით გამოიღვიძა, გადრანი კიდევ უფრო ახლოს მიიწია.
-დილამშვიდობისა ჩემო პატარავ - სახეზე თითებით მიეფერა გოგონას. ჟვანისაც სხვა გზა არ დარჩენოდა და თვალები ნელ-ნელა გაახილა.
-რატომ გამაღვიძე ალექსს. - დაიწუწუნა თამთამ და მის მკერდზე თავი კომფორტულად დადო.
-იმიტომ, რომ უკვე საღამოს 5სთ-ია ძვირფასო.
-ცოტახანი კიდევ ვიყოთ ასე რააა. - კნუტის თვალებით ახედა გოგონამ.
-კარგი ვიყოთ, მაგრამ მომწყინდა მარტოს.
-მაშინ თუ კეთილს ინებებ და ხელებს გამიშვებ, ავდგები.
-და სად გინდა, რომ გაგიშვა?
-აბაზანაში ალექს!
-არა, არ გაგიშვებ. -ხელები უფრო მეტად მოხვია ქალს და გატოკების საშუალებაც კი არ მისცა.
-ალექს! ჯობს არ გამაბრაზო, თორემ აქვე დაგალურჯებ. - ეშმაკურად ჩაიცინა ჟვანიამ, გადრანმა კი ერთი ამოიოხრა და ბოლოს ხელებიც შეუშვა.
-სხვათაშორის გუშინ შენთვის ვახშამი მოვამზადე, რომელისთვისაც პირი არ დაგიკარებია და დღეს ჯობია სხვაგან ვივახშმოთ.
-სხვაგან ვახშმობას ჯობია, მთელი დღე სახლში გავატაროთ და უფრო უკეთესი რამით დავკავდეთ.
-შე გარყვნილო და დაუკმაყოფილებელო, ფეხზე ძლივს ვდგავარ თუ ხედავ, მაგრამ თუ ასე გეზარება, მაშინ დავრჩეთ და ფილმებს ვუყუროთ.
-კარგი ვუყუროთ, მაგრამ არანაირი დრამები. - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია და თვითონაც სააბაზანოს მიაშურა.

მატილდაWhere stories live. Discover now