I

2.7K 107 11
                                    


ჩემთვის რუტინული სრულიად ჩვეულებრივი და მშვენიერი დღეა, უნივერსიტეტის გზას მივუყვები და ცფიქრობ, ჯერ არ მისულს როდის დამიმთავრდება ლექციები. ვერასდროს ვიტანდი სწავლას თუმცა მიყვარდა წიგნების კითხვა, და ისტორიული ამბების მოსმენა, მათემატიკა, ხატვა, და ცეკვა.

ამის მიუხედავად მაინც კარგად ვსწავლობ რადგან ძალიან პასუხისმგებლიანი, ზრდილობიანი და ღირსეული ადამიანი ვარ  შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ თავს ვიქებ მაგრამ რაც მართალია მართალია.

უნივერსიტეტთან ახლოს საცხობია, ჩემთვის და ლიზასთვის თბილი ახლადგამომცხვარი ფუნთუშები ვიყიდე და უნივერსიტეტში შევედი. მართალია უნივერსიტეტშიც გვქონდა კაფეტერია მაგრამ ეს ფუნთუშები სულ სხვა იყო.

ლექცია 5 წუთში იწყებოდა.

- ლიზ მოვედი, ნახე რა მოვიტანე?!
ვუთხარი ლიზას და გვერძე მივუჯექი
- მია როგორ მიყვარხარ
- ვიცი 😁

ორივემ გავიცინეთ და ფუნთუშებს გულიანად შევექეცით.
ლექტორი დარბაზში შემოვიდა და ლექციაც დაიწყო.
მთელი ეს დრო მე და ლიზას რვეულებიდან თავი არ ამოგვიყვია ვიწერდით, ვინიშნავდით, როგორც ხდება ხოლმე.

როცა ლექცია დამთავრდა კაფეტერიაში გავედით სადაც თორნიკე ჩემი შეყვარებული მეგულებოდა.
ახლოსნმდგომ მაგიდასთან ჩამოვჯექით თორნიკეც მოგვიახლოვდა და გადამეხვია.

- ჩემი ლამაზი გოგოც აქ არის, აბა როგორ ხართ?
- კარგად თორნიკე შენ?
უპასუხა ლიზამ
- როცა მია დავინახე უკეთესად გავხდი.
- ხო გეტყობა

ლიზა დიდად ვერ იტანდა თორნიკეს რადგან თვლიდა რომ აფერისტი, დაუფიქრებელი და ზედმეტად ,,ქრინჯი,, ადამიანი იყო.

დღეს სულ 4 ლექცია მქონდა ეს დრო ძალიან მალე გავიდა.
ცხოვრება წამია ამიტომ მიყევით მის ტემბრს, ეს დაიმახსოვრეთ.

უნივერსიტეტის შემდეგ მე და ლიზამ მოლში გავიარეთ სლაშები ვიყიდე, ბევრი ვიბოდიალეთ და საღამოს უფროსწორად როცა უკვე კარგად დაღამდა სახლის გზას დავადექით.

მაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე🔥❤🖤🔞Where stories live. Discover now