III

1.7K 87 4
                                    


საშინელი ნესტის სუნი მაღვიძებს, სხეულში ტკივილს ვგრძნობ, თვალებს ნელა ვახელ და აზრზე მოვდივარ.
გამოძრავებას ვცდილობ მაგრამ სკამზე ვარ მიბმული ხელები ისე მაგრად მაქვს გადაბმული ერთმანეთზე მგონი ვენები ამომივარდა, ირგვლივ ვიხედები სიბნელის, სინესტისა და ვირთხების მეტი არაფერია. როდესაც ერთმა საზიზღარმა ვირთხამ ფეხებთან გამირბინა შევეცადე თავი დამეხსნა და  ყვირილი დამეწყო თუმცა პირზე წებოვანი ლენტი მეკრო.
უკვე ვხვდებოდი ვისი ნამოქმედარიც იყო თან მეშინოდა თუმცა მაინც ვეცადე პირის მოძრაობით პირი გამეთავისუფლებინა და გამომივიდა კიდეც. ყვირილი დავიწყე:
- მიშველეთ?! არავინ ხართ?! ნაძირლებო, გამათავისუფლეთ.
ვყვიროდი თუმცა ამაოდ არც ვინმესგან მიმიღია პასუხი და არც ვინმეს მოუქცევია ყურადღება, ახლა უკვე ტირილი დავიწყე არ ვიცოდი, აქედან როგორ გავსულიყავი, თავი როგორ დამეხსნა ან საერთოდ რა დამემართებოდა რა მეშველებოდა თავი ჩავღუნე და ჩუმად ჩემთვის ზლუქუნი დავიწყე.
მოულოდნელად კარი გაიღო და მაღალი შავებში ჩაცმული კაცი შემოვიდა წებოვანი ლენტით ხელში, ნელა მომიახლოვდა   ლენტი თავიდან,  რასაცქვია მოგლიჯა და ისევ პირთან მომიტანა თუმცა კარი კიდევ ერთხელ გაიღო და ამჟამად მაღალი, კარგი აღნაგობის, შავგვრემანი, მწვანეთვალება მამაკაცი შემოვიდა  და კაცს გაღიზიანებული უთხრა:
,, არ გაბედო გაკეთება,,
კაცმაც ყველანაირი მოქმედება შეწყვიტა და დაფეთებული გავიდა.

ის საშიში მაღალი და შავგვრემანი ტიპი კი ნელა მომიახლოვდა და ჩემს წინ დადგა უცებ ხელი ჩემკენ წამოიღო და საჩვენებელი თითით ნიკაპზე შემეხო თავი მაღლა ამაწევინა და აცრემლიანებულ სახეზე დამაკვირდა, მოულოდნელად ჩაეცინა, ამან კი ისე გამაღიზიანა მინდოდა სახეში შემეფურთხებინა.

შემდეგ უკან დაიხია სკამი უკუღმა დადო და ჩემს წინ ჩამოჯდა.
- ესეიგი შენ ხარ პატარა ციყვი.
- წესიერად მელაპარაკე
- * გაიცინა*
- რა გაცინებს?! ფიქრობ რომ ეს სიტუაცია სასაცილოა? ნორმალურია ჩემი აქ გამომწყვდევა?
- საყვარელო ჩემთვის ადამიანის მკვლელობაც ნორმალურია
- ანუ თქვენ ბრძანდებით ყველაფრის თავი
- თავი კი არა ბოსი
- ბოსი? რა?
- ჯერ კიდევ ვერ მიხვდი?! რომ მაფიის კლანჭებში აღმოჩნდი?!
- ვერ ვიჯერებ რომ ამ გიჟის საპყრობილეში ვარ გამოკეტილი. გამიშვი! არაფერს ვიტყვი!
- არაფერს რომ იტყოდე განყოფილებაში მიმავალს არ დაგიჭერდი
- მოიცა შენ რა მითვალთვალებდი?!
- ეს ისეთი სასიამოვნო იყო
- ნამდვილი ფსიქოპატი ხარ
- შენ ჯერ კიდევ არ გინახივარ როგორც ფსიქოპატი
- გამიშვი აქედან გთხოვ
- ცოტა ხნით ჩემთან დარჩები
- არაფერს ვიტყვი გპირდები
- არა და მორჩა
ფეხზე წამოდგა და წასვლისთვის ემზადებოდა.
- მეორედ აღარ გირჩევ ამიტომ კარგად დაიმახსოვრე გირჩევნია მორჩილი იყო თორემ შენთვის ძალიან მტკივნეული იქნება.
- წადი შენიც!    გამიშვი!

მოულოდნელად მომვარდა ხელით ყბა ძლიერად დამიჭირა და სახესთან ძალიან ახლოს მოვიდა ვგრძნობდი მის ცხელ სუნთქვას მისი სხეულიდან გამოსხივებულ ენერგიას და მის სურნელს რომელიც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდებოდა თუმცა ახლა მხოლოდ მეშინოდა.
ჩემთან კიდევ უფრო ახლოს მოიწია თავისი სახე ჩემს მარცხენა მხარეს ლავიწთან მოსწია და ნელა დამყნოსა
შემდეგ კი ცხვირით ლავიწზე შემეხო, ტანში სიმხურვალე ვიგრძენი, შიგნიდან ცეცხლი მომეკიდა და გული ამიჩქარდა
მოულოდნელად გაჩერდა, უკან დაიწია, დამშორდა და გავიდა.
მე კი ცრემლებით სავსე თვალები  სიმწრისგან მაგრად მოვხუჭე ცრემლებმა ჩემს სახეზე იმატა.

სადღაც 10 წუთში ისევ შავებში ჩაცმული ადამიანები შემოცვივდნენ ხელები სწაფად გამიხსნეს და ოთახიდან გამიყვანეს, ვიფიქრე რომ მათავისუფლებდნენ, მანქანაში ჩამსვეს თვითონაც ჩაჯდნენ და დაქოქეს.

მთელი გზა ჩუმად ვიჯექი სახე კი დარწმუნებული ვარ ძალიან დასიებული და ჩაწითლებული მქონდა.  იმედები გამიცრუვდა როდესაც მანქანა დიდი ჭიშკრის კარებთან გაჩერდა სწაფად გადამიყვანეს ჭიშკარი გააღეს და რას ვხედავ 3 სართულიან სახლს რომელიც გარგათ გარემონტებულია თითქოს პარლამენტარი ცხოვრობდეს შიგნითო, ჯერ მეგონა რომ ახალი სახლი მაჩუქეს მერე მეთქი შეეშალათქო მაგრამ როდესაც სახლის კარი გასაღებით გააღეს და შიგნით შემათრიეს მერე კი მეორე სართულზე ერთ-ერთ ოთახში ჩამკეტეს მაშინ გამახსენდა იმ ტიპის სიტყვები
,, ცოტა ხნით ჩემთან დარჩები,,

მაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე🔥❤🖤🔞Where stories live. Discover now