II

1.8K 90 3
                                    

დილით ძლიერმა თავის ტკივილმა და ირმას ყვირილმა გამაღვიძა, ადექი უნივერსიტეტში წადი და თან ამიხსენი რა ჯანდაბას აკეთებდით ღამის 2-მდე გარეთო.
არც ადგომის თავი მქონდა და არც იმის, ამეხსნა ირმასთვის როგორ გავხდი მკვლელობის თვითმხილველი და როგორ დამედევნენ მკვლელები.
ამიტომ რაც პირველი მომივიდა თავში ის მოვიმიზეზე.
- დედა უბრალოდ გავერთეთ და დრო ისე გავიდა ვერც გავიგეთ.
- თორნიკეც თქვენთან ერთად იყო?
რომ არ დავთანხმებულიყავი ახსნა-განმარტება და დარიგებები არ ამცდებოდა ( რატომ  არასდროს ესმით დედებს რომ უკვე დიდები ვართ და როცა მოგვინდება მაშინ დავლევთ ვისთანაც მოგვინდება იმასთან დავრეჩებით და როდემდეც გვინდა იქამდე ვიბოდიალებთ ქუჩაში) ამიტომ მომიწია მომეტყუებინა.
- კი იყო
- კარგი დროზე ადექი ლექციაზე არ დააგვიანო და მისმინე.... ქალაქ გარეთ მივდივარ სამსახურიდან.
- რა?
- ზუსტად არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს მაგრამ ყოველ დღე დაგირეკავ გესმის?
- დედა? ამას ახლა მეუბნები? როდის მიდიხარ?
- დღეს საღამოს
- დეე ბოდიში და მიყვარხარ
- მეც ჩემო გოგო, წავედი და საღამოს გელოდები მალე მოდი ხომ უნდა გამაცილო?!...
- კარგი
მითხრა  შუბლზე მაკოცა და კარი გაიხურა.

ჯანდაბა სულ მარტო დავრჩები, რა ვქნა? მე თვითმხილველმა მარტომ სახლში? რომ მიპოვონ და დამადგნენ? მერე? იქნებ მეც ეგრე გამიხვრიტონ თავი როგორც იმ ბიჭს?!.... მგონი ჯობია პოლიციას შევატყობინო მაგრამ.... ....... ..... მეშინია.
ფიქრებიდან ტელეფონის ზარს გამოვყავარ, ხელისკანკალით ვუპასუხე, ლიზა იყო.
- ალო
- რაშვები?
- ა...არაფერს ახლა გავიღვიძე
- გუშინ კარგად მიხვედი სახლში?
- აა...მმ კი კაცო
ჯერ არ ვაპირებდი თქმას
- კარგი ხომ მოდიხარ?
- კი
- კაი მიდი მეც მალე გამოვალ
- კაი
როგორც კი ყურმილი გავთიშე ნერვიულად წამოვხტი და აქეთ-იქით დავიწყე სიარული
ვერ ვიჯერებდი რომ ეს მართლა მოხდა, გუშინ სულ არ მეტყობოდა რომ რაღაც სერიოზული და საშიში დამემართა მაგრამ ახლა ვაანალიზებ რა შარში ვარ.
თან ვიცმევ, პირს ვიბან, ვემზადები და სახლიდან გავდივარ.

მაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე🔥❤🖤🔞Where stories live. Discover now