V

1.6K 83 6
                                    


სამი დღეა ამ გიჟთანერთად ერთ სახლში ვარ, თუმცა ამ დროის განმავლობაში ოთახიდან არ გავსულვარ.

აქ ვერ დავრჩებოდი გამორიცხულია, როგორ უნდა გამეგრძელებინა ცხოვრება როცა მაფიის ბოსმა გამიტაცა, რომელიც ხალხის მკვლელობით არის გართული და ეს მისთვის თურმე რუტინულია. ოთახში ვყავარ დამწყვდეული, არც საჭმელი, არც ტელეფონი, ელემენტალური ტანისამოსიც არ მაქვს რომ გამოვიცვალო აქედან წავალ, მე მია არ ვიყო თუ ერთ დღეს ამ ჯოჯოხეთიდან არ გავაღწიო დამაცადე ბატონო გაბრიელ განახებ როგორ უნდა ჩემი გამოკეტვა.

ძალიან მომშივდა თან მიზეზი მქონდა რომ ამ მარტოობისგან ამომესუნთქა. ამიტომ ოთახის კარებს ჯაჯგუნი დავუწყე შემდეგ ბრახუნი, მაგრამ ყურადღება რომ არავინ მომაქცია დავიყვირე.
- გაბრიელ!
უცებ კარის ურდული ახმაურდა და კარიც ნელა გაიღო სადაც ბატონი გაბრიელი იდგა, ახლაღა შევამჩნიე მისი კულულა შავი თმა რომელიც იმ მწვანე თვალებზე ისე უხდებოდა... ნერწყვი ძლიერად გადავყლაპე და ქვევიდან ავხედე რადგან ის იმხელა აყლაყუდაა ადამიანს ჩახუტება რომ მოუნდეს სკამი უნდა მიიდგას და ისე გადაეხვიოს... ისეთი დიდი და ძლიერი მკავები, ლამაზი სახის ნაკვთები განიერი მხრები ღმერთო მგონი დაცემული ანგელოზია ეს ბიჭი.

- გისმენ ციყვო ახლა რაღა გინდა?!
- ისე რატომ იქცევი თითქოს შენი მძევალი არ ვიყო?!
- შენ ჩემი მძევალი არ ხარ შენ ჩემი ციყვი ხარ...
- ციყვს ნუ მეძახი
ვუთხარი მობეზრებულად
- რატომ? განა ციყვივით არ შემოიძურწე ჩემს მაფიოზურ საქმეში და შენი საყვარელი ფუმფულა კუდი არ შემოყავი?!
- ეს რამხელა ფანტაზია გქონია მაფიოზს
- * გაიცინა* გისმენ? რა გინდოდა
უცებ შევიცვალე აზრი და აქედან თავის დაღწევის მეთოდი შევიმუშავე.
- სამი დღეა ამ ოთახში ვარ არც ტანსაცმელი, არც საკვები, არც ტელეფონი
- ჰეი ჰეი ტელეფონს ნუ ელოდები, მაგაზე არც იფიქრო
- ერთხელ დავრეკავ. მხოლოდ ერთხელ. ჩემზე არაფერი იციან სამი დღეა არავისთან მილაპარაკია დედაჩემი ინერვიულებს, ჩემი მეგობრებიც, უბრალოდ ვეტყვი რომ კარგად ვარ და ქალაქ გარეთ გავედი გეფიცები არაფერს ვიტყვი.
- არა!
- გაბრიელ?...
ხმა მოვისაწყლე, ტონი შევცვალე, საწყალი თვალებით  ავხედე გაბრიელს.
- გთხოვ
- მიყვარს როცა სახელით მომმართავ
- გაბრიელ!
ახლა უკვე გავუბრაზდი თუმცა საყვარლად და მუშტები თეძოებზე შემოვილაგე.
- კარგი ციყვო წამოდი დაბლა
- მართლა?!
- ხო... ოღონდ ნელა კიდევ რამე არ დაიმართო

მაფიის ბოსი გაბრიელ მახარაძე🔥❤🖤🔞Where stories live. Discover now