1

368 17 3
                                    

ნესტიანი კედლები, სიბნელე, წვიმა ჭექა-ქუხილის თანხლებით და გოგოს განწირული კივილი. ის აშკარად ახალ მოსული პაციენტი იქნებოდა. მე საწოლზე ვიწექი, ჭერს მივშტერებოდი, როცა კარი სანიტრებმა შემოანგრიეს და ვიღაც ქერა თმიანი გოგო შემოაგდეს ოთახში. ეს ნამდვილად ის გოგო იქნებოდა, რომლის ტირილიც მესმოდა. საწოლიდან წამოვდექი, დაბინდული თვალები მოვისრისე და ცივ იატაკზე დაცემული სუსტი სხეული დავინახე, რომელიც ჩუმად ტიროდა. მივუახლოვდი, როცა ჩემი სიახლოვე იგრძნო შეხტა.

- ჰეი! გამარჯობა!- ცხვირწინ ხელები ავუფრიალე და მანაც ამომხედა.- ასე ბღავილის გაგრძელებას თუ აპირებ ნამდვილ ჯოჯოხეთში ამოყობ თავს!- ხმის ტონი გავამკაცრე. შევამჩნიე, რომ შეეშინდა, რაც მომეწონა. უკვე მომწონდა ეს მშიშარა პატარა გოგო, რომლის დამორჩილება არ გამიჭირდებოდა. რამოდენიმე წამში წამოდგა, კუთხეში მდგარ საწოლზე ხმის ამოუღებლად წამოწვა და კედლისკენ შებრუნდა. უკვე გვიანი იყო, ამიტომ მეც ჩავწექი საწოლში, მაგრამ მთელი ღამე ვერ დავიძინე იმაზე ფიქრში, თუ რას გავუკეთებდი ახალ ოთახის მეზობელს.

მეორე დღეც გათენდა. ადრე ავდექი და საჭმელად წავედი. ჩემს მაგიდასთან დავჯექი და იმ საზიზღარი საუზმის მირთმევა დავიწყე, რომელსაც უკვე 2 წელია ვჭამ. მართალია საზიზღრად გამოიყურება, მაგრამ გემო არც ისე გულის ამრევია. უცებ მზის სხივები ვიღაცამ დამიჩრდილა.

- შეიძლება, რომ აქ დავჯდე?- ნაზი, წვრილი ხმით მკითხა ერთმა გოგომ და როცა შევხედე ჩემი ოთახის მეზობელი ვნახე. თანხმობის ნიშნად უსიტყვოდ თავი დავუქნიე და ჭამა განვაგრძე.

- რა გქვია?- უხასიათოდ ვკითხე. ისე, რომ არც შემიხედავს მისთვის.

- მე... მარლენი მქვია.- ისევ ნაზად მითხრა, რაც უკვე მხიბლავდა.

- აქ რატომ მოხვდი... მარლენ?- მისი სახელი გამოთქმით ვთქვი. ვიგრძენი, რომ ჩემს ამ მოქმედებაზე სახეზე ხასიათი ეცვალა.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang