11

105 13 3
                                    

ნიკოლი:

დილით ჩიტების გამაყრუებელი ჭიკჭიკის ხმა მაღვიძებს. ისევ მანქანაში ვარ, უკანა სავარძელზე ვწევარ და თავი დანიელის მუხლებზე მიდევს. შიშველ გულ-მკერდზე მხოლოდ მისი მოსაცმელი მაქვს მოფარებული და ცოტა არ იყოს მცივა.

ნელა წამოვდექი და დანიელის ტელეფონს დავხედე, რათა დრო გამეგო. დილის 7 საათი ყოფილა ჯერ. მაგრამ სახლში მალე უნდა დავბრუნებულიყავი, რადგან მარლენი მარტო მყავდა დატოვებული.

- დანიელ... - ჩუმად დავუძახე და ოდნავ შევანჯღრიე გასაღვიძებლად. არ იღვიძებდა, ღრმა ძილში იყო წასული.
- დან! - ლოყაზე არც თუ ისე ძლიერად წამოვარტყი ხელისგული. მხოლოდ ამის შედეგად მოვახერხე მისი გამოფხიზლება.

- რ..რა... რა დამიძახე? - დაბნეული ხმით მკითხა და თვალები რამოდენიმეჯერ ძლიერად დაახამხამა.

- შენი სახელი, ოღონდ უფრო მოკლედ. - მარტივად ვუპასუხე და ჩემ შავ მაისურს დავავლე ხელი, რომელიც მძღოლის სავარძელზე იყო მიგდებული.

- რომელი საათია? - დამთქნარების თანხლებით მკითხა.

- შვიდს გადაცდა უკვე. სახლში უნდა წავიდე ახლავე. ხომ იცი, მარლენი მარტოა. - მაისური გადმოვაბრუნე, და როცა უნდა ჩამეცვა დანიელმა უეცრად წელზე ხელები ძლიერად შემომხვია, კალთაში ჩამიჯინა და მკერდის დაკოცნა დამიწყო.

- დ..დან! გეყოფა..აჰ...- თმაში ხელი შევუცურე და უკან გაქაჩვით შევძელი მისი შეჩერება.

ისევ დავუბრუნდი სავარძელზე ჩემს ადგილს და მაისურის ჩაცმა განვაგრძე.
გვერდიდან მის უკმაყოფილო მზერას ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიმჩნევდი.

- კარგი... წავიდეთ სახლში.-ღრმა ამოსუთქვით თქვა და მანქანიდან გადავიდა. საჭესთან დაჯდა, თვალები მოისრისა და მანქანა დაქოქა.

*****

სახლში მისვლას დიდი დრო არ დასჭირვებია. დანიელმა კარებთან ჩამომსვა, თვითონ კი მალევე გაეცალა იქაურობას.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang