5

187 12 5
                                    

ერთი საათით ადრე

- დანიელ, მარლენი ამდენ ხანს სად არის? - თავი ასწია ნიკოლიმ ბიჭის მხრებიდან.

- არ ვიცი. მე ვუთხარი, რომ ცოტა ხანს გარეთ გაესეირნა. - უაპუხა ძილმორეულმა დანიელმა და თვალები მოისრისა.

- ესეთ დროს?! გაგიჟდი?! გაბრიელი თუ ნახავს საშინელ დღეში ჩააგდებს! - შეშინებული გოგო საწოლიდან წამოხტა.

- ნიკოლ! გარეთ არ გახვიდე! - მიაძახა აფრიაქებულმა ბიჭმა, მაგრამ ნიკოლი უკვე დერეფანს მიუყვებოდა სირბილით და მას საერთოდ არ უსმენდა.

დანიელი გიჟივით აედევნა უკან გოგოს, რომელიც უკვე მესამე სართულის კიბეზე არბოდა.

- ნიკოლ!!! - დაიღრიალა ბიჭმა და როგორც იქნა კიბეზე დაეწია. მკლავში ხელი დაავლო და თავისკენ მოატრიალა. ნიკოლი უკვე მზად იყო დანიელისთვის რაღაც ეთქვა, რომ ვიღაც გოგოს განწირული კივილის ხმა მოესმათ. ნიკოლი ადგილზე გახევდა და თვალებში ცრემლები სარკესავით გაუკრთა.

- ე..ეს მარლენის ხმა იყო? - ხმა აუკანკალდა გოგოს და გაშტერებულ დანიელს კითხვისნიშნით შეხედა. ბიჭი პირდაპირ მყოფ, გაბრიელის პირად საწამებელ ოთახს უცქერდა დაჟინებით. ნიკოლი აზრზე მოვიდა და პირდაპირ მაგ ოთახისკენ გაექანა გიჟივით, მაგრამ უკვე გონს მოსულმა დანიელმა მკლავში სტაცა ხელი და გააჩერა.

- ნიკოლ! გემუდარები შეჩერდი. მას უკვე ვეღარაფრით უშველი ხომ იცი, არა! - მუდარით შეხედა ბიჭმა და მკლავზე მოქაჩა, რათა იქიდან წაეყვანა.

- არა!! - დაიკივლა ნიკოლიმ და ისევ იმ ოთახის კარისაკენ გაბრუნდა, საიდანაც კვლავ მოისმა გოგოს კივილის ხმა ამჯერად რაღაცის დარტყმის ხმასთან ერთად.

- ქამრით სცემს ეგ არაკაცი! - ისტერიკული ტირილი დაიწყო გოგომ და ბიჭის ხელის მოცილება სცადა.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიWhere stories live. Discover now