10

152 11 2
                                    

- ნ..ნიკოლ... შენ... შენ ის მოკალი...-ხმის კანკალით ამოთქვა მარლენმა და მუხლები მოეკვეთა. იატაკზე დაემხო და კანკალი დაეწყო.
ნიკოლიმ რევოლვერი საწოლზე მიაგდო, რეზინის ხელთათმანები მოიძრო და შარვლის ჯიბეში ჩაიკუჭა. შემდეგ ძირს დამხობილ მარლენთან მივარდა და წამოყენება სცადა.

- მარლენ! მარლენ გამოფხიზლდი!-სახეზე ხელისგულები ფრთხილად შემოარტყა, მერე კი მისი თავი ხელებში მოითავსა.

- შენ... ის მოკალი... - ქვითინებდა ქერა, და შუბლგახვრეტილ გაბრიელს თვალს არ აცილებდა. ნიკოლიმ თავი შეუნჯღრია და აიძულა მხოლოდ მისთვის შემოეხედა.

- მარლენ, ჩქარა ადექი! უნდა წავიდეთ!- ამჯერად ნიკოლიმ შეაყვირა და სახეშიც მაგრად გაარტყა ხელი. მარლენი ტკივილისგან აზრზე მოვიდა და გაჭირვებით წამოდგა.

გოგონებმა სახლი მალე დატოვეს და გარეთ გაჩერებულ მანქანაში, უკანა სავარძელზე დასხდნენ. საჭესთან დათრგუნული მძღოლი იჯდა.

- დანიელ! სასწრაფოდ დაქოქე მანქანა! - უბრძანა ნიკოლიმ მძღოლს . შიშისგან და ნერვიულობისგან აკანკალებული მარლენი გულში ჩაიკრა.

დანიელმა მანქანა გიჟივით გააქროლა და როდესაც უკვე სამანქანო გზაზე გავიდნენ შვებით ამოისუნთქეს.

- მოკალით? - მშვიდად იკითხა დანიელმა.

- კი. - ასევე მშვიდად უპასუხა ნიკოლიმ და მარლენს უფრო ძლიერად მოჰხვია მკლავები.

- სად მივდივართ? - გამწყდარი ხმით ამოილაპარაკა მარლენმა.

- ჩემს მეორე სახლში. იქ უსაფრთხოდ იქნებით. ცოტა გარეგნობას შეიცვლით, მე ახალ საბუთებს გაგიკეთებთ და მერე ბელგიაში გაემგზავრებით. - უპასუხა დანიელმა.

- ბელგიაში? - გაიკვირვა ქერამ და ნიკოლის მკერდიდან თავი ასწია.

- ხო, პატარავ. ბელგიაში გადავალთ და ახალ ცხოვრებას დავიწყებთ. - ღიმილით უთხრა ნიკოლიმ და ქერა თმაზე ხელი გადაუსვა.
- შენ, დანიელ? - ახლა დანიელს მიუბრუნდა.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang