6

178 13 5
                                    

ნიკოლი:

დილით მეღვიძება და ვგრძნობ, რომ საწოლში მარტო ვწევარ. წამოვდექი და ოთახში მიმოვიხედე. დანიელი ოთახში არ იყო. კედლის საათს დავხედე. ცხრას თხუთმეტი წუთი აკლდა. მერე მივხვდი, რომ უკვე დიდი ხნის გასული იქნებოდა, რადგან აქ 7 საათიდან იწყება ბადრაგების სამუშაო. 

საწოლიდან წამოვდექი, აჯეჯილი, ხუჭუჭა თმები მოვიწესრიგე და გარეთ ჩუმად გავედი. მეორე სართულზე ვიყავი, სადაც ბადრაგების და მომსახურე პერსონალის „სამფლობელოა". დერეფანში ბევრი ხალხი არ იყო, ამიტომ ცოტა დავმშვიდდი და კიბისაკენ მიმავალ გზას გვუყევი. პირველ სართულზე რომ ჩავედი ჩემს ოთახამდე სირბილით წავედი და კარი შევგლიჯე. იქ არავინ იყო... გული შემეკუმშა. მარლენის საწოლი ცარიელი იყო. „იქნებ ისევ აწამებს?!"- გავიფიქრე და გარეთ გავვარდი. დანიელი უნდა მეპოვა და მისთვის მეკითხა.

პირველი სართული მოვიარე, სამზარეულოშიც ვეძებე, პაციენტების სააბაზანოშიც კი, მაგრამ არსად იყო. გარეთ გასვლა ჯერ არ შეიძლებოდა, რადგან ეზოში სეირნობა 12 საათის შემდეგ არის ნებადართული.  გარეთ ვერ მოვძებნიდი. ამიტომ მარტო უნდა მემოქმედა...
მეორე სართულზე ავირბინე, და როცა მესამეზე უნდა ავსულიყავი, მაშინ შევეჯახე დანიელს, რომელიც  კიბეებზე ჩამოდიოდა.

- ნიკოლ? ისევ მესამეზე არბოდი?-ხელები გადააჯვარედინა დანიელმა და წინ კლდესავით გადამეღობა.

- მარლენი ნახე? - პირდაპირ საქმეზე გადავედი.

- არა, არ მინახავს.

- აბა მესამე სართულზე რატომ ხარ?

- შეგახსენებ, რომ მე აქ ვმუშაობ.-მტკიცედ მიპასუხა.
- რაღაცაზე ველაპარაკებოდი გაბრიელს. ნუ მკითხავ რაზე. არ შემიძლია თქმა.

- მარლენი სად არის?! - უკვე სიბრაზის კონტროლი დავკარგე. ვუყვირე და საყელოში ვწვდი.

- მე არ მინახავს! გაბრიელს თავის კაბინეტში შევხვდი, ოთახში კი არა.- ჩემი ხელების მოცილება სცადა, მაგრამ არ გამოუვიდა.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიWhere stories live. Discover now