8

143 10 1
                                    

ნიკოლის ისტორია

__________

ნიკოლი:

ოთახში ვიჯექი მოწყენილი და ჩემს ვერცხლის ყელსაბამს ვუყურებდი, როდესაც კარი დანიელმა შემოაღო ღიმილით. გამიკვირდა, ასე რამ გააღიმა-მეთქი.

- ნიკოლ, შეიძლება შემოვიდეთ?- ჩურჩულით მკითხა.

- შემოხვიდეთ?- დავიბენი მის კითხვაზე.- შენს გარდა ვინმე არის კიდე?- საწოლიდან წამოვდექი. ამ მომენტში ოთახში მარლენი შემოვიდა გახარებული და გიჟივით ჩამეხუტა. მოულოდნელობისგან თვალები დავჭყიტე, მაგრამ ეს გაოცება მუცელში პეპლების ფრთხიალის შეგრძნებამ ჩაანაცვლა. მაგრად ჩავეხუტე მარლენს და კისერში ძლიერად ვაკოცე. დახურულ კარზე დანიელი იყო აყუდებული და გვიღიმოდა. 

- მომენატრე.- ნამტირალევი ხმით ამოილაპარაკა ქერამ და თვალებში მომაშტერდა.

- მეც, თან ძალიან.- გავუღიმე და ლოყებზე ხელისგულები დავადე.- დანიელ, როგორ გამოიყვანე მაქედან?- დანიელს შევხედე.

- გაბრიელი ცოტა ხნით წავიდა და დრო ვიხელთე.- ამაყად მიპასუხა და ჩემს საწოლზე ჩამოჯდა. 

მე და მარლენი მის გვერდით ჩამოვჯექით. მათ შუაში ვიჯექი. მარლენს ჩემს მხარზე ედო თავი, დანიელი კი მოშორებით იჯდა. 

- დანიელმა გეგმაზე უკეთ მიამბო.- წამოიწყო მარლენმა.- ესეიგი ხვალ უნდა გავიქცეთ? 

- ხო. ხვალ არის ნიკოლის დაბადების დღე.- გამოეხმაურა დანიელი, მე კი ჩუმად ვიყავი და სიტყვა „დაბადების დღე"-ზე მეფიქრებოდა. 

- ნიკოლ, რა გჭირს?- შეშინებული ხმით მკითხა მარლენმა და ჩემი მხარიდან თავი ასწია.

- ერთი მხრივ მიყვარს, და მეორე მხრივ მეზიზრება ჩემი დაბადების დღე. დედაჩემი, კამილა ჩემს მშობიარობას გადაჰყვა, ობლად დავრჩი და ბავშვთა სახლში აღმოვჩნდი. ჩემთვის დაბადების დღე არავის არასდროს გადაუხდია. მეგობრები არ მყავდა. წარმოიდგინე, ისეთ ადგილას სადაც უამრავი ბავშვია, მეგობარი არ მყავდა. იმიტომ, რომ ფსიქიატრიულში დავიბადე და დედაჩემი გიჟი იყო. არც არავინ მიშვილა, რადგან სუსტი და „უდღეური" ვიყავი. მხოლოდ ის დაბადების დღე მახსენდება კარგად, როდესაც 15 წლის გავხდი. მაგ დღეს ახალი გოგო მოიყვანეს პანსიონატში. ისიც ჩემსავით 15 წლის იყო. მილა ერქვა. მხოლოდ მან მომილოცა დაბადების დღე და ეს ვერცხლის ყელსაბამი მაჩუქა... მითხრა - „დიდი არაფერია, მაგრამ გულით გჩუქნი." გული გამითბა და რა თქმა უნდა გამოვართვი. იმ დღის შემდეგ საუკეთესო მეგობრები გავხდით. მალე კი ერთმანეთის მიმართ უკვე სხვანაირი გრძნობები გაგვიჩნდა. ერთმანეთს სიყვარული პანსიონატის ერთ ძველ ოთახში ავუხსენით და იქ ვაკოცე პირველად. ის იყო ჩემი პირველი სიყვარული... ყოველ დილით, მზის პირველი სხივის დანახვისას ერთმანეთს ვკოცნიდით. ტრადიციასავით გვქონდა. რამოდენიმე თვეში სხვა ბავშვებმაც გაიგეს, რასაც შემდეგ საშინელებები მოჰყვა. დამცინავად გვიყურებდნენ, გვამცირებდნენ, ჭორაობდნენ ჩვენზე... მე ფეხებზე მეკიდა, მაგრამ მილას გული ტკიოდა. 30 მაისს, ჩვენი პირველად შეხვედრის ერთი წლის თავზე, პანსიონატის ყველაზე უფროსმა ბინადარმა 4 ბიჭმა მილა დაიჭირა და სხვენზე აიყვანა. ოთხივემ სათითაოდ გააუპატიურა. ვითომ „ჭკუის სასწავლებლად." იმ დღეს მის ძებნაში მთელი პანსიონატი გადავატრიალე. მე სულელმა ვერაფრით ვერ მოვტვინე სხვენზე ასვლა და გარეთ დავუწყე ძებნა. მთელი ეზო მოვიარე და ბოლოს, როცა დავიღალე და ისევ შიგნით დავაპირე მოსაძებნად შესვლა ბეტონის კიბეებზე ასვლისას ზემოდან ვიღაც ჩამოვარდა და ჩემს წინ დაეცა. შიშისგან დავიკივლე და სახეზე ხელები ავიფარე. როცა გამბედაობა მოვიკრიბე და სახიდან ხელები მოვიშორე... 

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიOù les histoires vivent. Découvrez maintenant