2

245 15 4
                                    

ნიკოლი:

ისევ დანიელის საწოლში ვაგდივარ მის გვერდით. ძალა იმდენად გამოცლილი მაქვს, რომ თვალების დახამხამებაც მიჭირს. ტანის გამოძრავებისაც მეშინია, რადგან ვიცი, რომ საშინელ ტკივილს ვიგრძნობ. ძლივს ამოვბრუნდი გულაღმა და პირდაპირ კედლის საათს შევხედე, რომლის წიკწიკი ნერვებს მიშლიდა ამ სიმშვიდეში. დილის 7 საათი იყო. დანიელმაც გაიღვიძა.

- უკვე გღვიძავს?- ბოხი ხმით მკითხა და ტუჩებში ფრთხილად მაკოცა. მე გაშეშებული ვეგდე. ჭერს ვაშტერდებოდი. ტუჩები ჩემს ლავიწებზე გადაიტანა.- რა ცივი ხარ პატარავ...- გაფითრებული სახით შემომხედა. უცებ კარები მიშელმა შემოგლიჯა.

- დანიელ! გართობაში საქმე სულ გადაგავიწყდა?!- დამცინავად ჰკითხა დანიელს. უცებ მომშორდა.

- ჩავიცმევ და მოვალ.- უკმაყოფილოდ გადაატრიალა თვალები.

- იჩქარე! დღეს ძველი სეიფები უნდა გაჩხრიკო და საბუთები დაახარისხო.

- რა?! ეგ ჩემს მოვალეობებში თუ შედიოდა არ ვიცოდი.- გაიკვირმა დანიელმა. მიშელმა ოთახი დატოვა.

AUTHOR:

დანიელი მოწესრიგდა და მაშინვე გავიდა ოთახიდან, რათა დავალება შეესრულებინა. ნიკოლი გაჭირვებით წამოდგა და ტანზე თეთრი, თხელი საწოლის გადასაფარებელი მოიხვია. ასე გავიდა ოთახიდან და თავის ოთახამდე წავიდა ნელ-ნელა.

მარლენი საწოლზე იჯდა და ტიროდა, კანკალებდა. აშკარად ეტყობოდა, რომ რაღაცაზე ნერვიულობდა. ნიკოლი ოთახში შევიდა. მარლენმა როგორც კი დაინახა მასთან მივარდა ატირებული და მოეხვია.

- ნიკოლ! კარგად ხარ?- ანერვიულებული ხმა ჰქონდა მარლენს.- ვიცი რასაც გრძნობ.- ტირილს უმატა და უფრო მაგრად მოეხვია გაშეშებულ გოგოს.

- მცივა...- ჩუმად ამოილაპარაკა ნიკოლიმ და მასაც ცრემლები წამოუვიდა.

- მომყევი გაბანავებ და გათბები.- ხელისგულები ლოყებზე დაადო მარლენმა. ნიკოლი წამოაყენა და ორივე სააბაზანოსკენ წავიდნენ. სააბაზანო ერთი უზარმაზარი ოთახი იყო, სადაც დაახლოებით 20 კაბინა იდგა. ასეთი სააბაზანო მხოლოდ 4 ჰქონდათ და რიგში დგომა ხშირად უწევდათ პაციენტებს. ამ ჯერზე იქაურობა ცარიელი იყო, რადგან ყველანი სასაუზმოდ იყვნენ გასულები. გოგონები ერთ-ერთ კაბინაში შევიდნენ. მარლენმა თბილი წყალი მოუშვა, ნიკოლის თეთრი ნაჭერი მოაშორა და წყლის ქვეშ დააყენა.

არასრულწლოვან გოგონათა ფსიქიატრიულიWo Geschichten leben. Entdecke jetzt