1🤍

337 17 1
                                    

Felix pov:

დილით ადრე ვიღვიძებ.
რადგან მამაჩემის ყვირილი არ მესმის ესეიგი სახლში არც მოსულა ღამე და ისევე კლუბში აგდია. ვდგები და საპირფარეშოში შევდივარ ვწესრიგდები და ჩალურჯებებს ვიფარავ რომელიც მამაჩემმა დამიტოვა გუშინ. დიახ, მამაჩემი ჩემზე ძალადობს, რადგან როდესაც ხუთი წლის ვიყავი დედა გარდამეცვალა ავტოკატასტროფაში როდესაც მაღალი სიცხე მქონდა და საავადმყოფოში მივყავდი, ხუთი წლიდან ის ჩემზე ძალადობს და დედას სიკვდილში მადანაშაულებს,  ვეთანხმები მამაჩემს იმდღეს თბილად რომ ჩამეცვა და არ გავციებულიყავი ალბათ დედა არც მოკვდებოდა. მოკლედ გაგეცნობით, ჩემი ოჯახზე უკვე გაიგეთ მე ფილიქსი მქვია ლი ფილიქსი, 17 წლის და ჯერაც არ მიპოვია ჩემი მეწყვილე რადგან მას როდესაც თვრამეტის გავხდები მაშინ ვიპოვი, მე ომეგა ვარ დიახ ის იშვიათი ჯიში ბიჭი ომეგები იშვიათია. ამის გამო სკოლაში მამცირებენ მაგრამ მიჩვეულივარ და დიდად აღარ მაინტერესებს, ნუ მხოლოდ მაგის გამო არა ორიენტაციის ანუ გეივარ რა ხოდა ასევე, გარეგნობის გამოც ჭორფლები რომელიც სახეს მიმახინჯებენ. მე მყავს მეგობარი ჰან ისიც ომეგაა და ისიც 17 წლისაა თუმცა ერთ თვეში 18ის გახდება მე კი წინ ხუთი თვე მაქ. ის ჩემზე გაბედულია, თავს არავის აჩაგვრინებს. კარგი მოკლედ ეს იყო. ვსაუზმობ და სკოლაში მივდივარ, სკოლაში მისვლისას გარეთ ჰანი მხვდება ერთმანეთ ვეხუტებით და სკოლაში შევდივართ. მესმის წამოძახილები როგორებიცაა "შეხედეთ ლუზერი", "ჭორფლებიანი მახინჯი", "სუსტი ომეგა" და ასე შემდეგ, მაგრამ ყველაფერს ვაიგნორებ და კლასში შევდივარ.

-ფილიქს კარგია ყურადღებას რო არ აქცევ მაგრამ უნდა შეეწინააღმდეგო ასე ვერ იქნები-მეუბნება ჰანი თან ხელს მისმევს ზურგზე

-ვიცი ჰან მაგრამ არ შემიძლია სუსტი ვარ-ცრემლები მაწვება მაგრამ თავს არ ვაძლევ რომ რომელიმე მაინც გადმომცვივდეს.

სუსტივარ დიახ ყველაფერზე ადვილად მეტირება მტკივა, მეშინია სიბნელი, ჭექაქუხილის დ არც ყველაზე მთავარია ყვირილის. სიბნელის და ყვირილის ფობია მამაჩემის გამომაქ, ჭექაქუხილის კი იმის მერე მეშინია რაც დედა ავტოკატასტროფაში დაიღუპა რადგან იმ ღამესაც ძალიან იყო ჭექაქუხილი, მაგრამ მიყვარს თავსხმა წვიმები შემიძლია მთელი დღეც კი ვიარო წვიმაში. ყველა გაკვეთილმა უაზროდ ჩაიარა, რატომღაც დღეს თორე სხვა დღეებში მშვენივრად ვარ თანაც კარგად ვუსმენ გაკვეთილებსაც, წარჩინებულივარ სკოლაში. სკოლიდან გამოვედით მე და ჰანი.

ნაყიდი სიყვარული Onde histórias criam vida. Descubra agora