14🤍

177 14 3
                                    

1 კვირის შემდეგ:

ჰიონჯინი გუშინ საღამოდან მოყოლებული კაბინეტში ზის და რაღაც საქმეებს აგვარებს. ფილიქსმა იცოდა რომ ჰიონჯინი ასე იჯდა მთელი ღამე, მართალია არ უნდოდა მასთან სითბო გამოეჩინა მაგრამ ყველა ნორმალურ ადამიანს გაუჩნდებოდა სურვილი რამით დახმარებიდა მას. ფილიქსმა მას საუზმე მოუმზადა და კაბინეტში ატანა გადაწყვიტა. კარებთან გაჩერდა და დააკაკუნა. როდესაც ჰიონჯინის ხმა გაიგო კარები შეაღო.

-ჰ...ჰიონჯინ მე საუზმე მოგიტანე მთელი ღამე ასე იჯექი ვიფიქრე მოგშივდებოსა-დაბალი ხმით თქვა ბიჭმა

-ფილიქს მადლობა და კიდევ ხო ხვალ იტალიაში მივფრინავთ იცოდე და მოემზადე

-რატომ

-მაფიოზების შეკრებაა

-მერე მე რატომ უნდა წამოვიდე, მაფიოზების შეკრებაზე, შენხარ მაფიოზი და არა მე

-პატარავ მომისმინე უდიდეს მაფიის ბოსზე ყველამ იცის რომ დაქორწინდა და ამიტომ ყველამ უნდა გაგიცნოს

-ხო მაგრამ იმ დღესაც ხომ მაფიოზები იყვნენ პირველად რომ გამოაცხადე ჩვენი ერთად ყოფნის შესახებ

-კი მაგრამ ეხლა მთელი სამყაროს მაფიოზები იქნებიან, მაშინ კი მარტო კერეა იაპონია, ბევრს ნუ მალაპარაკებ და გაემზადე

-კარგი-ფილიქსმა თქვა და გასვლას აპირებდა როდესაც ჰიონჯინმა შეაჩერა

-და ხო კიდევ შეგიძლია ჰანიც წამოიყვანო, იქ სახლში ხშირად ვერ ვიქნები პრობლემებია ამიტომ რომ არ მოიწყინო-ეს თქვა თუარა ფილიქსის გაღიმება ერთი იყო, ჰიონჯინს ფილიქსის დანახვაზე გაეღიმა. ფილიქსმა უხმოდ დატოვა ოთახი და მის საძინებელში შევიდა. ჰიონჯინიც წამოდგა, კაბინეტიდან გავიდა და ისიც საძინებელში წავიდა. ორივენი მალევე ტკბილ ძილს მიეცნენ.

დილით ფილიქსი ადრე იღვიძებს. ახსენდება რომ დღეს იტალიაში მიდიან, ამიტომ ტანსაცმელს და პირსახოცს ხელში იღებს და აბაზანაში შედის. ფილიქსი ტანზე წყალს ივლებს, შემდეგ ცოტა წესრიგდება კბილებს იხეხავს და ტანსაცმელსაც იცმევს. ფილიქსი ოდნავ თვალის ჩრდილს და მარწყვის ტუჩსაცხს ისმევს. აბაზანიდან გამოდის და ამჯერად ნივთების ჩალაგებას იწყებს. როდესაც ამთავრებს, ოთახიდან გადის და დაბლა ჩადის, სადაც ჰიონჯინი მდივანზე დამჯდარი ხვდება.

ნაყიდი სიყვარული Where stories live. Discover now