11🤍

186 16 4
                                    

დილით ჰანი პირველი იღვიძებს და ვიღაცის მჭიდრო ხელებს გრძნობს გარშემო, მისკენ ფრთხილად ტრიალდება და როდესაც ლინოს ხედავს თვალები უფართოვდება, თუმცა ახსენდება რომ გუშინ თვითონვე სთხოვა ეს. ბიჭი ნელა და ჩუმად ადგომას აპირებს, მაგრამ ლინო ისევე უკან აბრუნებს ბიჭს.

-სად გარბიხარ-ამბობს ბიჭი

-მე...ამ ისა უნდა ავგდე და თან დღეს ფილიქსთან უნდა წავიდე საავადმყოფოში, იქნებ გონს მოვიდა.

-ცოტახანი იყავი ფილიქსს არაფერი მოუვა თუ მისი მეგობარი ცოტახნით არ ნახავს

-როგორ საუბრობ, ის ერთადერთია ვინც გამაჩნია-ამბობს ბიჭი და დგება

-მგონი მეორე ეგეთიც გჭირდება.

-რ...რას გულისხმობ

-არაფერს შეგიძლია ჩაიცვა და წავიდეთ.

ჰანი ლოგინიდან ადგა, აბაზანაში შევიდა, მოემზადა და მალევე გამოვიდა, ლინო კი უკვე მზად დახვდა. ორივენი სახლიდან გავიდნენ და საავადმყოფოში მივიდნენ. შიგნით შესულებს, მხოლოდ სკამზე მძინარი ჰიონჯინი დახვდა, მაგრამ უცბად ბანჩანიც მოვიდა, წყლის ბოთლით ხელში.

-მთელი ღამე აქ იყო და დაეძინა-თქვა ბანჩანმა

-რატომ იყო აქ ეს ხომ მისი ბრალია-ამბობს გაბრაზებული ჰანი

-არვიცი თვითონ კითხეთ, მაგრამ დიდიხანია ასეთი ჰიონჯინი არმინახია, სისიხნის შემდეგ ვიღაცაზე ინერვიულა-თქვა ბანჩანმა და წყალი დალია

-ბანჩანი მართალია-ეთანხმება ლინო-გინდა ფილიქსი ნახო?

-კი

ბიჭი პალატაში შედის, მძინარე ბიჭს უყურებს და მისი საწოლის გვერდით ჯდება, მისი ხელი კი თავისაში მოიქცია.

-გთხოვ ფილიქს გ...გონს მოდი შ...შე...შენ გარდა არავინ მყავს ჯ...ჯანდაბა-ბიჭმა ცრემლები ვეღარ შეიკავა და აბღავლდა

-არც ვაპირებ შენს დატოვებას-ამბობს უკვე გონზე მყოფი ფილიქსი

ნაყიდი სიყვარული Where stories live. Discover now