6🤍

189 17 5
                                    

ფილიქს მთელი დღის მანძილზე ეძინა, უბრალოდ ასე ლოგინში ყოფნა და არაფრის კეთება სურდა. მეორე დილით ფილიქსი იღვიძებს და ისევ ჩვეულებრივ ჩაწითლებული თვალებით. თვალებს ზანტად ახელს და ისევ ტირილი უვარდება. ცოტახნის შემდეგ ოთახში ვიღაც შემოდის და ვინ თუარა ჰიონჯინი. ფილიქსი უბრალოდ ტიროდა მას ყურადღებასაც კი არ აქცევდა.

-ჭამე

-არმინდა

-მე არ გეკითხები გინდა თუ არა ჭამე მეთქი აუცილებლად შეჭამ

-შემეშვი არმინდა, როდის აქეთ დარდობ ჩემზე არგეყო რაც გამიკეთე, ნაბიჭვარო ვერგიტან მეზიზღები-ყვირილზე გადავიდა ბიჭი

-მოკეტე და შეჭამე შენზე არც ვდარდობ უბრალოდ არ მინდა ხუთ დღეში ჩვენს ქორწილზე ნაგავს გავდე-ჰიონიინმაც აუწია ხმას

-საერთოდ არ დავქორწინდები შენზე არმინდა, მძულხარ ვერ გიტან-საჭმელი გააგდებინა ხელიხან

-ნუ მაიძულებ დაგსაჯო-თქვა ამჯერად მშვიდი მაგრამ ცივი ტონით, ფილიქსი მაშინვე გაჩუმდა და მეორე გვერძე გადატრიალადა, ჰიონჯინი კი ოთახიდან გავიდა.

საღამოსკენ ფილიქსმა გაიღვიძა, მობეზრდა ლოგინში წოლა, ამიტომ ადგომა გადაწყვიტან, თან ასე დიდხანს ვერ იქნებოდა, ქორწილში ლამაზად რომ არ წარსდგეს, ჰიონჯინი უარესს იზამს ამიტომ გადაწყვიტა ფეხზე მყარად დამდგარიყო და ცხოვრება გაეგრძელებინა. ბიჭი ოთახიდან გავიდა და პირველ სართულში მისაღებში გავიდა, სადაც მდივანზე წამოჯდომილი ჰიონჯინი დახვდა რომელიც რაღაცას აკეთებდა კომპიუტერში, ფილიქსის ჩამოსვლამ კი მისი ყურადღება მიიქცია.

-ოჰ ინებეთ ჩამობრძანება-სარკაზმი არ დააკლო ჰიონჯინმა, ფილიქსმა უბრალოდ დააიგნორა და სამზარეულოში გავიდა, წყლის დასალევად.

-ცხოვრების ბოლომდე ესე ვერ იქნები თან მითუმეტეს ხუთ დღეში ვქორწინდებით-გაჰყვირა მისაღებიდან ჰიონჯინმა

ნაყიდი სიყვარული Where stories live. Discover now