12🤍

157 17 2
                                    

ჰიონჯინი ადრე დგება დილით, თავის ტკივილი აწუხებს, მაგრამ მაინც დგება იცმევს და სახლიდან გადის. ნახევარ საათში უკვე საავადმყოფოში იყო, ფილიქსის პალატისკენ აიღო გეზი. იქ მისულს კი ლინო და ჰანი დახვდა, ჰანს ნახევრად ეძინა და ლინოს მხარზე ედო თავი.

-ოჰ ჰიონჯინ მოხვედი-ლინომ წამოდგომა ცადა

-იყავი არ გააღვიძო-უთხრა ჰიონჯინმა და გვერდით ჩამოუჯდა

-ხომ ფილიქსს ძინავს, გუშინ საღამოს მთელი ღამე ისაუბრეს და ეხლა ორივეს ძინავთ-მხიარული ტონით ამბობს ლინო-შენ სად იყავი-ცოტახნით გაჩუმდა ჰიონჯინი მაგრამ ბოლოს მაინც თქვა

-კ...კლუბში-ლინოს უცბად სახე შეეცვალა

-შენ ბიჭო შ... ხოარ გაქ ბიჭი ასეთ დღეშია და შენ კლუბში დაეთრევი-მკაცრი ტონით თქვა ლინომ

-ვიცი ხო მაგრამ-ამ დროს ჰანმა გაიღვიძა

-სხვა დროს დავილაპარაკებთ-თქვა ლინომ

-კარგი, ისე მთელი ღამე აქ იყავით დაიღლებოდით თქვენ წადით და მას მე წავიყვან სახლში-თქვა ჰიონჯინმა

-არა ჩემ მეგობართან უნდა ვიყო-გაჯიუტდა ჰანი

-ჰანი ვიცი არგინდა შენი მეგობარი დატოვო მაგრამ ჯობს წახვიდე და დაისვენო, შემდეგ გპირდები ჩემი ხელით მოგიყვან და ნახავ ფილიქსს-ეუბნება წყნარი ხმით ჰიონჯინი

-ოჰო ბატონო ჰიონჯინ ასეთი კეთილი როდის მერე გახდით, კარგი წავალ მე-თქვა ჰანმა და წამოდგა

-მე წაგიყვან

-არმინდა ლინო მადლობა

-არა წაგიყვან, ნახვამდის ჰიონჯინ შეხვედრამდე-დაემშვიდობა ლინო ჰიონჯინს და ჰანთან ერთად გავიდა საავადმყოფოდან.

ჰიონჯინი ცოტახნით ასე იჯდა, შემდეგ წამოდგა და ფილიქსის პალატაში შევიდა. როგორც ჩანს ფილიქსს ეძინა, ამიტომ ჩუმად შევიდა ჰიონჯინი და იქვე სკამზე ჩამოჯდა. ცოტახანი ასე იყურებდა ბიჭს, უყურებდა და ხვდებოდა საკუთარ შეცდომებს, რატომ მოქმედებდა ასე ძლიერ მასზე ბიჭი, ჩვენ ყველამ პასუხი ვიცით მაგრამ ჰიონჯინს რათქმაუნდა ამის აღიარება არსურს და არც აღიარებს რათქმაუნდა, ეხლა გრძნობს თავს დამნაშავედ მაგრამ იცის რომ მაინც ვერ შეცვლება და ბიჭს კიდევ ბევრ ზიან მიაყენებს, მაგრამ რათქმაუნდა თავს მაქსიმალურად შეიკავებს ამისგან. ფილიქსი თვალებს ახელს ჰიონჯინს დანახვისას კი სახე ეცვლება, ისე იყურება თითქოს აქ ადამიანი კიარა საშინელი მონსტრი იჯდეს, ფილიქსისთვის რათქმაუნდა ეს ასეცაა. უსიცოცხლო თვალებით და არაფრისმთქმელი გამომეტყველებით უყურებს ჰიონჯინს.

ნაყიდი სიყვარული Where stories live. Discover now