ცუდი ამბავი

1.5K 72 1
                                    

გათენდა, ფანჯარაში შემოღწეული მზის სხივები გოგონას აღვიძებენ და ამას თან ერთვის ბუძელნიკის გამაყრუებელი ხმა რომელიც არ ჩერდება. მია საწოლიდან დგება ბუძელნიკს რთავს და საავადმყოფოში წასასვლელად ემზადება. იცმევს და ქვევით ჩადის სადაც მისი მშობლები ელოდებოდნენ. მათ მიესალმა მაგრამ ამავდროულად შეატყო მათი დაღონებული სახე. მიამ კითხა თუ რა სჭირდათ მათ. უკან კი არც ისე სახარბიელო პასუხი მიიღო.
-შვილო ჩვენი კომპანია გაკოტრების პირასაა და.....ერთ ერთი კომპანიის უფროსმა შემოგვთავაზა გარიგება მათთან უნდა ვითანამშრომლოთ მაგრამ ამისთვის მისი შვილის ჯონგუკის და შენი დაქორწინება შემოგვთავაზეს რადგან მერე ჯონგუკი კომპანიას სათავეში უნდა ჩაუდგეს და ჩვენ კომპანიასაც ის უხელმძღვანელებს. ჯონგების და პარკების კომპანია უნდა გაერთიანდეს.
მიას არ სჯეროდა ის რასაც მამამისი ეუბნებოდა თვალებზე ცრემლები ედგა არაფრის გაგონება აღარ უნდოდა. ვერ იჯერებდა რომ მისი მშობლები ასეთ შემოთავაზებას დათანხმდნენ. გაბრაზებულმა ჩანთას ხელი დაავლო და საავადმყოფოსკენ წავიდა.
გზაში სწრაფი და დიდი ნაბიჯებით მიდიოდა თან თეთრი ლამაზი სახიდან ცრემლები ცვიოდა. უეცრად ვიღაცას შეეჯახა. მიას ბოდიშის მოხდის თავიც არ ჰქონდა იმდენად ცუდად იყო.
-ჰეი შენ ბოდიშის მოხდა არ გასწავლეს? უხეშად მიმართა ბიჭმა რომელიც გოგოს დაეჯახა. გოგო ბიჭისკენ მიტრიალდა და ჩუმი ხმით ბოდიში მოუხადა.
-ბოდიში მაპატიეთ.
-კაი კაი დაივიწყე. ცივად უთხრა ბიჭმა. გოგონამ კი გზა გააგრძელა. მალევე მივიდა სამსახურში. არ უნდოდა კოლეგებს ასეთი ნამტირალევი სახით დაენახა ამიტომ იქვე საპირფარეშოში თავი მოიწესრიგა და საავადმყოფოში ისე შევიდა. თავისი საუკეთესო მეგობარიც ნახა ელი და მასთან ერთად განაგრძო გზა. მიამ სახე კი მოიწესრიგა მაგრამ ელიმ მაინც შეატყო მეგობრის ჩაწითლებული თვალები.
-მია რა გჭირს თვალები ჩაწითლებული რატომ გაქ შენ რა იტირე? დაინტერესებული ეკითხებოდა ელი განადგურებულ გოგოს.
მიამ ის თავის კაბინეტში შეიყვანა და ყველაფერი მოუყვა. ელი ძალიან წუხდა მეგობრის გამო არ უნდოდა მისთვის ასე ცუდად გაგრძელებულიყო მომავალი და უსიყვარულოდ გათხოვილიყო ვინმეზე.
-მია ნუ გეშინია საყვარელო ჩვენ რამეს მოვიფიქრებთ არ დავუშვებ იმას რომ ვინმეზე დაგაქორწინონ ძალით.
-ელ უკვე არაფერს აქვს აზრი. დიდი მადლობა რომ მეხმარები მაგრამ გამოსავალი აღარ არსებობს.
ელის უეცრად სახე გაუნათდა სიხარულისგან აშკარა იყო რომ მას რაღაც გეგმა ჰქონდა. მიასაც გააცნო ეს გეგმა და არც ის დარჩენილა უკმაყოფილო ამით.
-ელ დარწმუნებული ხარ რომ გამომივა?
-რათქმაუნდა შენ ამას შეძლებ.
ამ დროს კარი იღება და ერთ-ერთი ექთანი შემოდის ითახში.
-ქალბატონო მია პაციენტი გელოგებათ 108-ე პალატაში ნემსი უნდა გაუკეთონ. მეუბნება ექთანი და ოთახიდან გადის. მეც ელის ვემშვიდობები და პალატაში მივდივარ. დღემ უაზროდ ჩაიარა. სამუშაო საათები დასრულდა და მეც სახლში წავედი. სახლში დედაჩემი და მამაჩემი დამხვდნენ რომლებიც რამდენადაც მივხვდი ქორწილზე საუბრობდნენ. მე მათთვის ხმა არ გამიცია ისე ავედი ჩემს ოთახში.

ფსიქოპატიWhere stories live. Discover now