🔥ხანძარი🔥

695 56 8
                                    

ამ თავს რომ ვწერდი მე თვითონ ვნერვიულობდი😳
................................................................

დღემ მალე გაიარა და მოსაღამოვდა. უკვე მიას სახლში წასვლის დრო იყო, მაგარამ აუარებელი საქმე დაუგროვდა. ეხლა მის მაგიდაზე საქაღალდეების და ფურცლების გორააა. მია სწრაფად კითხულობს, ხელს აწერს საბუთებს და შეუსვენებლად მუშაობს. ის საავადმყოფოში მარტოა, მაგრამ მხოლოდ მას გონია ასე. საავადმყოფოში მის გარდა კიდე ვიღაც არის, მაგრამ ამის შესახებ არ იცის. დახლოებით ერთ საათში სამუშაოს ამთავრებს და საბუთებისგან თავისუფლდება. ეხლა მას მხოლოდ უნდა სახლში ყოფნა და ძილი, მის ფუმფულა და თბილ საწოლში. მია ჩანთას იღებს და ოთახიდან გადის, მაგრამ უეცრად სიგნალიზაცია ჩაირთო, რომელიც მიას ატყობინებდა რომ საავადმყოფოში ხანძარი იყო. ის ძალიან შეშინდა, ამავდროულად ძალიან დაბნეული იყო არ იცოდა სად წასულიყო. უცბად კიბეებით ქვედა სართულზე ჩავიდა და მაშინვე იგრძნო ბენზინის სუნი. მაშინვე მიხვდა რომ ეს ვიღაცამ განგებ მოაწყო. ქვევით ჩასვლა უნდოდა, მაგრამ მთელი სართული იწვოდა ჩასასვლელი კიბეები კი ცეცხლმა გადაკეტა. პანიკაში იყო. მალე ბოლის გამო გული წაუვიდოდა. ამ დროს მის ტელეფონზე ზარის ხმა გაისმა, ეს ჯონგუკი იყო. მიამ არ დააყოვნა და ტელეფონს მაშინვე უპასუხა.
- ჯო...ჯონგუკ....მიშველე...გთხოვ მი..მიშველე. მიას უკვე გული მისდიოდა და გონებას კარგავდა.
ჯონგუკი მიას სიტყვებმა ძალიან შეაშინა. ვერ ხვდებოდა რაზე ელაპარაკებოდა მია.
- მოიცა მოიცა მია რა ხდება წესიერად ამიხსენი? სად ხარ?
-მე....მე...საავად...საავადმყოფოში ვარ. მიამ წინადადება დაამთავრა და ძირს დაეცა, გონება დაკარგა. ჯონგუკი შეშინებული იყო, როცა მია ხმას არ ცემდა. მაშინვე მანქანაში ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ მთელი სისწრაფით წავიდა. 10 წუთში უკვე იქ იყო და როცა მანქანიდან გადმოვიდა, თვალწინ საშინელი სურათი ედგა. საავადმყოფო მთლიანად იწვოდა. როცა ჯონგუკს გაახსენდა რომ მია შიგნით იყო, დაუფიქრებლად შევარდა შიგნით და ცეცხლმოდებულ საავადმყოფოს პალატებსა თუ დერეფნებში ყველგან ეძებდა მას. მაგრამ საბოლოოდ დერეფანში იპოვა, ძირს მწოლიარე, გულ წასული გოგონა. მასთან მივარდა და ხელში აიტაცა. უკან უნდა გაბრუნებულიყო მაგრამ უეცრად დაინახა კედელზე მიმაგრებული ბომბი რომელიც 5 წუთში აფეთქდებოდა. ბომბი იმ სიმაღლეზე იყო დამაგრებული რომ ცეცხლის ალი ბომბამდე ვერ აღწევდა. ჯონგუკი გაშტერდა როცა ეს დაინახა, მაგრამ გონს მიას ხვნეშამ მოიყვანა. მაშინვე გაიქცა გასასვლელისკენ. მთელი სისწრაფით დარბოდა რომ ბომბის აფეთქებდე გარეთ ყოფილიყვნენ. აფეთქებამდე 2 წუთი იყო დარჩენილი, ჯონგუკი კი ჯერ მეორე სართულის კიბეებზე ჩადიოდა. უკვე 1 წუთი დარჩა და ჯონგუკმა ჩაირბინა კიბეები უკვე პირველ სართულზე იყო. მაგრამ დრო ძალიან სწრაფად გადიოდა...
10...9...8...7...6...5...4...3...2...1.... დაა ბომბის გამაყრუებელი აფეთქების ხმაც გაისმა..............მაგრამ საბედნიერიდ ჯონგუკი, რომელსაც ხელში მია ეკავა, უკვე მანქანასთან იყვნენ. ჯონგუკი ძალიან ნერვიულობდა, შეშინებული იყო. ხელ-ფეხი უკანკალებდა. ცრემლებს ვერ იკავებდა. მია მანქანაში ჩასვა. თვითონაც ჩაჯდა და საავადმყოფოსკენ წავიდა, იქ სადაც მიას უმკურნალბდნენ. მალევე სხვა საავადმყოფოსთან იყო.
-დროზე, დროზე საკაცე მოიტანეთ. ბოლო ხმაზე ღრიალებდა. უეცრად საავადმყოფოს შესასვლელიდან, ექიმები გამოვარდნენ.  მია საკაცეზე დააწვინეს და პალატისკენ გააქანეს.
-ბატონო თქვენი შემოსვლა არ შეიძლება. ექთანმა ჯონგუკს მოეხსენა. ჯონგუკი იქვე ჩაიმუხლა და თვალებზე მომდგარი მწარე ცრემლები მაჯით მოიწმინდა. უნდოდა რომ ამის გამკეთებელი დაესაჯა და სამაგიერო გადაეხადა იმისთვის რაც მან მიას გაუკეთა და სასიკვდილოდ გაიმეტა. მაგრამ ახლა მიას ჯანმრთელობა უფრო ანაღვლებდა ვიდრე დამნაშავის ძებნა. ექიმები მიას პალატაში დადიოდნენ, ხან ექთანები დარბოდნენ მიას პალატიდან სხვა ოთახში, გამოქონდათ წამლები ნემსები, სხვა რაღაცეები და მიას პალატაში შეჰქონდათ. ჯონგუკს კი ახალ ამბავს არავინ ატყობინებდა. მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ რომ გოგონა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო. მიას მოლოდინში გართულმა ჯონგუკმა, არც კი იცოდა რომ დამნაშავე მის თვალწინ ტრიალებდა.

ფსიქოპატიWhere stories live. Discover now