💜პატარავ💜

814 59 2
                                    

-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავირეთ. დროა ქორწილის საქმეებზე ვიზრუნოთ. თქვა ჯონგუკის მამამ. ამ სიტყვებმა ძალიან შემაშინა არ მინდა ასე უცბათ მომხდარიყო ყველაფერი. მე ნამდვილი სიყვარული მინდოდა მაგრამ ამას უკვე ვეღარ შევცვლიდი.
-საყვარელო ამ კვირაში კაბის საყიდლად წავიდეთ კარგი. მეუბნება ჯონგუკის დედა.
-ქორწინების და ხელმოწერის ადგილიც უნდა შევარჩიოთ. რაც მალე ვიზამთ მით უკეთესი. ამბობს მამაჩემი. თავბრუ მეხვევა უკვე არ შემიძლია აქ გაჩერება. ჯონგუკსაც არ აქვს დიდად ბედნიერი სახე. ჯიმინი კი ბედნიერია უხარია რომ თავისი ძმა ქორწინდება.კარებზე კაკუნის ხმა ისმის. დედაჩემი მიდის გასაღებად მაგრამ მე ვაჩერებ.
-იყავი მე გავაღებ. კარებს ვაღებ და ელს ვხედავ.
-მია ძვირფასოოო! ელი ჩემკენ მოდის და მეხვევა. ახლა ის ერთადერთი ადამიანია ვის გამოდაც ღირს სიცოცხლე. ელი ყოველთვის ჩემს გვერდით იყო. ერთმანეთს ვუზიარებდით ხოლმე კარგს და ცუდ ამბავსაც. ერთადერთი ადამიანიღაა ვისაც კი შეიძლება ვენდო. ელი სახლში შემყავს და სტუმრებს ვაცნობ. ვატყობ რომ ჯიმინი ელის დაჟინებით აკვირდება. მალევე ვჯდებით და მშობლები საუბარს გამაგრძობენ. მთელი ამ დროის მანძლზე ჯიმინი ელის თვალს არ აშორებდა რაც ჯონჯუკსაც არ გამოპარვია.
-პატარავ შეხედე მგონი მალე კიდევ ერთი ახალი წყვილი გვეყოლება. მეუბნება და ჯიმინზე და ელზე მიმანიშნებს.პატარაოო ამან რა სულ გაუფრინა. ელს გავხედე რომელიც მე და ჯონგუკს შეშინებული გვიყურებდა.
-მია ირი წუთი სამზარეულოში გამოდი. მითხრა ელმა და ჩვენც სამზარეულოში გავედით.
-რა მოხდა რა იყო? ვკითხე მე.
-მია გახსოვს ადრე ჟურნალისტი რომ ვიყავი მახსოვს ერთ-ერთი სტატია რომ ჯონგუკი მკლველობის გამო ციხეში იჯდა. მია მან ადამიანი მოკლა მასთან ცხოვრება უსაფრთხო არ არის. რა იცი რას მოიმოქმედებს.
ელის სიტყვებმა ძალიან შემაშინა. არ ვიცი რა უნდა ვქნა. მასთან მარტო თუ ვიცხოვრებ შეიძლება ყოველ წუთას ჩაიდინოს რაღაც. როგორ დავაღწიო მას თავი? მისგან უკვე ყველაფერს მოველი. მე და ელი სასტუმრო ოთახში დავბრუნდით. მე ისევ ჯონგუკის გვერდით დავიკავე ადგილი და ლაპარაკი გავაგრძელეთ ქორწილის შესახებ. ძალიან აფორიაქებული ვიყავი რა ხდებოდა გარშემო ვერ ვვაზროვნებდი თავში მხოლოდ ელის სიტყვები მიტრიალებდა.
ნერვიულობისგან უკვე თავბრუ მებვეოდა. ბოდიშის მოხდით სამზარეულოში გავედი წყლის დასალევად. წყალი დავლიე სტუმრებთან უნდა დავბრუნებულიყავი როდესაც წინ ჯონგუკი გადამიდგა და ჩემკენ დაიწყო სვლა.
-რა გჭირს პატარავ? ძალიან გაფითრებული ხარ მალე შაქარზე თეთრი იქნები ლამაზო. მეუბნება ჯონგუკი თან არ ჩერდება და ჩემკენ სვლას აგრძელებს თავდაცვის მიზნით უკან ვიწევი მაგრამ მალევე სამზარეულოს კედელს ავეკარი. ისიც უფრო მომიახლოვდა და უკვე ზედმეტად ახლოსაც კი იყო.
-გეხვეწები თავი დამანებე.
ვეუბნებოდი და მანაც მალევე დაიხია უკან.
-იცოდე მე და შენ მალე სულ მარტო ვიქნებით ხოლმე და მაშინ ვერაფერი შემაჩერებს ლამაზო.

ფსიქოპატიWhere stories live. Discover now