🤫გაპარვა🤫

866 58 2
                                    

ჩემს ოთახში ვარ და ვწევარ. არ მინდა ადგომა და მათი სახეების დანახვა მაგრამ ვინ დაგაცდის ოთახში დედაჩემი და მამაჩემი შემოდის და მეუბნებიან რომ დღეს სტუმრად ჩემი საქმრო და მისი ოჯახი მოვლენ. ეს ამბავი ძალიან არ მახარებს. ჩემი მშობლები ოთახიდან გადიან. მეც ვიცმევ და ქვევით ჩავდივარ. ჩემი მშობლები კი საყიდლებზე წასასვლელად ემზადებოდნენ და მალევე წავიდნენ. მათი წასვლისთანავე ჩემი გეგმის განხორციელება დავიწყე. ბარგის ჩავალაგება დავიწყე მნიშვნელოვანი ნივთები ჩავალაგე და ქვევით ჩავედი. დიახ მე სახლიდან ვიპარები. ფანჯრიდან ვხედავ დაცვას რომელიც კარებთან დგანან. თუ გავალ ესენი უეჭველი დამინახავენ და დამიჭერენ. საქმე გართულდა. მაგრამ თავში ერთმა აზრმა გამიელვა ჩემს ოთახში ავბრუნდი და ფანჯრიდან გადავიხედე.
-არც ისე მაღალია დიდი დიდი ხელი ან ფეხი მოვიტეხო. ღმერთო რა სისულელეებზე ვფიქრობ. აქეთ-იქით მიმოვიხედე და აი გამოსავალიც ვიპოვე. საწოლს ლები მოვაძრე და საწოლის ფეხს მოვახვიე რადგან მყარად ყოფილიყო. ჩემოდანი ფანჯრიდან გადავაგდე და მეც მალევე ჩავედი. უკანა კარიდან გავედი და ტაქსი გავაჩერე. ვუთხარი რომ აეროპორტისჯენ წასულიყო. მალევე მივედით და შენომაში შევედი სადაც ელი დამხვდა. თვითმფრინავის ბილეთი მომცა და გადამეხვია.
-ნუ ღელავ მია ყველაფერი კარგად იქნება. იცოდე ყოველ დღე დაგირეკავ ხოლმე.
-ელ მომენატრები.
მაგრად მოვეხვიეთ ერთმანეთს და აი ამ დროს მამაჩემის ხალხი დავინახე.
-ღმერთო ელ დროზე აქედან გაიქეცი მამაჩემის ხალხი აქ არის.
-რაა?
-კაი დროზე სადმე დაიმალე რომ არ დაგინახინ.
ელი საპირფარეშოსკენ გაიქცა მე კი უკან ნაჩქარევად მივბრუნდი და აი ისევ ვიღაცას შევეჯახე. ცოტა უხერხულ მდგომარეობაში ჩავვარდი რადგან მის ქვევიდან აღმოვჩნდი ის კი ჩემთან ძალიან ახლოს იყო. ეს ბიჭი საიდანღაც მეცნობოდა მაგრამ ვერაფრით გავიხსენე. ნაჩქარევად ავდექი ჩემოდანი ავიღე ბოდიში მოვიხადე და გავიქეცი რადგან არ დავეჭირე. 

-ღმერთო ჩემო ისევ ეს გადარეული გოგო. თქვა თავის თვის ბიჭმა და თავისი ჩემოდანი აიღო. ამ დროს კი დაინახა შავებში ჩაცმული ბიჭები რომლებიც გოგონას გაეკიდნენ.
მია გარბოდა და გარბოდა. მაგრამ საბოლოოდ მამამისის ხალხმა გზა გადაუჭრა და დაიჭირეს. ელი ამ ყველაფერს შორიდან აკვირდებოდა წუხდა რომ მეგობრის დახმარება არ შეეძლო. მია მცველებმა სახლში მიიყვანეს სადაც მამამისი დახვდა რომელიც ძალიან გაბრაზებული იყო.
-არაფერს არ გეტყვი უბრალოდ ადი ოთახში და გამოიცვალე მალე სტუმრები მოვლენ და ლამაზად უნდა იყო.
ძალიან ვბრაზობდი მამაჩემზე და დედაჩემზე იმას ვაკეთებ რაც მათ უნდათ ვერასოდეს წარმოვიდგენდი რომ ვინმეზე ძალით გამათხოვებდნენ. საწოლზე დავჯექი და ტირილი დავიწყე. ამ დროს მამაჩემი შემოვიდა ოთახში.
-შენ რა ჯერ კიდევ არ ხარ მზად?!
მალე ჩაიცვი სტუმრები მალე მოვლენ! მითხრა და ითახიდან გავიდა. ხელში რაც მომხვდა ის ჩავიცვი თმა გავისწორე და ქვევით ჩავედი. მაშინვე ზარი გაისმა და გავიგე დედაჩემის ხმა "მობრძანდით" შემდეგ კი ერთი ქალი კაცი და ორი სიმპატიური და მიმზიდველი ბიჭი შემოვიდა ოთახში.
-გამარჯობა ალბათ მია შენ ხარ. რა ლამაზი ხარ საყვარელო.
-გამარჯობა. მადლობა კომპლიმენტისთვის.
კაცმა და ქალმა ხელი ჩამომართვა და ეხლა ერთ-ერთი ბიჭი მომიახლოვდა.
-გამარჯობა მე ჯიმინი ვარ სასიამოვნოა შენი გაცნობა მია.
-მადლობა ჩემთვისაც სასიამოვნოა. რამდენადაც მივხვდი ჯიმინი მხიარული და სასიამოვნო ბიჭია მასთან ურთიერთობა არ გამიჭირდება.
ეხლა კი ჩემკენ მეორე ბიჭი წამოიწია ალბათ ის არის ჩემი საქმრო რადგან ისიც ჩემნაირად მოწყენილია და გამრაზებულიც ჩანს.
-გამარჯობა მე ჯონგუკი ვარ.
-გამარჯობა.
ჩვენი დიალოგი არც თუ ისე სასიამოვნო იყო. ჯონგუკი ცივი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემში.
-მოდი პირდაპირ საქმეზე გადავირეთ. დროა ქორწილის საქმეებზე ვიზრუნოთ.

ფსიქოპატიDonde viven las historias. Descúbrelo ahora