დამსხვრეული და დაფლეთილი გული

905 56 60
                                    

ამ თავს რომ ვწერდი რამის გულის შეტევა დამემართა მე თვითონ ცუდად ვიყავი😳

———————————————————

მიამ ჯონგუკისგან თავი ვერ დააღწია და საბოლოოდ ესე დაეძინათ. დილით ისინი მშვენიერმა და კაშკაშა მზის სხივებმა გააღვიძა. მიამ თვალების გახელის თანავე მძინარე ჯონგუკს მოკრა თვალი. რომელიც მასთან ძალიან ახლოს იყო და მათ სახეებს შორის სულ რაღაც 5 სანტიმეტრი იყო. მაშინ მიხვდა მია, რომ ჯონგუკი და ის ჩახუტებულები იყვნენ და ესე ეძინათ. მია ჯონგუკის ყურებით ტკბებოდა, ზუსტად ამ დროს ჯონგუკსაც გაეღვიძა და თვალები გაახილა. ჯონგუკი და მია ერთმანეთს მიშტერებოდნენ, ერთმანეთს თვალს ვერ აშორებდნენ, მაგრამ ეს მყუდროება მათ ლისამ დაურღვია, რომელიც მათ ოთახში დაკაკუნების გარეშე შევიდა.
- მე გარეთ......უი უკაცრავად მგონი ხელი შეგიშალეთ.....მე უნდა მეთქვა, რომ გარეთ გავდივარ საქმე მაქვს და რომ არ გეცოდინებოდათ ვიფიქრე, რომ ინერვიულებდით.
" შენზე რატო უნდა ვინერვიულო, წადი თავიდან მომწყდი"- გაიფიქრა თავისთვის ჯონგუკმა, მაგრამ მერე მიხვდა, რომ თუ ლისას უკან გაყვებოდა შეიძლება გაეგო თუ რას ხლართავდა ის. ლისამ ოთახი დატოვა თუ არა, ჯონგუკი მაშინვე წამოხტა საწოლიდან და ჩაცმა დაიწყო. მია კი გაკვირვებული უყურებდა.
- ასე ძალიან სად გაჩქარება?
- არსად უბრალოდ საქმე მაქვს და ვაგვიანებ.
ჯონგუკს მიას მოტყუება მოუწია.
- წავედი მე საყვარელოო!
ჯონგუკს ვერ გაეგო თუ რატო უთხრა მიას ეს სიტყვა "საყვარელო" , მიაც გაოცებული იყო ჯონგუკის საქციელით. ლისა ახალი გასული იყო, როცა ჯონგუკი გიჟივით გამოვარდა სახლიდან და ლისას ჩუმად აედევნა. ისინი დიდი ხანი იყვნენ გზაში და საბოლოიდ ერთ დიდ, მიტოვებულ ადგილას მივიდნენ. ლისა სანამ შენობაში შევიდოდა აქთ-იქით მიმოიხედა, მაგრამ საბედნიეროდ ჯონგუკი ვერ დაინახა, რადგან კედელს იყო ამოფარებული. ლისა შენობაში შევიდა და მას ჯონგუკიც შეყვა. ლისა საბოლოოდ ერთ დიდ ოთახში შევიდა სადაც სიცარიელე იყო, გარშემო სულ ობობის ქსელები და თაგვები იყო.
- ქალბატონო ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის, ნელ-ნელა წინ მივიწევ, მალე იმ იდიოტ გოგოს ბოლოს მოვუღებ, ჯონგუკს კი ხელში ჩავიგდებ. ეს ყველაფერი ძალიან მალე მოხდება. 
ლისა ვიღაცას ელაპარაკებოდა, მაგრამ სიბნელის გამო მისი სახე არ ჩანდა. საბოლოოდ მან ხმა ამოიღო დაა....
- იცოდე, რომ შენი იმედი მაქვს ჩემო საყვარელო, მჯერა, რომ ყველაფერს შეძლებ ეს ყველაფერი კი სუფთად უნდა გააკეთო ისე, რომ ვერავინ შეამჩნიოს, რომ ამაში შენ ხარ გარეული.
ჯონგუკს ამ ქალის ხმა ეცნო. თავიდან ვერ იხსენება ვინ შეიძლება ყოფილიყო ამ ხმის პატრონი, მაგრამ მალევე გაახსენდა ვიღაც.........ეს მისი ბიოლოგიური დედა იყო. დედა რომელმაც ჯონგუკი მიატოვა, დედა რომელმაც ჯონგუკი არ გაზარდა, ფეხებზე დაიკიდა და მარტო მამასთან დატოვა, დედა რომელსაც ჯონგუკის გაშვილება უნდოდა. ეს ჯონგუკისთვის საშინელი ტრაგედია იყო. მისი დედინაცვალი უფრო კარგად უვლიდა მას ვიდრე მისი ნამდვილი დედა. ჯონგუკს უკვე ცრემლები მოსდიოდა, აღარ უნდოდა ამ ადგილას გაჩერება და მაშინვე წავიდა იმ სახლიდან. არ ეგონა თუ ოდესმე კიდე დაბრუნდებოდა მისი დედა. არ ეგონა, რომ მისი დამსხვრეული გული კიდევ უფრო დაიმსხვრეოდა და უარესად დაიფლითებოდა. ეს მისთვის ტანჯვა იყო. ჯონგუკი ძალიან ძლიერი ბიჭი არის, არ იცოდა, რომ ამდენ რამეს გადაიტანდა და ამ ყველაფერს გაუძლებდა. ეხლა ის განადგურებულია. მანქანაზე დაჯდა და გიჟივით წაიყვანა. საბოლოოდ კი მისი მანქანა კლუბთან გაჩერდა. კლუბში შესვლის თანავე, ჯონგუკმა ყველაზე ძლიერი სასმელი აიღო და ამოსუნთქვის გარეშე დალია, თითქოს არაყს სვამდა. ჯონგუკი მთელი დღე კლუბში იყო სახლში არ დაბრუნებულა, კლუბში კი ნაცნობ სახეს ხედავდა....ეს ლისა იყო მის მეგობრებთან ერთად.
სანამ ჯონგუკი კლუბში თვრებოდა მანამდე მას სახლში მია ელოდა. სახლის კარებზე ზარის ხმა გაისმა. მიას ეგონა, რომ ეს ჯონგუკი იყო, მაგრამ შეცდა  ეს ელი და ჯიმინი იყვნენ. თუმცა მათი დანახვაც ძალიან გაუხარდა. განსაკუთრებით კი ის ამბავი გაუხარდა, რომ ელი და ჯიმინი შეყვარებულები იყვნენ და მალე დაქორწინდებოდნენ. ჯიმინმა და ელმა ბევრი მოუყვეს მიას მათ შესახებ, კარგ დროს ატარებდნენ, მაგრამ მია ჯონგუკს მოუთმენლად ელოდა და ვერ გაეგო რა იყო ამის მიზეზი. მიას მოლოდინში ჯონგუკი უკვე ძალიან მთვრალი იყო. იმდენად მთვრალი, რომ მის გარშემო ვერაფერს ხედავდა. ლისამ ეს ყველაფერი შეამჩნია და ამით სარგებლობა დაიწყო. ჯონგუკთან მივიდა ხელი ჩაავლო და სადღაცას მიყავდა. ჯონგუკი მას ემორჩილებოდა და ხმის ამოუღებლად მიყვებიდა, რადგან იმის თავიც აღარ ქონდა, რომ მას შეწინააღმდეგებოდა და რამე ეთქვა მისთვის, მაგრამ არც ის იცოდა, რომ ადამიანი რომელსაც მიყვებოდა ლისა იყო. ლისამ ჯონგუკი ერთ ოთახში აიყვანა და კარი გასაღებით ჩაკეტა.
- ეხლა ჩემი დროა პატარავ, იმ გომბეშო მიას მალე დაივიწყებ.

——————
მია ჯიმინს და ელს ელაპარაკებოდა, როცა ტელეფონზე უცხო ნომრიდან მესიჯი მოუვიდა. ტელეფონი აიღო, მესიჯი ნახა დაა.........

 ტელეფონი აიღო, მესიჯი ნახა დაა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.
You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 02, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

ფსიქოპატიWhere stories live. Discover now