დაუპატიჟებელი სტუმარი

582 45 5
                                    

ჯონგუკის ყვირილმა მიაც გააღვიძა.
-ჯონგუკ რა მოგივიდა?
ჯონგუკმა მიას გახედა და მის კითხვას პასუხი გასცა.
-არაფერი....უბრალოდ ექიმს ვეძახდი და როგორც ჩანს გაგაღვიძე, მაპატიე. ჯონგუკმა ტყუილების თქმა დაიწყო, რადგან
არ უნდოდა მიასთვის ეთქვა ის, რომ შესაძლოა ხანძრის გამომწვევი მიზეზი იცოდა. ჯონგუკი გარეთ გავიდა და ფიქრი დაიწყო.
-ლისა....ლისა..... მისი ხმა ძალიან გავდა იმ ექიმის ხმას, იქნებ ხანძარი ლისამ გააჩინა.....არა არა ამას ვერ გააკეთებდა, შეიძლება ყველაფერი იკადროს მაგრამ ადამიანს სასიკვდილოდ არ გაიმეტებდა. ჯონგუკი ლისაზე ფიქრით თავს იჭყლეტდა. მალე ჯონგუკმა მია საავადმყოფოდან გამოიყვანა და მის სახში წაიყვანა. სადაც მოულოდნელი სიურპრიზი დახვდათ. ჯონგუკი თვალებს არ უჯერებდა, არ ეგონა რომ სიმართლე იყო ის რასაც ეხლა ხედავდა.
-ლისა?.... თვალებ გაფართოებული უყურებდა ჯონგუკი ლისას. მია კი ვერაფერს ხვდებოდა, არც მის წინ მყოფ გოგონას იცნობდა.
-ჯონგუკ არ მომიკითხავ? ლისა ჯონგუკისკენ წავიდა და გადაეხვია.
-ლისა შენ აქ რა გინდა? ჯონგუკი პირდაპირ საქმეზე გადავიდა.
- მოკლედ დედაჩემის და მამაჩემის გამო სახლიდან წამოვედი, მე კიდე წასასვლელი არსად მქონდა და მამაშენმა შენი სახლის გასაღები მომცა და მითხრა, რომ შემეძლო შენთან დავრჩენილიყავი. ჯონგუკი ამ სიტყვებს ჩაუფიქრდა და ცოტახანი ჩაფიქრებული იყო.
-არ გინდა შენი საცოლე გამაცნო? ლისა მიასკენ მოტრიალდა.
-გამარჯობა მე მია ვარ.
-მე ლისა. გოგოებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ლისა უკვე გეგმებს აწყობდა თუ როგორ მოუღრბდა ბოლოს მიას. თუ  როგორ გაანადგურებდა მათ ქორწილს. ჯონგუკი და მია თავიანთ ოთახში ავიდნენ. მია შხაპის მისაღრბად შევიდა. ჯონგუკი კი ისევ ჩაფიქრებული იყო. 
- მამაჩემმა რატო ქნა ეს? ის ოცნებობდა, რომ მე და მია მარტო ვყოფილიყავით, მარტო გვეცხოვრა, რადგან ერთმანეთს შევგუებოდით. თუ ასეა მამაჩემმა ლისას ჩემი სახლის გასაღები რატო მისცა. ჯონგუკმა ტელეფონი აიღო და მამამისთან დარეკა. ერთმანეთი მოიკითხეს, მაგრამ ჯონგუკი მალევე გადავიდა საქმეზე.
- მამა ჩემთან ლისა არის და ჩემი სახლის გასაღები რატო მიეცი?
ჯონგუკის ნათქვამმა მამამისი გააკვირვა.
- ლისა? კი მაგრამ თქვენთან რა უნდა? ან რა სახლის გასაღები? შენი სახლის გასაღები არავისთვის არ მიმიცია. დღეს მთელი დღე სახლში ვართ და ჩვენთან არავინ მოსულა, მითუმეტეს ლისა. მე და დედაშენს გასაღები არავისთვის მიგვიცია.
ჯონგუკმა და მამამისმა საუბარი დაასრულეს და ტელეფონები გათიშეს. ჯონგუკი დაიბნა და ფიქრი დაიწყო.
- თუ მამაჩემს ლისასთვის გასაღები არ მიუცია მაშინ აქ როგორ შემოვიდა, რას აპირებს ეს გოგო?....არაუშავრს მალე ყველაფერს გავიგებ. ხვალ კი რაღაცეებში გამოვტეხავ.

ფსიქოპატიWhere stories live. Discover now