ჯენტლმენი ჯონგუკი და მზრუნველი მია

566 46 3
                                    

მია სააბაზანოდან გამოვიდა. ჯონგუკი უკვე საწოლში იწვა და ტკბილად ეძინა. ყოველ შემთხვევაში მიას ესე ეგონა. ბალიში აიღო და ძირს დააგდო. უცბათ ჯონგუკი გადმობრუნდა მისკენ.
- რას აკეთებ? მიამ ჯონგუკის ხმა რომ გაიგო შეხტა, არ ეგონა, რომ ეღვიძა.
-მე შენთან ერთად ერთ საწოლში არ დავიძინებ.
- მერე ძირს დაძინებას აპირებ?
მიამ ჯონგუკის კითხვას პასუხი არ გასცა და ძირს დაწვა.
-ღმერთო ჩემო ეს გოგო გამაგიჟებს. თავისთვის ჩაილაპარაკა ჯონგუკმა. ჯონგუკი საწოლიდან ადგა და მიასთან მივიდა.
-ადექი. მიამ ჯონგუკს შეხედა.
-ადექი, ადექი. ჯონგუკი ისევ უმეორებდა ამ სიტყვებს, მაგრამ მია მაინც ჯიუტობდა და არ დგებოდა.
- არა მე შენთან ერთად არ დავწვები.
- მერე ვინ გითხრა, რომ ჩემთან ერთად დაწვები....შენ საწოლზე დაწექი და მე მანდ დავიძინებ.
-ნწ, არა შენ, შენ საწოლში დაწექი. მე აქაც კარგად ვარ.
მია თავისას არ იშლიდა. ჯონგუკი ეხლა ხვდებოდა თუ როგორი ჯიუტი იყო მია. ჯონგუკმა ამოიხვნეშა და მიასთან დაიხარა. მოულოდნელად ჯონგუკმა მიას ხელი დაავლო და ხელში აიტაცა.
- რას აკეთებ? ხელი გამიშვი ახლავე!
ჯონგუკი მიას არ უსმენდა. მან მია საწოლთან მიიყანა და იქ დააწვინა.
- აქ იყავი და არ ადგე, მე ძირს დავიძინებ.
ჯონგუკმა ბალიში გაასწორა და ძირს დაწვა.

—————————
დილით მიას ფანჯარაში შემოღწეული მზის სხივები აღვიძებენ, ჯონგუკს კი მზის სხივები კი არა, წელის ტკივილი და ხველა აღვიძებს.
- აბა როგორ გრძინა? მია ჯონგუკს ეკითხება.
- მშვენივრად, როგორ უნდა მძინებოდა ცუდად როცა იატაკზე ვიწექი. ჯონგუკმა ამას ხველება დააყოლა.
- შენ რა გაცივდი? მია საწოლიდან წამოხტა, ჯონგუკთან მივიდა და შუბლზე ხელი დაადო.
- ღმერთო ჩემო ჯონგუკ ავად ხარ, სიცხისგან იწვი.....ახლავე ადექი, ადექი, ადექი და საწოლზე დაწექი. მიამ ჯონგუკი ძალით ააყენა იატაკიდან და საწოლზე დააწვინა. საბანი გადააფარა, რათა არ შესცივნოდა და უარესად არ გამხდარიყო.
- აქ იყავი, არ ადგე. ეხლავე მოვალ.
ჯონგუკი გოგოს საქციელით გაკვირვებული იყო. არ მოელოდა მისგან არეთ სითბოსა და მზრუნველობას.
- საყვარელი.
თავისთვის ჩაილაპარაკა ჯონგუკმა და გაეღიმა. მალევე მის ოთახში მია შემოვიდა, რომელსაც ხელში ცხელი წვნიანი ეჭირა. საწოლზე ჩამოჯდა და ჯონგუკს დაუწყო ლაპარაკი.
- ეს წვნიანი უნდა შეჭამო და უკეთესად გახდები.
- აარააა ამას არ შევჭამ, არ მიყვაარს.  ჯონგუკი პატარა ბავშვივით იქცეოდა. მია არ იმჩნევდა, მაგრამ ჯონგუკის ასეთ საქციელზე გულში ეცინებოდა და ხალისობდა.
- არავითარ შემთხვევაში, ამ წვნიანს ბოლომდე შეჭამ იცოდე!
მიამ წვნიანი კოვზით ამოიღო და ჯონგუკის პირთან მიიტანა. ჯონგუკს პირი ქონდა შეკრული და არ აღებდა, მაგრამ საბოლოოდ
წვნიანი სულ შეჭმული იყო. ჯონგუკი კი კიდე თხოვდა, რომ დაემატებინა მისთვის წვნიანი, იმდენად მოეწონა, რომ კიდე უნდოდა. ამ დროს ლისა შევიდა ჯონგუკის ოთახში.
- ღმერთო ჩემო ჯონგუკ კარგად ხარ? გინდა საავადმყოფოში წავიდეთ?
ლისამ თვალთმაქცობა დაიწყო, თითქოს ძალიან ანაღვლებდა ჯონგუკის ჯანმრთელობა. მას მხოლოდ ის უნდოდა, რომ ჯონგუკი ხელში ჩაეგდო.
ჯონგუკს ლისას დანახვაზე სახეზე ზიზღი შეეტყო. უნდოდა, რომ სიმართლე გაეგო და ყველაფერი ცოდნოდა იმაზე თუ რას ხლართავდა ლისა.
- კარგად ვარ, მია მივლის და ცუდად როგორ ვიქნები.
ჯონგუკი მიას გადაეხვია. ლისამ კი წყვილს ზიზღით შეხედა. მიასთვის მოულოდნელი იყო, რომ ჯონგუკი გადაეხვია და მის ამ საქციელზე თვალები დაჭყიტა. ჯონგუკს მიას სახეზე გაეცინა. ოღონდ ისე, რომ ვერც მიამ და ვერც ლისამ ვერ დაინახეს მისი ღიმილი.
- რადგან ასეა მე გავალ, აღარ შეგაწუხებთ.
თქვა ლისამ.
"სწორს იზამ"- თავისთვის გაიფიქრა ჯონგუკმა.

————————
მია მთელი დღე არ მოშორებია ჯონგუკს. მასზე ზრუნავდა, წამლებს ასმევდა, აჭმევდა, ლისა კი  მათი შემხედვარე შურისგან სკდებოდა. უნდოდა, რომ თავისი დაწყებული საქმე მალე დაემთავრებინა, მაგრამ ვინ იცის როგორ იზამდა ამას. ან საერთოდ შეძლებდა ამას?
მოსაღამოვდა და ყველა დასაძინებლად წავიდა. მია ძირს დაწოლას აპირებდა, რადგან ჯონგუკთან დაწოლა დიდად არ უნდოდა.
- შენ რა შეშლილი ხარ? ვერ ხედავ რა დღეში ვარ, შენც გინდა ესე დაგემართოს? არა არავითარ შემთხვევაში ძირს არ დაწვები!
- კი, მაგრამ აბა შენ ხო არ დაწვები ძირს.
- კი, მაგრამ ვინ თქვა, რომ ძირს დაწოლას ვაპირებ....ორივე ერთად დავიძინებთ საწოლში.
- არა, არ ვაპირებ შენთან ერთად წოლას. ჯონგუკმა ამოიხვნეშა, საწოლიდან ადგა და მიასკენ წავიდა. უცბად აიტაცა ხელში და საწოლზე დააწვინა. ეს უკვე მეორედ ქნა ერთ დღეში. მია დააწვინა, შემდეგ კი თვითონაც გვერდითვე მიუწვა და ხელები მოხვია, ფეხებიც კი მიაზე გადახვია, რადგან არ ამდგარიყო, არ გაქცეიდა მისი მკლავებიდან.

ვიცი რომ ძალიან იშვიათად ვდებ თავებს და ძალიან სისულელეებს ვწერ🤦🏻‍♀️ მაგრამ ამ არდადეგებზე ვიაქტიურებ და მალ-მალე დავდებ ხოლმე(ალბათ)
ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობს ჩემ ფიკებს ყოველი თქვენთაგანი ძალიან მიყვარს💜💜💜 თქვენ ჩემი მეორე ოჯახი ხართ💜💜

ფსიქოპატიWhere stories live. Discover now