6 თავი

1.5K 90 4
                                    

მოულოდნელობისგან ვერაფერი გავაკეთე ერთ ადგილას გავშეშდი, ნოამ გაანალიზა და სირცხვილისგან თავი ჩახარა:
- ეს რატომ გააკეთე?
- არ ვიცი, უბრალოდ ეს მჭირდებოდა, ნინი სხვანაირი ხარ, მინდა შენთან ურთიერთობა უფრო წინ წავიყვანო.
და აი უფრო დავიბენი
- ნოა.. მე...
- არაფრის თქმა არარის საჭირო, მინდოდა გცოდნოდა.
- კარგი ადამიანი ჩანხარ, ყველაფრისთვის დროა საჭირო ხომ ხვდები? ჯერ ახლა გავიცანით ერთმანეთი.
- მესმის და რამდენი ხანიც გინდა დაგელოდები
- კარგი, ახლა წავალ
- კარგი დროებით გამიღიმა ნოამ
- დროებით გავუღიმე და სახლში შევედი კარებს მივეყუდე და ღრმად ჩავისუნთქე
- რამის მოყოლა ხომ არ გინდა? მკითხა დედამ
- მოდი სხვა დროს იყოს
ოთახში შევედი და ლოგინზე დავწექი ჭერს მივაშტერდი, წეღან მომხდარი ჯერ კიდევ არ მჯეროდა, წყალი გადავივლე ლოგინში შევწექი და გოგონებს დავურეკე:
- ოუ ვინ დაბრუნებულაა თქვა კეიტმა
- ნოამ მაკოცა მივახალე მაშინვე
- რა?! ერთად წამოიყვირეს ყველაფერი მოვუყევი
- ნოას მართლა ძალიან მოსწონხარ თქვა ელიმ
- ასე ფიქრობ?
- რათქმაუნდა თქვა კეიტმა
- დილანზე რას იტყვი? მკითხა ელიმ
- არ აჩვენებს, მაგრამ ვიცი რომ შიგნიდან გატეხილია.
- ვინ დილანი? სასაცილოა თქვა კეიტმა
-  შენთან და მაიკთან რა მოხდა?ვკითხე ელის მას გაეღიმა
- ჯერ უბრალოდ ვლაპარაკობთ
- ყველაფერი მაგით იწყება ვთქვი მე
- მოდი ხვალ გავისეინოთ, დასვენების დღეა თქვა კეიტმა
- კარგი აზრია ვთქვი მე

                            * * *
გადავწყვიტეთ mc-ში წავსულიყავით გარეთ გავედი გოგონები უკვე mc-სთან იდგნენ
- ოუუ როგორც ყოველთვის ძალიან ლამაზი ხარ თქვა ელიმ
- თქვენც. გადავეხვიე ორივეს
შევედით საჭმელი შევუკვეთეთ, ცოტახანში კი დილანი და ბიჭები შემოვიდნენ
- შენი ბიჭი მოვიდა უთხრა კეიტმა ელის ელიმ კი გაბრწყინებული თვალებით გაიხედა
დილანმა თვალი ჩამიკრა და ჩვენს წინ დაჯდა, მაიკი კი ელისთან მოვიდა
- ჰეი უთხრა ელს
- ჰეი
- არ მეგონა რომ აქ იქნებოდი, გინდა სადმე გავისეირნოთ?
- მეგობრებთან ერთად ვარ და სხვადროს იყოს
- პრობლემა არ არის, შეგვიძლია საღამოს შევიკრიბოთ ვუთხარი მე
- დარწმუნებული ხარ?
- წადი, მართლა უთხრა კეიტმა
- კარგი მაშინ საღამომდე.
ელი და მაიკი გავიდნენ მათი შემხედვარე გამეღიმა ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს
- მაიკს აშკარად მოსწონს ელი
- ჰო მეც მასე ვფიქრობ დამეთანხმა კეიტი
- და შენ?
- რა მე?
- არავინ მოგწონს?
- არა ჯერ-ჯერობით მარტო ვარ
- ვინმე გყოლია?
- იყო ერთი, მაგრამ აღმოჩნდა რომ უბრალოდ ერთობოდა
- ოუ, ძალიან ცუდია
- არაუშავს, მაინც არ ვიყავით შესაფერისები
- ჰეი ლამაზო დილანი მოვიდა და გვერდით მომიჯდა, ასევე ჩემი კარტოფილი აიღო
- დილან რაღაც უნდა დაიმახსოვრო ლამაზს თუ მეორედ დამიძახებ, ცუდად გექნება საქმე და თუ ჩემს საჭმელს კიდევ ერთხელ აიღებ მოგკლავ.
- არ შეიძლება მეგობრის საჭმელი ავიღო?
- მე შენი მეგობარი არ ვარ, უბრალოდ გამეცადინებ
-  ესეც მეგობრობის რაღაც სახეობაა.
- არ არის.
- ვარდისფერთმიანო ხომ მე მეთანხმები?
- რა მიმართვაა?
- ცნობისთვის კეიტი მქვია და არა არ გეთანხმები
ტელეფონმა დარეკა ნომერს დავხედე ნოა იყო, დილანმაც დახედა და რაღაცნაირი სახე მიიღო.
- გისმენ
- შეგიძლია შემხვდე?
- კეიტთან ერთად ვარ...
- შეხვდი, ჩვენ საღამოს შევხვდეთ მითხრა კეიტმა
- მაშინ მცალია
- კარგი, პარკში მოხვალ?
- 15 წუთში მანდ ვარ გავუთიშე ყურმილი
- ძალიან მეწყინა რომ არ მომიკითხე თქვა დილანმა ირონიით
- გამატარე ფეხზე ავდექი და გავედი
- სერიოზულად შეეშვი მის შებმას უთხრა კეიტმა დილანს
- არ ვაბამ, მაგრამ რომ მოვინდომო ჩემი გახდება
- ჰო რათქმაუნდა... კეიტიც ადგა
                              * * *
ნოა უკვე იქ იყო მასთან მივედი
- გადავწყვიტე ყველაფერი მოგიყვე
- გისმენ
- მოკლედ 3 წლის წინ დილანი ჩემი საუკეთესო მეგობარი იყო, ასევე შეყვარებული მყავდა, ჩვენ სამი სულ ერთად ვიყავით.
- ეს გოგო ევაა? გაკვირვებულმა შემომხედა
- როგორ მიხვდი?
- რაღაცეები ერთმანეთთან დავაკავშირე
- ევა ძალიან მიყვარდა, შემდეგ დილანი დედამ მიატოვა დიდხანს ეძებდა თუმცა ამაოდ, ძალიან შეიცვალა თითქმის აღარავის ელაპარაკებოდა, ერთ დღესაც მასთან სახლში მივედი მინდოდა რაღაცით გამემხიარულებინა, მის ოთახში შევედი და საშინელი სურათი დამხვდა... ის და ევა...
- ოუ ხელი პირზე ავიფარე
- იმ დღეს ორი ძვირფასი ადამიანი დავკარგე.
- ძალიან ვწუხვარ...
- წვეულებიდან იმიტომ წამოვედი რომ ევამ ძალიან გამაღიზიანა
აღარაფერი მითქვამს უბრალოდ ჩავეხუტე, მანაც შემომხვია ხელები და მაგრად ჩამეხუტა.
- ევას მიმართ რამეს გრძნობ?
- ზიზღის გარდა არაფერს, თანაც სხვა ვიღაც არსებობს ჩემს ცხოვრებაში,  გამიღიმა
- ყველაფერი კარგად იქნება ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.

                           * * *
კეიტი სკამზე იჯდა და ყურსასმენში მუსიკას უსმენდა თან გარემოს აკვირდებოდა.მასთან ევა მივიდა ყურსასმენი მოხსნა და თვითონ გაიკეთა, კეიტი მოულოდნელობისგან შეხტა მაგრამ როგორც კი ევა დაინახა მაშინვე შეეცვალა სახე. მის სახეზე მხოლოდ ზიზღს თუ ამოიკითხავდით
- მაშინაც imagine dragons-ის სიმღერებს უსმენდი უთხრა ევამ და გაუღიმა,კეიტმა კი ყურსასმენი გამოართვა
- არაფრის მომტანი დრო თქვა კეიტმა ისე რომ ევასთვის არ შეუხედავს
- მე იმ დრომ ბედნიერება მომიტანა..
- ჰო რათქმაუნდა
- იცი რომ გაგრძელება არ შემეძლო
- არ გინდოდა
- ასე არ არის
- უბრალოდ ეგოისტი ძუკნა ხარ!
- ჯობია წავიდე
- კარგია რომ მიხვდი.

                         * * *
ელი და მაიკი სეირნობდნენ და ბევრ საინტერესო თემაზე ლაპარაკობდნენ
- აქამდე როგორ ვერ შეგამჩნიე? კითხა მაიკმა
- იქნებ, ძალიან ლამაზი გოგოების თვალიერებაში იყავი გართული
- და შენ ვერ დაგინახე?
- ზუსტად
- მაშინ ვიტყვი, რომ მაგარი იდიოტი ვარ
- გეთანხმები
- მაპატიე, იმისთვის რომ დილანი როდესაც დაგცინოდა არაფერს ვაკეთებდი...
- ანუ შეგიმჩნევივარ.
- თუმცა, ასე არა
- ისიც კარგია,რომ ხუმრობაში არ ყვებოდი.
-  გპირდები, ამის შემდეგ არავის მივცემ შენი წყენინების უფლებას.
- ეს იდეა მომწონს.

                            * * *
საღამოს გოგონები შევიკრიბეთ, მე კი ნოას მოყოლილზე ვფიქრობდი, მაინც ვერ ვამართლებდი დილანს რომ ასე მოექცა, უგულო იდიოტია. გოგონებსაც მოვუყევი ამის შესახებ:
- სიმართლე გითხრა, დილანისგან არ გამკვირვებია. თქვა კეიტმა
- არც მე თქვა ელიმ
- შენთანაც დედამისის გამო გაწყვიტა კონტაქტი? ვკითხე ელის
- კი, მას შემდეგ აღარ მელაპარაკებოდა, შემდეგ კი უკვე ჩემი დაცინვა დაიწყო.
- იდიოტი, მე კიდევ ვამეცადინებდი  მგონი მისი მეცადინეობა გადავიფიქრე.
- ჩემი აზრით, თუ მამამის დაეხსნება შეიძლება შეიცვალოს კიდეც თქვა ელიმ
- ელ ადამიანი არ იცვლება , უბრალოდ საჭირო დროს საჭირო როლს თამაშობს . თქვა კეიტმა
- ცდად მაინც ღირს თქვა ელმა
- მაშინ შევხედავ 1-2გაკვეთილი თუ ვერაფერს დავინახავ მასში შევეშვები.

changes/ცვლილებები(დასრულებულია)Where stories live. Discover now