20 თავი

2.2K 109 45
                                    

20 თავი
გუშინდელი დღე საშინლად დამთავრდა, დღეს დილანი მიემგზავრება... მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, გადავწყვიტე ცოტახანი გარეთ გამესეირნა ჩავიცვი:

 მთელი ღამე თვალი არ მომიხუჭავს, გადავწყვიტე ცოტახანი გარეთ გამესეირნა ჩავიცვი:

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გარეთ გავედი ჩემსკენ მომავალი ნოა დავინახე.
- ჰეი.
- როგორ გრძნობ თავს?
- უკეთესადაც ვყოფილვარ.
სახლის კიბეზე ჩამოვჯექი, ნოაც გვერდით მომიჯდა
- გუშინდლის მერე რამე მოხდა? მითხრა მან
- არაფერი, შენსა და კარას შორის რაღაც ხდება ხომ?
თემის გადატანა ვცადე, ნოას გაეღიმა აშკარად ძალიან მოსწონდა კარა.
- კი, ის ძალიან კარგია ჩემს გვერდთ იყო იმ ამბების შემდეგ... ხომ ხვდები რას ვგულისხმობ
- ოჰ ნოა... ამისთვის მართლა ძალიან მწუხვარ.
- ვიცი და უკვე წარსულია... თუ მუდამ წარსულს ვუყურებთ ლამაზი მომენტების სანახავად დრო არ დაგვრჩება.
- ასეა. გავუღიმე
- იცი რას გეტყვი? შენ თუ მართლა გიყვარს ადამიანი, ისწავლი ლოდინს. შეიძლება, დღეს არ იყოთ ერთად თუმცა , მომავალში ერთად იქნებით.
- მაგრამ მე მისთვის არ მითქვამს...
- რა?
- რომ მიყვარს...ძალიან მიყვარს!
პირველად გავიაზრე რომ დილანი მიყვარდა.
- ასეც ვიცოდი. ნოას გაეღიმა
- უნდა ვუთხრა!- ფეხზე წამოვხტი ნოაც ადგა
- მე წაგიყვან, სწრაფად!
მანქანაში ჩავჯექით და 10წუთში დილანს სახლთან ვიყავით მანქანიდან გადმოვედი და კარზე კაკუნი დავიწყე კარი დილანის მამამ გააღო:
- დილანი შინაა?
- უკვე წავიდა
- რამდენი ხანია?!
- დაახლოებით 20 წუთია
- სანამ წავალ რაღაცას გეტყვით, მასში ძალიან შეცდით, ის ერთ-ერთი საუკეთესო ადამიანია რომელსაც ვიცნობ.
- ვიცი. მითხრა მამისმა
ძალიან ჩქრა ვიარეთ დარწმუნებული ვარ ნოა ერთ ჯარიმას მაინც აირტყავდა. მანქანიდან რასაც ქვია გადავფრინდი და აეროპორტში შევვარდი თავიდან ავნერვიულდი სანამ დილანს დავინახავდი ბოლოს დავინახე უკვე თვითფრინავში ასასვლელად ემზადებოდა
- დილან! მასთან მივირბინე 
- ნინი? გაკვირვებული სახე ჰქონდა
- მიყვარხარ ! ვიცი რომ აქამდე უნდა მეთქვა, ისიც ვიცი რომ დარჩენას ვერ გთხოვ, მაგრამ რამდენიც საჭირო იქნება დაგელოდები ! იმიტომ რომ ძალიან მიყვარხარ დილან! - დილანს გაეღიმა
- მეც ძალიან მიყვარხარ!
მოიწია და მაკოცა.
                               * * *
იმ დღეს დილანი მაინც წავიდა, დედამისის ნახვა ძალიან უნდოდა, მაგრამ დამპირდა რომ მალე დაბრუნდებოდა, ასეც მოხდა 1 თვეში დაბრუნდა, დედამის ძალიან გაუხარდა დილანის ნახვა და უამრავი ბოდიშიც მოუხადა, დილანმა მიიღო მისი ბოდიში მაგრამ ცხოვრება მაინც ისევ აქ ამერიკაში აირჩია, მამამისმაც მოუხადა ბოდიში და მასაც აპატია. ასევე ვფიქრობთ ზაფხულში დასასვენებლად საქართველოში წავიდეთ, დილანს ძალიან აინტერესებს საქართველო, ამ ერთ თვეში რაღაცეები შეიცვალა, კეიტმა და ევამ ერთად გადაწყვიტეს საცხოვრებლად გადასვლა და ბედნიერად ცხოვრობენ, მაიკს ისევ ხშირად ეცვლება ხასიათი, თუმცა ელის წყალობით უმკლავდება მას, ნოა და კარა კი ერთად არიან, სხვათაშორის ნოამ აუხსნა სიყვარული, დილანს და ნოასაც დაულაგდათ ურთიერთობა და ყველაფრის თავიდან დაწყება გადაწყვიტეს, დილანმა ჩემი ოჯახიც უკეთესაც გაიცო და თავი შეაყვარა, მეც უკეთესაც გავიცანი მამაისი და მინდა გითხრათ დილანის წასვლის შემდეგ ჭკუაც ისწავლა.
მე და დილანმა პატარა პიკნიკი მოვაწყვეთ, ახლა ბალახებში ვწევართ დილანს თმაზე ვეფერები.
- ოდესმე წარმოიდგენდი რომ ახლა ასე ვიქნებოდით? მკითხა დილანმა
- არა , პირველად რომ შეგხვდი შენი მოკვლის სურვილი გამიჩნდა.
- გამოტყდი რომ თავიდანვე მიგიზიდე მითხრა მან
- არაა, მასე არ ყოფილა!
- არა ხო? მითხრა და მაკოცა ტელეფონზე მესიჯი მომივიდა
- ელიმ მომწერა, უკვე 1სააია MC-ში გველოდებიან.
- ანუ როგორც ყოველთვის დავაგვიანეთ მითხრა მან
- წამოდი თორემ მოგვკლავენ.
ხელი ჩავკიდე , ყოველთვის მინდოდა  თუ შეყვარებული მეყოლებოდა ასეთი ურთიერთობა მქონოდა, ჩვენი ურთიერთობამ იმხელა განვითარება განიცადა... ყველაფერი კი, სიძულვილისგან დაიწყო, მართალია როდესაც ამბობენ სიძულვილიდან სიყვარულამდე ერთი ნაბიჯიაო.
mc- ში შევედით
- ოჰოო! როგორც იქნა მოვიდნენ! თქვა კეიტმა
- აპლოდისმენტებს იმსახურებთ! გვითხრა მაიკმა და ტაში დაგვიკრა
დავსხედით, ელიმ საუბარი დაიწყო
- წარმოიდგინეთ როგორ შეიცვალა ყველაფერი, რას ვიფიქრებდით რომ ახლა აქ ყველანი ერთად ვისხდებოდით.
- და დილანი უაზრო რეპლიკებს აღარ გვესროდა. თქვა კეიტმა გაგვეცინა ადრე ალბათ ამაზე დილანს კარგად გამოვლაძღავდი.
- საშინლად ვიქცეოდი კეიტ, თუნდაც შენც ორიენტაციაზე, მაპატიე მიხარია რომ შენ და ევა ბედნიერები ხართ. უთხრა დილანმა და გულწრფელად გაუღიმა.
- არაუშავს, დამავიწყდა ეგ ამბავი უკვე უთხრა კეიტმა და მხარზე დაარტყა დილანს
- მთავარია შენს შეცდომებს მიხვდი უთხრა ევამ
- ასეა, ისე ზუსტად ამ ადგილას მივხვდი რომ შენ შეგეძლო ჩემი ცხოვრების შეცვლა და მაგ დღიდან ჩემი შეცვლაც დაიწყე
- ოუ ვუთხარი და ლოყაზე ვაკოცე 
- ვაღიაროთ პირველი მე მივხვდი, რომ ერთად იქნებოდნენ თქვა ნოამ და გაიცინა
- მე მივხვდი გეშლება უთხრა ევამ
- ეჭვი მეპარება.
დილანს მხარზე თავი დავადე, მან კი საფეთხელთან მაკოცა.
-  ნოას და კარას ისტორია ნამდვილად სხვანაირად განვითარდა. თქვა მაიკმა
- ასეა, უეცრად გამოჩნდა და თავი შემაყვარა. თქვა ნოამ
- იგივეს თქმა შემიძლია თქვა კარამ და ერთმანეთს აკოცეს.
- მაიკი და ელი ერთადერთი წყვილია, მგონი რომელიც ამდენხანს ერთადაა და თითქმის არასდროს უჩხუბიათ ვთქვი მე
- ასეა, ელმა მომაჯადოვა თქვა მაიკმა და ელს აკოცა, ელი დაიმორცხვა და ჩაეხუტა
- მოდი ვაღიაროთ ჩვენ ყველას გჯობივართ! თქვა კეიტმა და ევას გადახვია ხელი
- ზედმეტად თამამი განაცხადია როდესაც ჩვენც ვარსებობთ თქვა დილანმა და მიმიხუტა
- არ შემიძლია არ დავეთანხმო დილანს ვთქვი მე და დილანს ვაკოცე.
ბევრი ვიცინეთ, ვიმხიარულეთ, ზუსტად ასეთ ცხოვრებაზე ვოცნებობდი მყოლოდა ასეთი საოცარი მეგობრები, როდესაც აქ გადმოვედი მეშინოდა, მაგრამ ამ ცვლილებებმა სწორ გზამდე მიმიყვანა.

ნურასდროს შეგეშინდებათ ცვლილებების, ბოლომდე იბრძოლეთ თქვენი ბედნიერებისთვის, ნუ შეგაშინებთ დაბრკოლებები, გარისკეთ, ნი შეგეშინდებათ იმის რაც ხართ, თითოეული ადამიანი განსაკუთრებული ვართ და იცხოვრეთ ისე როგორც გინდათ. პირველად რომ აქ შემოვდგი ფეხი რას წარმოვიდგენდი რომ იმ დროსითვის ყველაზე აუტნაელი ბიჭი ჩემი შეყვარებული გახდებოდა ?  ან ასეთ მეგობრებს და ისტორიებს შევიძენდი. დაიმახსოვრეთ: არასდროს იცი რა მოხდება. არასდროს დანებდეთ და იბრძოლეთ თქვენი ოცნებისთვის!❤️

ბავშვებო მოთხრობა ამით დასრულდა დიდი იმედი მაქვს მოგეწონათ😊❤️

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: May 06, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

changes/ცვლილებები(დასრულებულია)Where stories live. Discover now