11 თავი

1.3K 80 18
                                    

სკოლაში არაფერი ხდება ნოა ხმას არ მცემს, დილანს კი მე არ ვცემ ხმას. დღეს ევა წვეულებას აწყობს გუნდის მოგების აღსანიშნავად, მივდივარ, იქნებ ნოას იქ მაინც დაველაპარაკო. ახლა კაფეტერიაში ვზივართ და კეიტი გვიყვება, რომ გუშინ ვიღაც ბიჭი გაიცნო.
- შემდეგ ვისეირნეთ, ძალიან კარგი მოსაუბრეა ყველაფერთან ერთად.
- ისევ აპირებ შეხვედრას? კითხა ელიმ
- კი, დღეს წვეულებაზე ჩემთან ერთად მოდის.
- კარგია თქვა ელიმ
- უკაცრავად ცოტახანი ყურადღებას ვითხოვ ! ყველამ მაგიდაზე ასულ მაიკს შევხედეთ
- რას აკეთებს? იკითხა ელიმ დაბნეულმა
- ცოტახნის წინ ერთი გოგონა გავიცანი, მხიარული და ძალიან საყვარელი, ვერ ვხვდები აქამდე როგორ ვერ ვამჩნევდი ნამდვილი იდიოტი ვარ, ეს გოგო ელი გრიფინია! მიყვარს! ელ, გახდები ჩემი შეყვარებული? თუ თანხმობას მეტყვი, გპირდები მუდამ შენს გვერდით ვიქნები, არასდროს მიგატოვებ, შენ ერთადერთი ხარ ვისაც მინდა ვუყურო .
ყველანი შოკირებულები ვიყავით, მაგრამ მეღიმებოდა მაიკის საქციელზე, ელის შევხედე, თვალებიდან ცრემლები წამოუვიდა მაიკისკენ წავიდა, მაიკი მაგიდიდან ჩამოვიდა და ელისკენ დაიწყო, სვლა ელიმ სახეზე ხელი მოკიდა და უთხრა:
- მინდა რომ შენი შეყვარებული ვიყო. გაუღიმა და აკოცა.
ყველამ ტაში დავუკარით, ძალიან გაგვიხარდა მათთან მივედი და ჩავეხუტე.
* * *
მოვემზადე :

 გავედი ელი და მაიკი მანქანაში მელოდებოდნენ- ჰეიი შეყვარებულებო ვუთხარი მანქანაში დაჯდომისას

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

გავედი ელი და მაიკი მანქანაში მელოდებოდნენ
- ჰეიი შეყვარებულებო ვუთხარი მანქანაში დაჯდომისას.
- ჰეეი, კარგად ხარ? მკითხა ელიმ
- ნორმალურად.
- ჰო იცი შეგირიგდება, ვერ გაძლებს. მითხრა მაიკმა
- იმედია
ვუყურებდი მათ ჩაკიდებულ ხელებს, როგორ უყურებდნენ ერთმანეთს და ნოასთან გატარებული დრო მახსენდებოდა. ევას სახლს მივუახლოვდით და შიგნით შევედით კეიტი და ჯოში უკვე იქ იყვნენ კეიტმა გაგვაცნო და მართლა კარგი ადამიანი აღმოჩნდა, ნოა დავინახე და მისკენ წავედი
- ნოა! ორი წუთით გთხოვ დამელაპარაკე ვუთხარი მე ძალიან გაბრაზებულმა შემომხედა
- არ მინდა ნინი შენთან საუბარი, გთხოვ.
მითხრა და გვერდი ამიარა, გვერდით გავიხედე, თურმე დილანი შესწრებია ჩვენს საუბარს ვითომ შეწუხებული სახით მიყურებდა, ცუდი სახით შევხედე და გავიარე. დღეს ვაპირებდი ძალიან დავმთვრალიყავი.

changes/ცვლილებები(დასრულებულია)Where stories live. Discover now