12 თავი

1.2K 78 6
                                    

ნინის თვალთახედვა:
დილით საშინელი თავისტკივილი მაღვიძებს, ვგრძნობ რომ ვიღაცას ჩემს წელზე ხელი აქვს შემოხვეული და მაგრად მეხუტება, მისკენ ნელა ვიხედები და მშვიდად მძინარე დილანს ვხედავ, რამდენიმე წამი ვუყურებ მის სახეს, შემდეგ კი ვიზიარებ და ლოგინიდან ვხტები. ჩემს ქმედებაზე დილანი იღვიძებს:
- რახდება ? ამბობს მძინარე ხმით
- რა რახდება? აქ რა მინდა?- მაისურს შევხედე, რომელიც მეცვა და ნამდვილად არ მეცნობოდა- ან ეს მაისური რატომ მაცვია?
- სხვათაშორის გიხდება გამიღიმა
- დილან ნორმალურად ამიხსენი ყველაფერი!
- მართლა არაფერი გახსოვს?
- მეტყობა რომ რამე მახსოვს ?
- ცუდია მითხრა და თავი ჩახარა
- რამე საშინელება გავაკეთე?
- არაფერი ისეთი, რასაც სხვები არაკეთებენ და მინდა იცოდე რომ მხოლოდ იმიტომ ხარ აქ, რომ სახლში წასვლა არ გინდოდა.
- ვაი მშობლები... -ტელეფონისკენ წავედი
- ნუღელავ, დედაშენს ველაპარაკე და ფიქრობს რომ კეიტთან ხარ
- უნდა წავიდე, ჩემი ტანსაცმელი სად არის?
- სააბაზანოში.
გამოვიცვალე და ისევ ოთახში დავბრუნდი, დილანს უკვე ჩაეცვა
- აი შენი მაისური.- გავუწოდე მაისური
- შეგიძლია დაიტოვო.
- შენი მაისური? არა, მადლობა.
- წაგიყვან სახლში.
- ჩემით წავალ.
- ჯობია მე წაგიყვანო.
შეწინააღმდეგების თავი არ მქონდა, ისედაც თავი ძალიან მტკიოდა. ქვევით ჩავედით, მამამისი სასტუმრო ოთახში ყავას სვამდა:
- გამარჯობა, ბავშვებო.
- გამარჯობა.- მხოლოდ მე მივესალმე
- გუშინ ჩვენთან დარჩი?
- კი, დავლიე და დილანი დამეხმარა.
- წავედით ნინი.
დილანი სახლიდან გავიდა, მეც გავყევი მანქანაში ჩავჯექით. თავი ისევ მისტკდებოდა და ამიტომ თავზე დავიდე ხელი. დილანმა მანქანა გააჩერა:
- კარგად ხარ?
- უბრალოდ თავი მტკივა.
- ტკივილგამაყუჩებელს გიყიდი
- არ მინდა, გამივლის.
- გინდა.
დილანმა წამალი და წყალი მიყიდა, ცოტახანში თავი უკეთ ვიგრძენი და სახლსაც მივუახლოვდით, მანქანიდან გადავედი
- მადლობ, რომ გუშინ არ დამტოვე და წამლისთვისაც.
- საჭირო იყო, ნახვამდის ნინი.
- ნახვამდის.
სახლში შევედი დედა და მამა სასტუმრო ოთახში იჯდნენ
- ადრე დაბრუნებულხარ მითხრა დედამ
- არ მინდოდა გუშინ ასე გამოსულიყო, მაპატიეთ
- ისეთ ასაკაში ხარ კარგად რომ უნდა გაერთო და კარგი მოგონებები დააგროვო ასე რომ არაუშავს მითხრა მამამ
- ზევით ავალ წყალს გადავივლებ და მერე გნახავთ ვუთხარი ღიმილით და ზევით ავედი
ვგრძნობდი, რომ გუშინ რაღაც მოხდა მაგრამ ვერ ვიხსენებდი.
* * *
ჩავიცვი

                             * * *ჩავიცვი

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

შემდეგ ელისთან წავედი. გუშინდელის შესახებ მოვუყევი მას და კეიტს:
- ასეთი დილანი დიდი ხანია არ მინახავს მითხრა ელიმ
- იმედი მაქვს კარგად მოიქცა და ისეთი არაფერი მომხდარა.
- საერთოდ არაფერი გახსოვს?
- რაღაც დეტალები მახსენდება მაგრამ ბოლომდე არა.
გოგონებმა საუბარი გააგრძელეს ლოგინზე წამოვწექი და ისევ ფიქრი დავიწყე, ცოტახნის შემდეგ გამახსენდა! ეს როგორ გავაკეთე! ლოგინიდან წამოვხტი:
- გამახსენდა!
- რა?
- დილანს ვაკოცე... შოკისგან რამდენიმე წამი ჩუმად იყვნენ შემდეგ ელიმ საუბარი დაიწყო:
- დილანი მოგწონს?
- რა?! არა!
- დარმწუნებული ხარ? სიმთვრალის დროს იმას აკეთებენ, რაც ყველაზე მეტად უნდათ. მითხრა კეიტმა
- არა, ეს რაღაც სისულელე იყო.
- მაშინ ასე რატომ ანერვიულდი? მკითხა კეიტმა
- უბრალოდ ეს ხომ დილანია... უნდა წავიდე! ვთქვი და სახლიდან გამოვვარდი დილანის სახლისკენ წავედი.
- ფიქრობ რომ ერთმანეთი მოსწონთ? კითხა ელიმ კეიტს
- რაღაც არის მათ შორის, მაგრამ ორივე ბლოკავს. თქვა კეიტმა

* * *
კარზე დაკაკუნებას ვაპირებდი, როდესაც კარი გაიღო და დილანი გამოვიდა. გაკვირვებულმა შემომხედა:
- ნინი?
- დილან გამახსენდა გუშინ რაც მოხდა!
- და?
- ვიცი შეიძლება სულელურად გამომდის, მაგრამ მინდა რომ ეს კოცნა დაივიწყო.
- დავივიწყო? გაიცინა
- რა გაცინებს ?!
- არც მახსოვდა, დამშივდდი ნოა ამის შესახებ ვერასდროს გაიგებს.
- გმადლობ, რაღაც სისულელე იყო.
- კი ნამდვილად.
- მაშინ დროებით
ვუთხარი და წამოვედი.

* * *
ნინი ჩაფიქრებული გაუყვა გზას, ვერ ხვდებოდა ეს რატომ გააკეთა, დილანმა იცრუა, ნინიც მოატყუა და საკუთარი თავიც, როგორც ყოვეთვის თავისთვის ჩაიკლა. ოთახში ავიდა მაისურს შეხედა და ისევ ის ღამე გაახსენდა, მაისური ხელში აიღო და ცხვირთან მიიტანა, ნინის სურნელი ჰქონდა, ღრმად შეისუნთქა. ცოტახანში გააცნობიერა რასაც აკეთებდა მაისური გადააგდო და საკუთარ თავს შეუძახა
- დილან აზზრზე მოდი! ეს არაფერს ნიშნავს!
თუმცა ამის თქმა, უკვე დაგვიანებული იყო.

changes/ცვლილებები(დასრულებულია)Where stories live. Discover now