1 თავი

570 21 2
                                    

თავი 1

6თვის შემდეგ

ახალი ქალაქი. ახალი ოჯახი. ახალი გატაცებები. გამოდმებით ბიჭების გარემოცვაში ყოფნა. ბოლოს თუ არ ჩავთვლით ეს სწორედ ის ცვლილებია რომელიც ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში მოხდა. ლუკი, ეშტონი, მაიკლი და ქალუმი ისეთივე ბანდის წევრები არიან როგორც ლუი და დანარჩენები. ერთი შეხედვით უბრალო ბიჭები არიან რომლებიც უნივერსიტეტში დადიან ისევე როგორც სხვა დანარჩენი. თუმცა ასე მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს.
ლუკმა გასულ თვეში უკვე მოკლა ერთი კაცი მას მეორე მოყვა და ახლა უკვე ისიც ისეთივე 'ქილერია' როგორც სხვა დანარჩენი.
ანაზღაურება საკმაოდ დიდია ალბათ სწორედ ამიტომ იქცევიან ასე. ფული ახლა ყველას გვჭირდება.

აფეთქებაზე.

როცა ლუკასმა ყუმბარა მოისროლა მახსოვს ძლიერი აფეთქების ხმა. ორივე ინერციით უკან გადავვარდით. ცეცხლი მთელს შენობას ქონდა მოდებული. როცა თვალები გავახილე მთელი სხეული მიხურდა. ირგვლივ საშინელი სიცხე და სუნი იდგა. მოსაცმელის სახელური პირზე ავიფარე და ლუკის ძებნა დავიწყე. ჩემგან არც ისე შორს მიწაზე უგონოდ ეგდო. მთელი ძალით ვანჯღრევდი. ბოლოს იმის იმედიც კი დავკარგე რომ ის ცოცხალი იყო. როცა თვალები გაახილა მახსოვს როგორ მოვხვიე ხელები და მთელი ძალით ჩავიკარი გულში.
-უნდა წავიდეთ!- მითხრა თავის პასუხში დარწმუნებულმა და შეძლებისდაგვარად ფეხზე წამოდგა.
-მაგრამ იქნებ აჯობებს ცეცხლის ჩაქრობას დაველოდოთ და.
-არა! -საუბარი გამაწყვეტინა- დაგავიწყდა ის ყუმბარა რატომ გავისროლეთ? წამოდი სწრაფად- ხელი ჩამკიდა და გაიქცა. უყოყმანოდ დავემორჩილე. სხვა გზა მაინც არ მქონდა ის მართალი იყო უკან ვეღარ დავბრუნდებოდით.
-მშვიდობით ლუი- ჩუმად ვთქვი და უკან მივიხედე. ალ-მოდებული შენობის მეტი ვერაფერი დავინახე. ცხვირზე ხელი ავიფარე და ისევ ლუკთან ერთად გავიქეცი. გზა უსწორმასწორო იყო და სიარული ჭირდა , თუმცა სიკვდილს გადარჩენილს ეს ნაკლებად მანაღვლებდა. მალევე გამოჩნდა ტრასაც მაგრამ დიდი ვერაფერი შეღავათი მანქანა 10წუთში ერთხელ თუ გამოივლიდა ან ისეთი სისწრაფით მოქროდნენ ჩვენ მაინც ვერ დაგვინახავდნენ. ალბათ ერთიანად გამურულ 'წყვილს' მანქანაში არც არავინ ჩაისვამდა. რამოდენიმე საათი ვიდექით ტრასაზე.
ლუკი მაიმედებდა რომ მისი მეგობრები აცილებლად მოვიდოდნენ მაგრამ იმედი თანდათან მეწურებოდა.
უკვე ღამდებოდა ტრასაზე კი არავინ ჩანდა.
იქვე ლოდთან ჩამოვჯექი და დაღლილმა ვერც კი გავათვიცნობიერე როდის ჩამეძინა.
თვალები მაშინ გავახილე როცა ვიღაცის ძლიერი შეხება ვიგრძენი.
-ანაბელ, გაიღვიძე- თბილად მეუბნებოდა უცნობი ხმა.
-ვინ ხან?- თვალები მოვისრისე რომ გამოსახულება უკეთ დამენახა. ჩემს წინ ქერა ,თაფლისფერთმიანი კულულებიან  ბიჭი იდგა. 'უნდა ვაღიარო საკმაოდ მიმზიდველია თან ლიამის პატარაობას მაგონებს ,მაგრამ ახლა ამის დრო არ არის!' საკუთარი თავი გავაფრთხილე და ფეხზე წმოვდექი.
-მე ეშტონ ირვინი ვარ ლუკის მეგობარი- ხელი გამომიწოდა. მეც უყოყმანოდ ჩამოვართვი ხელი.
-ჩემი სახელი საიდან იცი? თუმცა ალბათ ლუკასმ გითხრა.
-ლუკასმა?- ბიჭმა სიცილი საიწყო. ვერ ვხვდებოდი მისი სიცილის მიზეზი რა იყო ამიტომ ცოტა უხერხულად ვიდექი და ვუცდიდი სიცილს როდის მორჩებოდა მაგრამ ის არადა არ ჩერდებოდა.
-უკაცრავად?
-მას ლუკასი კი არა ლუკი ქვია ყველა ასე ეძახის შენ საიდან მოიტანე ლუკასი? -როგორც იქნა ამოღერღა როცა სიცილს მორჩა.
-არ ვიცი ისე.... მანქანა სადაა?- ირგვლივ ყველაფერი მოვათვალიერე მაგრამ უკუნითი სიბნელე იყო და რაიმეს გარჩევა გამიჭირდა.
-აი აქვეა, მაიკლ ძრავა ჩართე- დაუძახა ვიღაც ბიჭს და მალევე დავინახე მანქანაც. შავი რეინჯროვერი. მიკვირს ამხელა მანქანა აქამდე როგორ ვერ შევამჩნიე თუმცა მთვარის შუქზე ძნელია რამის დანახვა.- წამოდი წვიდეთ და გზაში ყველაფერს მოგიყვები- ხელი გამომიწოდა და მანქანისკენ გამიძღვნა. ცოტა ვიყოყმანე სანამ დავთანხმდებოდი მაგრამ არჩევანი არ მქონდა. უკან მარტო ვერ დავბრუნდებოდი ისიც კი არ ვიცოდი ახლა სად ვიყავით ამიტომ ეშტონს გავყევი.
ლუკის გარდა მანქანაში კიდევ ორი ბიჭი იყო. მაიკლი , რომელმაც ძრავა ჩართო როცა ლუკმა 'უბრძანა' და ქალუმი.
რატომღაც მეგონა მკაცრად მესაუბრებოდნენ და ამიხსნიდნენ ამის შემდეგ რა მოხდებოდა, მაგრამ ისინი ისე იქცეეოდნენ თითქოს არაფერი მომხდარიყოს.
გზაში უამრავი თამაში ითამაშეს. უკრავდნენ, მღეროდნენ. დღემდე მიჭირს იმის დაჯერება რომ მათ შეუძლიათ ვინმეს მოკვლა.
თვითმფრინავით ვიმგზავრეთ ნიო-იორკის მიმართულებით.
მეგონა ისინიც სადმე მიყრუებულ ადგილას იცხოვრებდნენ მაგრამ არა. საკმაოდ პრესტიჟულ უბანში 3სართულიანი სახლი აქვთ. მეგონა ქურდები და მკვლელები პოლიციას ემალებოდნენ მაგრამ აღმოჩნდა რომ ამ 'ბანდას' ნაკლებად ეშინია მათი. ლუკის და მაიკლის გარდ არც ერთს არ ყავს შეყვარებული. მათი დღე უნივერსიტეტით იწყება და საღამოს გართობით სრულდება. ალბათ გიკვირთ 'ქილერს' რაში ჭირდება უნივერსიტეტი მას ხომ ისედაც ყველაფერი აქვს რაც სჭირდება.
მაგრამ არა.
როცა მოსწავლე ხარ შენზე ეჭვს ძნელად მოიტანს ვინმე.

აწმყო.
-ანაბელ სად ხარ?- ქვედა სართულიდან მომესმა ეშტონის ხმა.
-ააქ- ხმამაღლა დავიძახე და წიგნების ჩალაგება გავაგრძელე
-აჰ თურმე სად ყოფილხარ . მზად ხარ? უკვე უნდა წავიდეთ
-კი აი წიგნებსაც ჩავალაგებ და მოვდივარ- უკანასკნელი წიგნი ჩავდე და ზურგჩანთა მოვიკიდე.
-დღეს ბოლო დღეა ხო იცი? და ხვალიდან დასვენებები იწყება- მხიარული სახით მითხრა და კიბეებზე ჩაირბინა. არ მესმის რა უხარია დღეს ხომ წლის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდა გვაქვს ის კი ასე მშვიდადაა.
-კი ეშტონ დღეს შენი უნივერსიტეტში ყოფნის ბოლო დღე იქნება ეს გამოცდა რომ ვერ ჩააბარო!- უხეშად ვუთხარი და მაცივრიდან ცივი წვენი გამოვიღე.
-ოო ვის ადარდებს გამოცდები- საუბარში მაიკლიც ჩაერთო.
-კი შენ და შენნაირებს ეს გამოცდა არ ანაღვლებს- ეშტონზე მივუთითე და წვენი მოვსვი.
-ვინ თქვა რომ არ მანაღვლებს?- შეშფოთებული სახე მიიღო ირვინმა- გუშინ წიგნებიდან თავი არ ამიწევია!
-მატყუარა! წამოდი უნივერსიტეტში წავიდეთ თორე ამდენ უსაქმურს ერთად ვეღარ გიძლებთ- მობეზრებლმა ამოვიხვნეშე და ეზოში გავედი. ჰუდი მანქანასთან გველოდებოდა.
-ამდენ ხან რას აკეთებდით? 15წუთია გელოდებით!- გაბრაზებულმა მითხრა და მანქანაში ჩაჯდა.
-არაუშავს- მშვიდად ვუთხარი და მანქანაში მის გვერდით ჩავჯექი. მალევე გამოჩნდნენ ეშტონი და მაიკლიც.
-მეოთხე სადაა?-ინტერესით ვიკითხე და ბიჭებს გადავხედე.
-ლუკს ჯემასთვია უნდა გაევლო და ერთად წავიდოდნენ უნივერსიტეტში- მხრები აიჩეჩა ქალუმმა.
-გასაგებია- ღვედი გადავიკარი და მანქანაც ადგილს მოწყდა.

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now