9 თავი

166 10 0
                                    

თავი 9

-მოდი სხვა თემაზე ვისაუბროთ ხომ ხედავთ ზოგს გული ეტკინა -ბავშვებს თვალით რაღაცა ანიშნა ჰარიმ.
-არაუშავს -თბილად გავუღიმე- ცოტა დავიღალე წავალ დავწვები- მოსახური მოვიფარე და კარავში შევედი. ჯემასთვის აღარც დამიცდია ისე ვიყავი დაღლილი თვალები დავხუჭე თუ არა მაშინვე დამეძინა.
დილით როცა გავიღვიძე კარავი ცარიელი დამხვდა.
-ჯემა- ხმამაღლა დავუძახე მაგრამ არავინ გამომხმაურებია. ტანსაცმელი გამოვიცვალე და გარეთ გამოვედი. ირგვლივ სიწყნარე იყო, ბავშვებს ჯერ კიდევ ეძინათ ამიტომ მომენტით ვისარგებლე და მინდორზე დავჯექი. ირგვლივ ჩიტების ჭიკჭიკი ისმოდა, მდინარე ნელა მიედინებოდა.
-შენც გაიღვიძე? აქ მარტო ყოფნა არ გბეზრდება? -უკნიდან ეშტონი მომიახლოვდა და მხრებზე ხელი მოცვია.
-არა რატომ? მარტო ყოფნა მომწონს- მშვიდად ვუთხარი და მკერდზე მივეყრდენი.
-გუშინდელისთვის ბოდიშს გიხდი.. მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო ვიცი ლუ...- ტუჩებზე ხელი მივადე
-ამ თემააზე საუბარი არ გვინდა გთხოვ, შენ საბოდიშო არაფერი გაგიკეთებია -ლოყაზე ვაკოცე და მდინარესკენ ცქერა დავიწყე.
რამოდენიმე წუთი ასე გაუნძრევლად ვისხედით სანამ ტყიდან გამოსულ ჰარის დავინახავდით.
-ტყეში რა გინდოდა?- გაკვირვებული ხმით იკითხა ირვინმა- მეგონა კარავში გეძინა.
-არა უკვე საათზე მეტია რაც გავიღვიძე და ტყეში დავხეტიალობდი- მხრები აიჩეჩა და გვერდით მოგვიჯდა.
-მეგონა უფრო მეტად გავერთობოდით აქ კი ისეთი მოწყენილობაა -თავისთვის ჩაილაპარაკა ეშტონმა.
-მოიცა მაიკლმა გაიღვიძოს და მერე ნახე გართობა -სიცილით ვუთხარი და კარვისკენ წავედი.
-მანდ რა გინდა?-ინტერესით მკითხა ჰარიმ როცა შეამჩნია რომ მათი კარავისკენ მივდიოდი.
-რაღაც ჩამოცხა მაიკლს დაცხებოდა, უნდა გავაგრილო- ეშმაკურად ჩავიცინე და ცივი წყლით სავსე ბოთლი ავიღე.
-იცოდე განანებს და დასახმარებლად მე არ დამიძახო- გამაფრთხილებელი ხმით მითხრა ეშტონმა.
-ვერაფერსაც ვერ მიზამს- ამაყად ვთქვი და კარავის შესასვლელი გავაღე. მაიკლს და ქალუმს ისე მშვიდად ეძინათ რომ წამით წყლის თავზე დასხმა გადავიფიქრე მაგრამ გართობა არ მაწყენდა, ამიტომ ბოთლს თავი მოვხსენი და ნელი სვლით წავედი მათკენ.
-ქალუუმ -ნამძინარევი ხმით თქვა მაიკლმა ჰუდი შეანჯღრია-ჰარი სად არის?- თვალები მოიფშვნიტა და წამოჯდა -ბოთლი სწრაფად გავწიე უკან და ბიჭებს გავუღიმე.
-შენ აქ რა გინდა?- დაბნეული ხმით იკითხა ქლიფფორდმა.
-მე ვიფიქრე რომ დაგცხათ და ვიფიქრე ბავშვებს გავაგრილებთქო -უკნად დამალული ბოთლი გამოვწიე და მაიკლს თავზე გადავასხი.-უუპს...- ხმადაბლა ვთქვი და კარავიდან გავვარდი.
-მოგკლაააავ- ხმამაღლა დაიღრიალა და გამომეკიდა.
-ფეხზე არ გაცვია,იცოდე ტყეში გავვარდები და ფეხები გეტკინება
-ოოჰ როდიდან ზრუნავ ჩემზე?- თანდათან მიახლოვდებოდა, მეც უკან-უკან ვიხევდი.
-კარგი რა მაიკლ ჩვენ უბრლოდ გართობა გვინდოდა
-არ მაინტერესებს -კბილებში გამოცრა და ნაბიჯს აუჩქარა.
-აააა -ხმამაღლა დავიკივლე და ტყისკენ გავიქეცი. მთელი ძალით გავვარდი. მაიკლმა მაგოკიდება დააპირა მაგრამ მალევე გაჩერდა.
-უხ შენი - მთელი ხმით დაიღრიალა და ფეხზე ხელი იტაცა.
-რა დაგემართა?- შეშფოთებულმა დავუძახე და სირბილი შევწყვიტე.
-რაღაცა შემესო, იცოდე მართლა შემომაკვდები- საცვენებელი თითი დამიქნია და ბიჭებისკენ წავიდა- ამომაძვრეთ ეს რა უბედურებაა -ხმამაღლა ყვიროდა და მუშტებს იშენდა.
-მოიცა ხო აქ დაჯექი და მე პინცეტს მოვიტან- კარავში გაიქცა ჰარი.
-აუუუ ბოდიში რააა -ნელი ნაბიჯებით მივუახლოვდი და მხარზე ხელი დავადე.
-ბუუუმ -ხმამაღლა დამიძახა და წელზე ხელი დამავლო- მახეში გაები ჩემო მზრუნველო დაიკო- ირონიული ტონით მითხრა და მხარზე მომისვა- მე მარტო მაისური დამისველა შენ კი მთელი ტანსაცმელი დაგისველდება- კმაყოფილი ხმით თქვა და მდინარისკენ დაიძრა.
-არააა მაიკლ არ გაბედო!!! -ფეხების ფართხალი დავიწყე, ზურგზე მუშტებს ვურტყამდი.
-იოცნებე-მკაცრად თქვა და მდინარეში შევიდა, მაგრამ ფართხალს არ ვწყვეტდი.-იცოდე გამივარდები და მუხლებს გადაიხლიწავ-გამაფრთხილა მაგრამ მისი სიტყვები არაფრად ცავაგდე. მალევე წყალში ამოვყავი თავი
-ხომ გაფრთხილებდი- თითქოს სინანულით თქვა
-შუა წყალში ჩავარდნას ნამდვილად ჯობდა ნაპირზე დავცემებულიყავი -ნიშნის მოგებით ვუთხარი და ფეხზე წამოვდექი.
-ოჰ კაი ერთი მე უკვე გავშრი შენ შარვლის გამოცვლა მოგიწევს- ენა გამომიყო და ბიჭებისკენ წავიდა. მაისური გავიწურე და მდინარიდან ამოვედი.
-ხო მართლა გუშინ შენი დაიკო სად იყო?- ეშმაკური ღიმილით ვკითხე ჰარის.
-შენთან კარავში -ჩვეულებრივი ტონით მითხრა და მდინარეში ქვების სროლა დაიწყო.
-აუ კაი ერთი მართლა? ჯემა ისეთი დაბალია ვერ ვამჩნევ- ჩემთვის ჩავილაპარაკე და კარავისკენ წავედი.
-ჰარი ვის ატყუებ შენ -ნიშნის მოგებით უთხრა ეშტონმა- ვითომ არ იცოდე ვის სად ეძინა.
-რას გულისხმობ?- სხვათაშორის იკითხა სტაილსმა.
-ლუკმა მე მთხოვა ჯემა ჩემთან დაწვეს და შენ ანაბელთან დაიძინეო, ეს შენ რომ გაიგონე შემომთავაზე ანაბელთან მე დავწვები შენ მაიკლთან და ქალუმთან დაიძინეო -კმაყოფილი სახით თქვა ირვინმა.
-რააა? -ხმამაღლა წამოვიყვირე- შენ ჩემ კარავში რა გესაქმებოდა? ვერ გამაფრთხილეთ მაინც? აი თურმე რატომ გაიღვიძა მისტერ სტაილსმა დილა უთენია- წელზე დოინჯი შემოვირტყი და ჰარისგან ახსნა-განმარტებას დაველოდე
-ხო მერე რა?- ისე თქვა ვითომც არაფერი- ჯემას ხომ არ ვაწყენინებდი?
-ისე ამბობ თითქოს ლუკის და ჯემას ცალკე კარავებში დაძინება ჩემი იდეა ყოფილიყო- წარბები მაღლა აზიდა ქლიფფორდმა.
-ოოო ნუ წაიღეთ ტვინი რა, ამაღამ დაიძინეთ შენ და ჯემამ ერთად -ჩვენ დაგვაიგნორა და წყალში ქვების სროლა გააგრძელა.
-ეს ბიჭი ვერაა მთლად დალაგებული -ხელი ჩავიქნიე და საჭმლის ძებნა დავიწყე. ჰამბურგერი მოვძებნე და ჩემთვის დავიწყე ჭამა.
-ეგ სად ნახე? მეც მინდა- დამშეულის სახით მომაჩერდა ეშტონი.
-მეტი აღარაა გუშინ გადაჭამეთ და რა დარჩებოდა- მხრები ავიჩეჩე და ჩემი ჰამბურგერის ჭამა გავაგრძელე.
-ვინმე უნდა წავიდეს და მოიტ.... ოოო ღმერთო- გაოგნებული სახით შესძახა ირვინმა და ფეხზე წამოხტა.
-სტაილს! მეგონა ეს ადგილი მარტო შენ იცოდი -უკმაყოფილო სახით თქვა მაიკლმა და ფეხზე წამოდგა
-არა  მარტო მე არა ,ჩვენ ბიჭები აქ ხშირად დავდ... არააა -ბოლო სიტყვა ხმადაბლა თქვა და ისიც ფეხზე წამოდგა
-რა ხდება ასეთი -ჰამბურგერს თავი დავანებე და ფეხზე წამოვდექი. ლუკმა პირში გამეჩხირა როცა ჩემს წინ მდგარი.....

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now