2 თავი

248 21 3
                                    

თავი 2

მალე უნივერსიტეტის შენობასაც მივადექით. დიდი, მდიდრული, მაგრამ სხვებისგან არაფრით გამორჩეული შენობაა. ლექტორები განათლებული და მკაცრები არიან ,თუმცა მოსწავლესაც გააჩნია. ყველასთან ერთნაირ სიმკაცრეს არ იჩენენ. შესაბამისდ უსამართლობაც ხშირია.

მაგრამ გაუმჯობესებული კოლეჯია. აქ ასეა თუ ისე ყველა სწავლობს. ყველას თავისი სამეგობრო ყავს. ძნელია რომელიმე სამეგობროში შეძვრე თუ ამას თვითონ არ გადაწყვეტენ.

-ჰეი ანაბელ- უკნიდან ჯემას ხმა მომესმა. ერთადერთი გოგოა რომელიც აქ მყოფებს არ გავს. მეგობრული, თბილი და მოსიყვარულე. მისი ოჯახის შესახებ არაფერი ვიცი. როგორც ლუკმა მითხრა აქ დიდი ხნის წინ გადმოვიდა საცხოვრებლად და დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო, თუმცა ეს დიდად არც მე არ მაინტერესებს.

-ჰეი, როგორ ხარ?-მეგობრულად გავუღიმე და მანქანიდან ჩანთა გადმოვიღე.

-მშვენივრად, შენ?- ბედნიერი სახით მკითხა.

-დღეს უჩვეულოდ გახარებული ხარ- მისი კითხვა
დავაიგნორე.

-გახარებული როგორ არ უნდა ვიყო ხვალ ხომ უნიერსიტეტი მთავრდება და 3თვე ვისვენებთ- ხელები უჩვეულოდ აამოძრავა და ცეკვა დაიწყო. მისი დანახვისას სიცილი ვერ შევიკავე.

-ხო მაგრამ გამოცდა? ჩემ გარდა არც-ერთს არ გადარდებთ- ბუზღუნით ვთქვი და უნივერსიტეტში შევედი.

-ვინ თქვა რომ არ მანაღვლებს? უბრალოდ საკმაოდ კარგად ვარ მზად და ეს გამოცდა დიდად არ მანაღვლებს- კმაყფილმა თქვა და უკან გამომყვა.

-რათქმაუნდა როგორც ყოველთვის- ჯემასი ყოველთვოს გულწრფელად მშურდა არ არსებობს ისეთი ტესტი სადაც მას უმაღლესი შეფასება არ აეღოს. ყოველთვის ყველაფრისთვის მზადაა.

-ნუ ღელავ შენც დაგეხმარები. ხომ იცი არ არსებობს ისეთი გამოცდა რომელიც ვერ ჩავაბარეთ- სიცილით თქვა და აუდიტორიისკენ გამარბენინა.-ზუსტ დროს მოვედით- აღტაცებით წამოიძახა და ოთახში შევიდა. ჯემა ჩემს წინ დაჯდა, როგორც ყოველთვის. ბავშვებმა ბილეთების აღება დაიწყეს. მაიკლი ბილეთის დანახვის დროს დაიჭყანა და ლექტორებს უკმაყოფილო სახით გადახედა. მათ თავი დაუქნიეს და ბილეთი მაშინვე გამოცვალა. აი სწორედ ამას ვგულისხმობდი 'განსაკუთრებულ' მოპყრობაში. ახალი ბილეთის დანახვისას სახე გაუნათდა, სწრაფად დაჯდა მაგიდასთან და წერა დაიწყო. შემდეგ ლუკი, ქალუმი, ეშტონი, პიტერი, მია და ჩემი ჯერიც დადგა. დიდხანს ვარჩევდი სანამ ჩემს 'ბედს' ავიღებდი. ბილეთი ხელის კანკალით ავიღე. ამაზე უკეთესსზე ვერც კი ვიოცნებებდი.
როგორც ჩანს ჯემას შეწუხება არ მომიწევს. ყველაფერს სწრაფად მოვრჩი და ლექტორების წინ წარვსდექი.

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now