8 თავი

276 23 6
                                    

თავი 8

თითქმის წელიწადზე მეტი გავიდა მას შემდეგ რაც ლუისგან საბოლოოდ წამოვედი. აღარანაირ ინფორმაციას მის შესახებ აღარ ვფლობ. ალბათ ბავშვი უკვე გაჩნდა. ლუიც ბედნიერი და ერთი თბილი ოჯახი აქვთ. ლუი, ჰელენი და მათი პატარა.
როგორც ჰარისგან გადმოცემით ვიცი ლუი ბანდიდან წავიდა და ჰელენთან ერთად საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა.
მეც სწავლას ვაგრძელებ..
ჰარისთან იმაზე გაცილებით უკეთესი ურთიერთობა მაქვს ვიდრე წარმოვიდგენდი. თითქმის საუკეთესო მეგობრები ვართ.
ყოველ დილით უნივერსიტეტში მივყავარ მერე ისევ მოვყავარ, ღამით მეგობრებთან ერთად ვერთობით და დღეც ასე მთავრდება.

-ანაბეეელ -დილით ჰარის ყვირილმა გამომაღვიძა. განუწყვეტლივ ჩემს სახელს იძახდა და გაუჩერებლად მანჯღრევდა.
-აუუუ თავი გამანებე რა გინდა?- ხელი ავუქნიე და თავზე ბალიში დავიფარე.
-დაგავიწყდა? დღეს პიკნიკზე მივდივართ, დროზე ადექი გოგო- ბალიში ხელიდან გამომგლიჯა და თავში დამარტყა
-იდიოტოო -ხმამაღლა დავუყვირე და საწოლიდან გადავაგე.- ავდგები ხო- საწოლიდან ბუზღუნით წამოვდექი და თმა შევიკარი.
-ყველა შენ გელოდება სწრაფად ჩაიცვი, ქვემოთ გელოდები -ოთახიდან გავიდა და კარი გაიხურა.
-სულელი- ჩემთვის ჩავილაპარაკე და ტანსაცმლის არჩევა დავიწყე. საჭირო ნივთებს სწრაფად მივაგენი ჩავიცვი და კიბეებზე ჩავირბინე. ბარგი უკვე მანქანაში ქონდათ მოთავსებული.
-აბა წავედიით?- ტაში ხმაურით შემოვკარი და ლუკის მანქანისკენ წავედი.
-მთა, ბუნება, ჩანჩქერი, მეგობრები, გართობა, კოცონი.. რა მაგარია -მხიარულად თქვა ჯემამ და მანქანაში ჩაჯდა.
-თუ ყველანი მზად ხართ წავიდეთ -ლუკმა ბავშვებს გადახედა და საჭესთან დაჯდა.
-ანაბელი, ჯემა და ქალუმი შენს მანქანაში ჩასხდნენ , მე ეშტონს და მაიკლს წამოვიწყვან -ლუკი ჰარიმ გააფრთხილა და თავის მანქანაში ჩაჯდა.
რამოდენიმე წუთში უკვე ყველანი მანქანებში ვისხედით და მივდიოდით. გზაში რათქმაუნდა სიმღერები ბოლო ხმაზე გვქონდა ჩართული და ყველა ჩვენთვის ვმღეროდით. ვინმეს რომ მოესმინა იფიქრებდა აქ სადმე ყრუთა თავშესაფარიაო.
-ესეც ასე- კმაყოფილი ხმით თქვა ლუკმა და მანქანა ტყესთან გააჩერა. -აქედან ფეხით მოგვიწევს გაგრძელება- მანქანის გასაღები გამოაძრო და მანქანიდან გადავიდა. კარი ჯემას გაუღო და ერთად გადავიდნენ.
ერთადერთი წყვილია რომელიც ამ მომენტში ყველაზე მეტად მომწონს. ისეთი თბილები და საყვარლები არიან.
ჰარიმ და ლუკმა ერთმანეთს კარგად გაუგეს.
მალე შესაძლოა ამ წყვილმა ყველაფერი ქორწილით დააგვირგვინოს.
მალე ჰარის მანქანაც გამოჩნდა. ყველაფერი მანქანიდან გადმოვალაგეთ და ტყეში შევედით. მე მხოლოდ ერთი პატარა ზურგჩანთა და წყალი მომქონდა. დიდი დრო არ დაგვჭირვებია მალევე მივედით დანიშნულების ადგილას.
იქაურობა იმაზე გაცილებით უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. გაშლილი მდელო. ირგვლივ ხეებით გარშემორტყმული, წინ კი ჩანჩქერი ჩამოედინებოდა.
"აქ დაუვიწყარი დღეები გველის" ჩემთვის გავიფიქრე და ჩანთა მიწაზე დავდე. ბავშვებმა კარვების გაშლა დაიწყეს. მე და ჯემა ერთ კარავში მოგვიწია, ლუკს და ქალუმს ცალკე, ჰარის მაიკლს და ეშტონს კი ერთად მოუწევდათ დაძინება. მიუხედავად იმისა რომ ლუკმა ბევრი იწუწუნა მაინც ვერ შემაცვლევინა აზრი. ნამდვილად არ მინდოდა ბიჭის გვერდით წოლა ჯემა კი ამ მომენტში მშვენიარი გამოსავალი იყო.
კარვები გავშალეთ, კოცონის დასანთებად ფიჩხი მოვაგროვეთ და ამასობაში მოსაღამოვდა კიდეც. თბილი ტანსაცმელი ჩავიცვით და ცეცხლის ირგვლივ შემოვიკრიბეთ.
-ბავშვებო არ გინდათ რამე ვითამაშოთ?-სიწყნარე ეშტონმა დაარღვია.
-მაინც რა?- კითხვაზე კითხვით უპასუხა ქალუმმა.
-აი მაგალითად ყველამ ჩვენს ისყვარულზე მოვწყვეთ, ვის ვინ უყვარდა პირველად და ახლა რას გრძნობს იმ ადამიანის მიმართ- მშვიდად თქვა ეშტონმა
-კაი მაშინ შენ დაიწყე- შესთავაზა მაიკლმა
-მე მოსაყოლი ბევრი არაფერი მაქვს -მშვიდად თქვა ეშტონმა- არც არავინ მყვარებია და არც არავინ მიყვარს, მე უბრალოდ სიამოვნებას ვიღებ ცხოვრებიდან მანამ სანამ ცოცხალი ვარ... იმედი მაქვს ოდესმე მეც შემიყვარდება- ბოლო სიტყვები ჩუმას წარმოთქვა. ირგვლივ სულის შემხუთველი სიწყნარე ჩამოვარდა. ალბათ ყველას შეეცოდა ირვინი, ძნელია როცა არავინ გყავს ვინც გეყვარება და ვისაც ეყვარები.
-არაუშავს ძმაო- გამამხნევებელი ხმით უთხრა მაიკლმა. -ეგრე მეც არავინ მყავს მაგრამ ეს სულაც არ მაწუხებს, სამაგიეროდ მე საუკეთესო მეგობრები მყავს. 4ძმა რომელიც ზუსტად ვიცი არასდროს დამტოვებს. ბევრი იმაზე ოცნებობს რაც ჩვენ გვაქვს.
-მაიკლს ვეთანხმები- საუბარში ქალუმიც ჩაერთო- ჩვენ ერთმანეთი გვყავს, ერთმანეთის სიყვარული გვაძლიერებს, ეს ძაან მაგარი გრძნობაა- სიამაყით თქვა ჰუდმა.
-მე მიუხედავად იმისა რომ 4ძმა მყავს, კიდევ მყავს ერთი გოგო რომელიც ამ ქვეყნად ყველაზე მეტად მიყვარს. მაპატიეთ ბიჭებო -მხიარულად ტქვა ლუკმა და ჯემას ხელი მოხვია.
-მეც იგივეს თქვა შემიძლია -საუბარი ჯემამ განაგრძნო- მიუხედავად იმისა რომ მე აქ მყავს ძმა, კიდევ 2ბიჭი რომელიც ჰარის მსგავსად ძმად მიმაჩნია, ასევე ანაბელიც მაგრამ ლუკი მაინც ყველაზე მეტად მიყვარს. არ შემიძლია წარმოვიდგინო ერთი დღე, საათი ან თუნდაც წამი მის გარეშე- ჯემას სიტყვებმა გულში ყველას სითბო მოგვგვარა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ერთმანეთი გვყავს ყველას მოგვინდა გვყოლოდა ის ერთადერთი ადამიანი რომლის იქითაც ვერავის დავინახავდი.
-მიხარია რომ ასე მოხდა -ბედნიერი სახით თქვა ჰარიმ და ჯემას ფეხზე ხელი მოუსვა- მშვენივრად იცით რომ არავინ არ მყავს -სიცილით თქვა და ხელები გაშალა- მაგრამ მყოლია და მყვარებია, თუმცა ახლა იმ ადამიანის მიმართ აღარაფერს ვგრძნობ. თავისუფალი ვარ ჩემი გულის კარები ნებისმიერისთვის ღიაა -გაიღიმა და საუბარი შეწყვიტა.
ჯერი ჩემზე დადგა. მეც უნდა მეთქვა რაღაც მაგრამ არ ვიცოდი რა...  ისინი ხომ ჩემი საუკეთესო მეგობრები არიან ვერ დავუმალავდი...
-მე დღემდე მიყვარს -დაბალი ხმით დავიწყე საუბარი- მიყვარს და იმ ადამიანის გარეშე თითოეული წამი ჩემთვის უსაზღვრო ტკივილთან ასოცირდება, მენატერება მთელი არსებით. მენატრება მისი სურნელი, ჩახუტება, კოცნდა, ღიმილი. მიწევს შევეგუო უმისობას. ალბათ ასე იყო საჭირო- მოკლედ მოვჭერი და საუბარი დავამთავრე. ხმას არც-ერთი არ იღებდა. ამის შემდეგ ძნელი იყო რამის თქმა. ყველამ გაიგო, რომ ლუის ისევ მიყვარს და მენატრება. ჩემს მისდამი სიყვარულს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის თუმცა ახლა ამაზე ფიქრი გვიანია. ყველაფერი უკვე ყველაფერი წარსულში დარჩა.

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now