5 თავი

219 16 1
                                    

თავი 5

-კარგი დამშვიდდი წავიდეთ- ჩემი გაყვანა გადაწყვიტა ჰარიმ
-ანაბელ? მოიცადე არ წახვიდე. შენ? აქ? მეგონა მოკვდი- გაკვირვებული ლუღლუღებდა ლუი
-ჯობდა მოვკმვდარიყავი-მწარედ ვთქვი და გარეთ გავედი. ლუიც დაუყოვნებლივ უკან გამომყვა მაგრამ აღარ დაველოდე და მთელი ძალით გავიქეცი. ნანგრევებზე რამდენჯერმე ფეხი გადამიბრუნდა მაგრამ არ ვჩერდებოდი. ტრასაც მალე გამოჩნდა. გზაზე მანქანა დავინახე რომელშიც ბიჭები ისხდნენ. ლიამი, ნაილი და ზეინი.
-ლიამ- ტირილ ნარევი ხმით დავიძახე და მისკენ გავიქეცი. ამდენი თვის შემდეგ ისევ მომეცა შანსი მას შევხვედროდი. მთელი ძალით ვებღაუჭებოდი ვცდილობდი ის რაც რამოდენიმე წუთის წინ ვნახე დამევიწყებინა მაგრამ არ გამოდიოდა. გონებიდან ვერ ვიგდებდი იმ სცენას. ყველაზე მტკივნეული მომენტი აღმოჩნდა ჩემთვის. ბიჭს რომლის სანახავადაც კილომეტრები გამოვიარე სხვას ეხვეოდა. არ მინდოდა ლუის ეს შერჩენოდა. მინდოდა ისე გამემწარებინა როგორც მე გამამწარა მიუხედავად იმისა რომ მიყვარდა. მიყვარდა მთელი გულით მთელი არსებით მაგრამ სხვა გზა მაინც არ დამიტოვა.
-ანაბელ-ყვირილით გამოიქცა ლუი როცა დაინახა რომ ლიამს ვეხუტებოდი გაჩერდა.
-როგორ მომენატრე-თბილად მითხრა ლიამმა და ხელები უფრო მჭიდროდ მომხვია.-ვიცოდი რომ ცოცხალი იყავი და დაბრუნდებოდი.
-შენ აქ როგორ მოხვდი? ჰარიმ მითხრა რომ ბანდიდან წახვედი- ცრემლები მოვიწმინდე და ლიამს მივაჩერდი.
-არა არსად არ წავსულვარ ეგ ინფორმაცია შენი აქ ჩამოყვანის გამო გავავრცელე
-კი მაგრამ შენ იცოდი რომ მე ცოცხალი ვიყავი?- ჯერ კიდევ ვერ გავანალიზე ის სიტყვები რაც ლიამმა მითხრა. რაში დაჭირდა ამ ტყუილის მოგონება თუ იცოდა რომ ცოცხალი ვიყავი ჩამოსულიყო და ვენახე.
-მხოლოდ მე ვიცოდი. ლუკმა ყველაფერი მომიყვა შემდეგ მე ეგ ინფორმაცია ჰარის მივაწოდე და ისიც შენს ჩამოსაყვანად წამოვიდა. ლუი უშენოდ იტანჯებოდა და გვინდოდა რომ ენახე და ძველი ლუი დაგვებრუნებია. ის მართლა ცუდადაა ანაბელ
-ჰაჰ-ირონიულად ჩავიცინე- ამას იმ ბიჭზე ამბობ ვინც 5წუთის წინ ჰელენს კოცნიდა და 'გემრიელი' უწოდა?
-რააა?- გაოგნებული სახით იკითხა ლიამმა.-მერე რა? ის გოგო არ უყვარს- შეეცადა დავერწმუნებინე- ასე არაა ლუი?
-კი ასეა-სწრაფად დაეთანხმა ტომლინსონი
-ვერ გავიგე?- უკნიდან ჰელენი გამოვიდა- ანუ ამდენ ხან მატყუებდი და არ გიყვარვარ?
-მე შენთვის არ მითქვამს რომ მიყვარხრა- მკაცრად თქვა ლუიმ
-მე და შენ ერთ ოთხში ვცხოვრობდით შეყვარებულები გვქვია ამას როგორ ამბობ?- გაოგნებული იყურებოდა.
-მისმინე ჰეილი გქვია თუ ჰანა მე ეს ტიპი არ მიყვარს და არც არასდროს მყვარებია მხოლოდ ვიყენებდი! შენ რა მართლა გგონია რომ მიყვარხარ ან ოდესმე მიყვარდი?- ლუის მივუბრუნდი
-ცრუობ!-მტკიცედ თქვა
-კი ლუი ასეა მე აქ შენს გამო კი არა ლიამისთვის დავბრუნდი! როგორ გჯერა ჩემი ცრემლების- თავი საწყლად გავაქნიე- მკვლელი რომ არ ვიყო ალბათ მსახიობი ვიქნებოდი.
-ანაბელ? ეს შენ ხარ?- გაკვირვებული იყურებოდა ზეინი
-ვერ მიცანი? დღეიდან მეც თქვენი ბანდის ნაწილი ვარ! -ამაყად ვთქვი
-აი ასე მომწონს- კმაყოფილი სახით თქვა ნაილმა და მანქანიდან თოფი ამოიღო- ეს შენ -იარაღი ხელში მომაწოდა. თითებმა კანკალი დაიწყეს მაგრამ ვეცადე არ შემემჩნია.
-ასე ჯობია -იარაღი ხელში მყარად დავიჭირე და ლუის შუბლზე მივადე- მიფრთხილდი ტომლინსონ! იცოდე ამჯერად სასხლეტზე თითის გამოკვრა არ გამიჭირდება- ლუი გაოგნებული მიყურებდა. ვერ იჯერებდა რასაც ხედავდა. უნდა ვაღიარო მეც გამაკვირვა ჩემმა მსახიობურმა ნიჭმა- სროლა შენ მასწავლე. გახსოვს რას მეუბნებოდი? როცა უდანაშაულო ადამიანს ესვრი მის ადგილას ის წარმოიდგინე ვისაც ვერ იტანო. მაშინ როცა გესვრი არავის წარმოდგენა არ დამჭირდება რადგან შენ ის ადამიანი ხარ ვისაც ვერ ვიტან -ზიზღით ვთქვი და შენობისკენ წავედი. გული საშინლად მტკიოდა მაგრამ არ მინდოდა შემემჩნია. ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც გავითამაშე მაგრამ არ ვიცოდი ეს თამაში როდემდე გაგრძელდებოდა. ან სადამდე შევძლებდი ამ ნიღბის ტარებას. ლუის ერთი მოახლოებაც კი საკმარისი იყო რომ მუხლები ამკანკალებოდა და მას დავმორჩილებოდი.
ამ წამს უფრო მეტად ჰელენის გამწარება მინდოდა ვიდრე ლუისი. ის გოგო თავიდან უნდა მომეშორებინა. ამ 'ბანდიდან' თავისი ნებით უნდა წასულიყო თუმცა ჩემი გამოჩენის შემდეგ რომ ლუი მას ყურადღებას ისედაც აღარ მიაქცევს ეგ ფაქტია. ალბათ შეეცდება ბიჭებიდან რომელიმეს თავი შეაყვაროს. ვინც მისი რელური სახე იცის ფაქტია არ შეუყვარდება.
"ჰარი" გონებაში იდეალურმა აზრმა გამიელვა. ლუისთვის ეს ნამდვილად ძლიერი დარტყმა იქნება. მისი საყვარელი გოგო და საუკეთესო ძმაკაცი.
-ჰარი-ხმამაღლა დავიძახე. ისიც რამოდენიმე წამში ჩემთან გაჩნდა.
-გისმენ ანაბელ
-შეგიძლია იარაღის სროლაში გამავარჯიშო? დიდი ხანია აღარ მისვრია და თითქმის სულ დამავიწყდა
-კი რათქმაუნდა წამოდი შიგნით შევიდეთ- შენობისკენ წავიდა
-არა გარეთ ვივარჯიშოთ აი იქ დგას სამიზნე- ხენით ვანიშნე
-კარგი როგორც გინდა- თბილად მითხრა და სამიზნესკენ წავიდა. მეც უკან გავყევი. მალევე მივუახლოვდით. ჰარის წინ დავდექი.
-აბა დავიწყოთ-უკან დამიდგა და ხელები გამასწორებინა.-მე არ ვიცი როგორ გასწავლა სროლა ლუიმ მაგრამ გეტყვი რომ იმ სამიზნესთან ჰელენი წარმოიდგინო- სიცილით მითხრა.
-ზუსტად მაგას ვაპირბდი- მხიარულად დავეთანხმე და სასროლად მოვემზადე. ჰარი უფრო მომიახლოვდა თითქმის მთლიანად ჩემზე იყო მოკრული. 'იქ ჰელენი დგას! პირდაპირ გულში!'. სასხლეტს თითი გამოვკარი.
-კარგი რა ანაბელ ეს შენ არ გეკადრება- წყენით თქვა ჰარიმ.
-არა ჰაზ არ ამიცილებია პირდაპირ გულში -ამაყად ვთქვი და იარაღი დავუშვი
-მაშინ გილოცავ- მუშტი ხელზე დამარტყა. შევამჩნიე რომ ლუი მიყურებდა თვალი სწრაფად ავარიდე და ჰარის შევხედე.
-გამარჯვებულს საჩუქარი არ უნდა?-მოწყენილმა ვიკითხე
-მმმ.... აბა დავფიქრდე. მაინც როგორი საჩუქარი გინდათ?
-აი ასეთი- თმებზე მოვქაჩე და ჩემკენ დავქაჩე. ტუჩებზე ფრთხილად შევეხე. ჰარი გაკვირვებული იყო. ვერ გაანალიზა რას ვაკეთებდი თუმცა მალევე მიმიხვდა ჩანაფიქრს და კოცნაში ამყვა.

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now