6 თავი

228 16 0
                                    

-ანაბელ -უკნიდან ლუის ხმა შემომესმა. სპონტანურად შევტრიალდი. ადგილზე გავშრი როცა ლუის ცრემლიანი თვალები შევამჩნიე.- ეს.... თქვი რომ ჩემს გასამწარებლად გააკეთე.... თქვი რომ ისევ გიყვარვარ და ეს კოცნა ტყუილი იყო -მომიახლოვდა და თვალებში ჩამხედა. მის გამოხედვაში უსაზღვრო ტკივილი და წყენა იგრძნობოდა. არ შემეძლო მეყურებინა მისი წყლიანი თვალებისთვის და მცოდნოდა რომ ასე ჩემს გამო იყო. წამით ყველაფერი დამავიწყდა. დამავიწყდა ის წყენა რომელიც მის გამო განვიცადე. ხელები გავშალე და მთელი ძალით მოვეხვიე. ყოველგვარი გულის ტკივილი მაშინვე გაქრა. დამავიწყდა რომ ლუიმ ჩემს შემდეგ სხვა გოგო გაიჩინა. მეც დამნაშავე ვარ მის წინაშე. უკან არ დავბრუნდი როცა ამის შანსი მქონდა. ლუის მეორედ ვეღარ მოვატყუებდი ასე გულს ვერ ვაკტენდი.
-მოდი ყველაფერი რაც წარსულში მოხდა უკან დავტოვოთ და ცხოვრება ახალი ფურცლიდან დავიწყოთ -თბილად ვუთხარი და კისერში ვაკოცე.
-ჩემი გოგო დაბრუნდა- თვალ-ცრემლიანმა თქვა და გულში ჩამიკრა- აღარ გაგიშვებ! იცოდე სულ ჩემთან იქნები -მკაცრად მითხრა და ლოყაზე მაკოცა.
-არსად წასვლას არ ვაპირებ -ღიმილით ვუთხარი და ცალი ხელი წელზე მოვხვიე. -სახლში შევიდეთ.
-წამოდი -სახლში შემიყვანა და ჩემს ოთახამდე მიმაცილე.- ჩვენს ურთიერთობას უკვე დამალვა აღარ ჭირდება -ხელები წელზე მომხვია და შუბლზე მაკოცა -ჩემს ნივთებსაც აქ გადმოვიტან -ლოყაზე კოცნით დამემშვიდობა და წავიდა. მეც ოთახში შევედი. ყველაფერი ისე დამხვდა როგორც დავტოვე. არც-ერთი ნივთი გადაადგილებული არ იყო. კარადა გამოვაღე და ჩემს ნივთებს თვალი შევავლე. ის დრო გამახსენდა როცა აქ პირველად მოვედი. მახსოვს შეშინებული ვიყავი და არ ვიცოდი მომავალში რა მოხდებოდა. უბრალოდ მომენტით უნდა მეცხოვრა.
-რაზე ფიქრობდი?-უკნიდან ლუი მომეპარა და ხელები წელზე მომხვია. შიშისაგან შევხტი.
-კარზე უკვე დააკაკუნე?- ნაწყენი ხმით ვუთხარი და მისკენ მივბრუნდი.
-საკუთარ ოთახში შესვლამდე თუ ვინმე აკაკუნებს მეც დავაკაკუნებ აწი -სიცილით თქვა და ცხირზე გამეთამაშა.
-ოჰ შენი ოთახი როდის ამას იქეთაა?
-ჩემი რა ჩვენი თან თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ეს შენობა მე მეკუთვნის.....
-კაი კაი ხო შენი ნივთები მოიტანე?
-უმეტესობა მაინც აქ იყო ჩემი ტანსაცმელი ნუ უმეტესობა რა აქ იყო..
-მართლა? ანუ შენ და ის გოგო ცალ-ცალკე იძინებდით?-კმაყოფილი სახით ვიკითხე მაგრამ ღიმილი სახეზე შემახმა როცა ოთახში ჰელენი შემოვიდა.
-ჩემს ნივთებს გავიტან და გავალ -მორიდებით გვითხრა და ჩემი კარადის გვერდით მდგარი კარადა გამოაღო. თვალები გამიფართოვდა გაკვირვებული მივაჩერდი ლუის მაგრამ ვეცადე იმ გოგოს წინ არაფერი შემემჩნია. ნივთები აიღო და გავიდა. მაშინვე კარები გადავკეტე და ლუის წინ დავდექი.
-ამიხსენი ამ გოგოს ჩემს ოთახში რა ესაქმებოდა? საერთოდ აქ რატო გყავდა? შენს ოთახში ვერ დაეტიეთ? ფუუ ანუ ამ საწოლზე გქონდათ სექსი ხო? -გადასაფერებელს და ზეწარს ხელი დავავლე და ერთიანად გადმოვყარე.- სწრაფად უთხარი ეს საწოლი აქედან გაათრიონ! ეს... ეს.... არ მჯერა აქ როგორ მოათრიე -ხმამაღლა დავუყვირე და ოთახიდან გაბრაზებული გავვარდი. გზაში ვიღაცას შევასკდი.
-ჰეი კარგად ხარ? -თავი ავწიე და ზეინის გამოსახულება გავარჩიე.
-კი -მოკლედ მოვუჭერი და გზის გაგრძელება დავაპირე მაგრამ მისმა ხელმა შემაჩერა.
-5წუთში ყველანი მისაღებ ოთხში უნდა იყოთ შეკრება იმართება მნიშვნელოვანი ახალი ამბავი მაქვს თქვენთვის
-რა ამბავი? -ინტერესით ვიკითხე.
-უბრალოდ იქ მოდი და გაიგებ -ხელი გამიშვა და თავის გზაზე წავიდა.
-კარგი -ჩემთვის ჩავილაპარაკე და მისაღებისკენ წავედი. ოთახში ლიამი, ჰარი, ნაილი და ჰელენი დამხვდნენ. კარგია რომ ჰარიც იქ იყო მასთან ცოტა არ იყოს უხერხულად გამომივიდა. ჯერ მას ვაკოცე მერე კი ლუის გავეკიდე. არა საკმაოდ ცუდად გამოვიდა.
-ჰარი შენთვის ბ....-საუბარი გამაწყვეტინა
-რისი ბოდიში? მე მაშინვე ყველაფერს მივხვდი -ხელები გაშალა მეც აღარ დავფიქრდი გვერდით მივუჯექი და ჩავეხუტე.- ისე მაგარი ტუჩები გაქ -ჩუმად მითხრა და გაიცინა.
-არც შენ ხარ ნაკლები -სიცილით ვუთხარი და ჰელენზე ვანიშნე-არ მიდის?
-რავიცი ლუის არ უთქვია წადიო და თვითონ თუ მოტვინავს ვერ გეტყვი
-არა თვითონ ვერ კი არა არ მოტვინავს -ზიზღით ვთქვი და ლიამს გავხედე. -რა ახალი ამბავი უნდა გვითხრას ზეინმა ხო არ იცი?
-არა რა ზეინმა აი ამან -ჰელენზე მანიშნა.
-ამჯერად რა სიურპრიზია ნეტა -გაბრაზებული სახით იკითხა ნაილმა.
-გაიგებთ- კმაყოფილი სახით თქვა და მე გამომხედა. მაშინვე მზერა ავარიდე. ეს გამოხედვა არ მომწონდა...
-აი ჩვენც მოვედით- ოთახში ზეინი და ლუი შემოვიდნენ.
-ხოდა მაშინ სწრაფად თქვას ამან რაც უნდა მე მომშივდა უკვე- უკმაყოფილოდ ჩაიბუტბუტა ნაილმა.
-თქვენთვის უმჯობესი იქნება რაც უფრო გვიან ვიტყვი.-დამცინავი ტონით თქვა სელენმა
-სწრაფად თქვი გოგო შენი ნერვები არამაქ -უხეშად ვუთხარი და ხელები გადავაჯვარედინე.
-ლუი საყვარელო- ახლოს მივიდა და მოეხვია- ფეღმძიმედ ვარ მალე მამიკო გახდები -მუცელზე ხელი მოისვა.

killers returns || (Completed)Where stories live. Discover now